ანტიკორუფციული ბიურო პრემიერის და სხვა მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციებით დაინტერესდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
ანტიკორუფციული ბიუროს გეგმებში, ჩინოვნიკების გარდა, სახელმწიფო ორგანოებისა და საწარმოების მუშაობის შედეგების შემოწმებაა.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო, დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, 2024 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურისა და მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს. სიაში 300-მდე ჩინოვნიკია.
კერძოდ, ბიურომ ინტერესი გამოიჩინა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და დეპუტატების, ასევე თბილისის მერის, კახა კალაძის დეკლარაციების მიმართ.
ანტიკორუფციული ბიურო 2024 წლის განმავლობაში ასევე შეამოწმებს „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს" თანამშრომლებს, საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს.
ასევე შესამოწმებელთა სიაშია: „საქართველოს ფოსტა", „საქართველოს რკინიგზა", „ნავთობისა და გაზის კორპორაცია", „ელექტრონული სისტემის კომერციული ოპერატორი", „საქართველოს განვითარების ფონდი", ეროვნული ბანკი, პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, საპენსიო სააგენტო, სატყეო სააგენტო; შემოსავლების სამსახური, თვითმმართველი ერთეულების მერები.
ანტიკორუფციულმა ბიურომ მუშაობა დაიწყო>>
იმ ჩინოვნიკების სიას, ვის ქონების დეკლარაციებსაც შეამოწმებს ანტიკორუფციული ბიურო 2024 წელს, გაეცანით ამ ბმულზე.
ახალი უწყება - ანტიკორუფციული ბიურო საქართველოში 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამუშავდა. მის ფუნქციებში შედის პარტიებისა და ჩინოვნიკების ფინანსების კონტროლი.
ბიურო ასევე კოორდინაციას უწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. უწყებას რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
ყველა ახალი ამბავი
0