https://sputnik-georgia.com/20230901/----281849999.html
ანტიკორუფციულმა ბიურომ მუშაობა დაიწყო
ანტიკორუფციულმა ბიურომ მუშაობა დაიწყო
Sputnik საქართველო
ახალი უწყება ჩინოვნიკებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს არ გამოიძიებს – ეს ფუნქცია კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დარჩება. 01.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-01T11:09+0400
2023-09-01T11:09+0400
2023-09-01T16:33+0400
საქართველო
ანტიკორუფციული ბიურო
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905914_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_48a86d9b123a92279d7cd3368fd628ee.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 1 სექტემბრიდან ფუნქციონირება დაიწყო ახალმა უწყებამ – ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და ჩინოვნიკების ფინანსების კონტროლს განახორციელებს.ამ დრომდე პარტიების ფინანსებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თანამდებობის პირების ფინანსებს კი საჯარო სამსახურის ბიურო აკონტროლებდა. რაც შეეხება კორუფციასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებას, ამით კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) იქნება დაკავებული.ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.ანტიკორუფციულ ბიუროს რაჟდენ კუპრაშვილი უხელმძღვანელებს>>>ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.ახალ უწყებას რაჟდენ კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე კუპრაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი.ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ასევე შეიქმნა უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შესაქმნელად და მისი განხორციელების გეგმას, ასევე გასცემს რეკომენდაციებს ანტიკორუფციული ბიუროსთვის.ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905914_290:0:2961:2003_1920x0_80_0_0_14286a5d6a558009ea6908bc743695e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ანტიკორუფციული ბიურო, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ანტიკორუფციული ბიურო, პოლიტიკა, ახალი ამბები
ანტიკორუფციულმა ბიურომ მუშაობა დაიწყო
11:09 01.09.2023 (განახლებულია: 16:33 01.09.2023) ახალი უწყება ჩინოვნიკებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს არ გამოიძიებს – ეს ფუნქცია კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დარჩება.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 1 სექტემბრიდან ფუნქციონირება დაიწყო ახალმა უწყებამ – ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და ჩინოვნიკების ფინანსების კონტროლს განახორციელებს.
ამ დრომდე პარტიების ფინანსებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თანამდებობის პირების ფინანსებს კი საჯარო სამსახურის ბიურო აკონტროლებდა. რაც შეეხება კორუფციასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებას, ამით კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) იქნება დაკავებული.
ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.
ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
ახალ უწყებას რაჟდენ კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე კუპრაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი.
ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ასევე შეიქმნა უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს ანტიკორუფციული სტრატეგიის შესაქმნელად და მისი განხორციელების გეგმას, ასევე გასცემს რეკომენდაციებს ანტიკორუფციული ბიუროსთვის.
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.