ანტიკორუფციულ ბიუროს რაჟდენ კუპრაშვილი უხელმძღვანელებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2023
გამოწერა
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ კონკურსის საფუძველზე შეარჩია.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ახლადდანიშნულ უფროსთან რაჟდენ კუპრაშვილთან შეხვედრა გამართა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
პრემიერმა კუპრაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო საქმიანობას. აღინიშნა, რომ მთავრობა ზედმიწევნით მუშაობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაც ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია“, – ნათქვამია განცხადებაში.

კუპრაშვილი დღემდე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი. კუპრაშვილი ასევე იყო საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტი „ტრანსპროექტის”იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად გაიმართა – განაცხადების შერჩევა და გასაუბრება.
უწყების ცნობით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 6 თებერვალს პრემიერ-მინისტრს წარედგინა სამი კანდიდატი – ზურაბ აზნაურაშვილი, რაჟდენ კუპრაშვილი და ელგუჯა მაკალათია.
კუპრაშვილი ანტიკორუფციულ ბიუროს 6 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
ვინ უხელმძღვანელებს ანტიკორუფციულ ბიუროს? იწყება კონკურსის მეორე ეტაპი>>>
ბიუროს ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობაა. იგი ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას.
ბიურო ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციას შორის, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.
ყველა ახალი ამბავი
0