https://sputnik-georgia.com/20240124/aranairi-feiki-komunikaciebis-komisiam-operatorebis-pretenziebs-upasuxa-285852754.html
არანაირი „ფეიკი“: კომუნიკაციების კომისიამ მობილური ოპერატორების პრეტენზიებს უპასუხა
არანაირი „ფეიკი“: კომუნიკაციების კომისიამ მობილური ოპერატორების პრეტენზიებს უპასუხა
Sputnik საქართველო
რიცხვები ამბობს, რომ საქართველოში აბონენტების მხოლოდ ერთ პროცენტს აქვს 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტი, როდესაც ევროპაში ოჯახების 55 პროცენტზე მეტი უკვე ამ სიჩქარით... 24.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-24T10:05+0400
2024-01-24T10:05+0400
2024-01-24T10:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
სოციალური სფერო საქართველოში
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/39/247153944_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_ab43f83b35decfedc30f8550d6bc6cab.jpg
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. კვლევაში საუბარია მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რომლის ტარიფები საქართველოში ნამდვილად უფრო მაღალია, ვიდრე ევროპაში, განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა ბრიტანული კომპანია Strategy Analytics-ის კვლევა, რომლის თანახმად საქართველოში 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით ძვირია. ამან გამოიწვია საქართველოს წამყვანი ინტერნეტ-პროვაიდერების უკმაყოფილება, რომლებმაც კვლევის შედეგები ეჭვქვეშ დააყენეს.კვლევის შედეგები ყველაზე მეტად კომუნიკაციების კომისიას არ მოსწონს, ვინაიდან ჩვენი ამოცანა და მიზანი სწორედ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასები და კონკურენტული გარემოს შექმნაა, მაგრამ ეს შედეგები ასახავს რეალობას, ვინაიდან კვლევის შედეგები არის რიცხვები, რომელთაც ვერაფერი აღუდგება წინ და აქ ინტერპრეტაციის შესაძლებლობა გამორიცხულია, დაასკვნა იმედაძემ.ეკატერინე იმედაძემ აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიის მთავარი ამოცანა აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორებაა, რაზეც, კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ, მუშაობას დაიწყებს.საქართველოში ინტერნეტი სულაც არ არის ძვირი - „სილქნეტი“ კვლევის შედეგებს არ ეთანხმება>>კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.კვლევის თანახმად, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს.Fake News: „მაგთიკომი“ საკუთარი ინტერნეტ-პაკეტების ფასების კრიტიკით უკმაყოფილოა >>გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ციფრულ ეპოქაში ინტერნეტის მოხმარების ტენდენცია მიმართულია მზარდი სიჩქარის და მოცულობის მოხმარებისკენ, რაც 5G ინტერნეტის დანერგვასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება.ანალოგიური მდგომარეობაა ფიქსირებულ ინტერნეტ-მომსახურებებთან დაკავშირებით, ვინაიდან მომხმარებლების მიერ ონლაინ გატარებული დრო და სხვადასხვა მომსახურებების ონლაინ-მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-მომსახურებების როლი აბონენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/39/247153944_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_7f8b297d2458f96fbc5124d60beec73d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , სოციალური სფერო საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , სოციალური სფერო საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
არანაირი „ფეიკი“: კომუნიკაციების კომისიამ მობილური ოპერატორების პრეტენზიებს უპასუხა
10:05 24.01.2024 (განახლებულია: 10:12 24.01.2024) რიცხვები ამბობს, რომ საქართველოში აბონენტების მხოლოდ ერთ პროცენტს აქვს 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტი, როდესაც ევროპაში ოჯახების 55 პროცენტზე მეტი უკვე ამ სიჩქარით სარგებლობს
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. კვლევაში საუბარია მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რომლის ტარიფები საქართველოში ნამდვილად უფრო მაღალია, ვიდრე ევროპაში, განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ.
კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა ბრიტანული კომპანია Strategy Analytics-ის კვლევა, რომლის თანახმად საქართველოში 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით ძვირია. ამან გამოიწვია საქართველოს წამყვანი ინტერნეტ-პროვაიდერების უკმაყოფილება, რომლებმაც კვლევის შედეგები ეჭვქვეშ დააყენეს.
„რიცხვები ამბობს, რომ საქართველოში აბონენტების მხოლოდ ერთ პროცენტს აქვს 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტი, როდესაც ევროპაში ოჯახების 55 პროცენტზე მეტი უკვე ამ სიჩქარით სარგებლობს, რადგან ეს შეთავაზება საქართველოში 136 პროცენტით უფრო ძვირია. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ 20 გბ ინტერნეტი ფიზიკური პირებისთვის 36 პროცენტით ძვირია, ხოლო იურიდიული პირებისთვის ამ კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა.
კვლევის შედეგები ყველაზე მეტად კომუნიკაციების კომისიას არ მოსწონს, ვინაიდან ჩვენი ამოცანა და მიზანი სწორედ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასები და კონკურენტული გარემოს შექმნაა, მაგრამ ეს შედეგები ასახავს რეალობას, ვინაიდან კვლევის შედეგები არის რიცხვები, რომელთაც ვერაფერი აღუდგება წინ და აქ ინტერპრეტაციის შესაძლებლობა გამორიცხულია, დაასკვნა იმედაძემ.
ეკატერინე იმედაძემ აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიის მთავარი ამოცანა აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორებაა, რაზეც, კომპლექსური კვლევის დასრულების შემდეგ, მუშაობას დაიწყებს.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
კვლევის თანახმად, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ციფრულ ეპოქაში ინტერნეტის მოხმარების ტენდენცია მიმართულია მზარდი სიჩქარის და მოცულობის მოხმარებისკენ, რაც 5G ინტერნეტის დანერგვასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება.
ანალოგიური მდგომარეობაა ფიქსირებულ ინტერნეტ-მომსახურებებთან დაკავშირებით, ვინაიდან მომხმარებლების მიერ ონლაინ გატარებული დრო და სხვადასხვა მომსახურებების ონლაინ-მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-მომსახურებების როლი აბონენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.