https://sputnik-georgia.com/20240123/deputati-antikorupciulma-biurom-yvela-da-kvelaperi-unda-sheamowmos-285848350.html
დეპუტატი: ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა და ყველაფერი შეამოწმოს
დეპუტატი: ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა და ყველაფერი შეამოწმოს
Sputnik საქართველო
მექრთამეობის მაჩვენებლებით საქართველო მსოფლიოში მე-13, ევროპაში მეცხრე ადგილზეა 23.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-23T19:21+0400
2024-01-23T19:21+0400
2024-01-23T19:21+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ანტიკორუფციული ბიურო
ქართული ოცნება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275614461_0:190:1280:910_1920x0_80_0_0_bee2279d29ac6147146148afae6f7535.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის შეიქმნა, რომ ყველა და ყველაფერი შეამოწმოს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა.საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო, დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო 2024 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურისა და მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს. სიაში 300-მდე ჩინოვნიკია.ცაგარეიშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ შემოწმებიდან სკანდალის აგორება სურთ, რათა გადაფარონ მსოფლიო ბანკის კვლევაში საქართველოს კარგი შედეგი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კომპანიების მხოლოდ 1%-ს შეექმნა მექრთამეობასთან დაკავშირებული პრობლემა. მექრთამეობის მაჩვენებლებით საქართველო მსოფლიოში მე-13, ევროპაში მეცხრე ადგილზეა.„საწყალ ოპოზიციას მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების დამალვა სურდა და ამისთვის წამოწია თემა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკორუფციული ბიურო ატარებს სახელმწიფო ჩინოვნიკების სკანდალურ შემოწმებას. აღნიშნული შემოწმების შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა და მის შესახებ ყველამ ძალიან კარგად იცოდა“, - განაცხადა დეპუტატმა.ისტორიული შედეგი - მინისტრის მოადგილე საქართველოში მექრთამეობის მაჩვენებელზე>>>მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება იმდენად კორუმპირებულია, რომ მათ ამოწმებენ.„ეს კამპანია არის შავი პიარის და ფულით ნაყიდი ბინძური ლობირების შედეგი“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.ანტიკორუფციული ბიურო პრემიერის და სხვა მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციებით დაინტერესდა>>>საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. კვლევის მიზანია ბიზნეს გარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2023 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 592 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.ახალი უწყება - ანტიკორუფციული ბიურო საქართველოში 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამუშავდა. მის ფუნქციებში შედის პარტიებისა და ჩინოვნიკების ფინანსების კონტროლი.ბიურო ასევე კოორდინაციას უწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. უწყებას რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობსანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275614461_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8a11f04acce96680aeff241bccec2eca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ანტიკორუფციული ბიურო, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ანტიკორუფციული ბიურო, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
დეპუტატი: ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა იმისთვის, რომ ყველა და ყველაფერი შეამოწმოს
მექრთამეობის მაჩვენებლებით საქართველო მსოფლიოში მე-13, ევროპაში მეცხრე ადგილზეა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის შეიქმნა, რომ ყველა და ყველაფერი შეამოწმოს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო, დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო 2024 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურისა და მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს. სიაში 300-მდე ჩინოვნიკია.
„ჩვენ ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის შევქმენით, რომ შევამოწმოთ ყველა და ყველაფერი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და ქონებრივი მდგომარეობისა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ცაგარეიშვილმა.
ცაგარეიშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ შემოწმებიდან სკანდალის აგორება სურთ, რათა გადაფარონ მსოფლიო ბანკის კვლევაში საქართველოს კარგი შედეგი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კომპანიების მხოლოდ 1%-ს შეექმნა მექრთამეობასთან დაკავშირებული პრობლემა. მექრთამეობის მაჩვენებლებით საქართველო მსოფლიოში მე-13, ევროპაში მეცხრე ადგილზეა.
„საწყალ ოპოზიციას მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების დამალვა სურდა და ამისთვის წამოწია თემა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკორუფციული ბიურო ატარებს სახელმწიფო ჩინოვნიკების სკანდალურ შემოწმებას. აღნიშნული შემოწმების შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა და მის შესახებ ყველამ ძალიან კარგად იცოდა“, - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება იმდენად კორუმპირებულია, რომ მათ ამოწმებენ.
„ეს კამპანია არის შავი პიარის და ფულით ნაყიდი ბინძური ლობირების შედეგი“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.
საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. კვლევის მიზანია ბიზნეს გარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2023 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 592 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.
ახალი უწყება - ანტიკორუფციული ბიურო საქართველოში 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამუშავდა. მის ფუნქციებში შედის პარტიებისა და ჩინოვნიკების ფინანსების კონტროლი.
ბიურო ასევე კოორდინაციას უწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. უწყებას რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.