https://sputnik-georgia.com/20240123/istoriuli-sedegi-ministris-moadgile-meqrtameobis-macveneblebze-saqartvelosi-285827014.html
ისტორიული შედეგი - მინისტრის მოადგილე საქართველოში მექრთამეობის მაჩვენებელზე
ისტორიული შედეგი - მინისტრის მოადგილე საქართველოში მექრთამეობის მაჩვენებელზე
Sputnik საქართველო
მექრთამეობის მაჩვენებლებით საქართველო მსოფლიოში მე-13, ევროპაში მეცხრე ადგილზეა, განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 23.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-23T09:44+0400
2024-01-23T09:44+0400
2024-01-23T09:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24188/90/241889038_0:159:2048:1312_1920x0_80_0_0_05f9f6e7e22fca944443065add26f731.jpg
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. მსოფლიო ბანკის რეიტინგის მიხედვით, საქართველოში იმ კომპანიების პროცენტი, რომლებსაც ქრთამის აღების ერთი შემთხვევა მაინც ჰქონდათ, 1%-ია, რაც ისტორიული შედეგია, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. კვლევის მიზანია ბიზნეს გარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2023 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 592 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.გარდა ამისა, მისი თქმით ქვეყანამ ასევე 0% აიღო ისეთი მიმართულებით, როგორიცაა საგადასახადო ოფიცრებთან ურთიერთობისას არალეგალური გადახდის მაჩვენებელი.„ნათლად და ცხადად გამოჩნდა, რომ საქართველოს აქვს მოწინავე პოზიციები მსოფლიოში ანტიკორუფციული მიმართულებით მექრთამეობასთან ბრძოლის და აღკვეთის თვალსაზრისით და გამორჩეულია, როგორც რეგიონში, ასევე მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.საწარმოთა კვლევას (ES) ატარებს მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID). კვლევა ფარავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას.ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საქართველოში: ბოლო მონაცემები >>„გლობალურად, კორუფციის არსებობა ბიზნესგარემოზე მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური გარემოებაა. აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოში კერძო სექტორის რაოდენობა, რომლებიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1%-ს შეადგენს. მაშინ როცა, აღნიშნული ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში - 7%, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -11%-ია“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.„2013 წლამდე არსებული მონაცემებით, საქართველოს მაჩვენებლები ქრთამის აღების შემთხვევების გავრცელების 9.84%-ს შეადგენდა. შესაბამისად, 10-ჯერ უფრო არახელსაყრელი იყო, ვიდრე 2023 წელს. ვითარებამ არსებითი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, როცა ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1,43% გახდა. საუკეთესო შედეგი კი 2023 წლის კვლევამ დადო, სადაც ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1%-ამდე გაუმჯობესდა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24188/90/241889038_567:145:1900:1145_1920x0_80_0_0_58bedc0e2512767d1e646e50b32e5013.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ისტორიული შედეგი - მინისტრის მოადგილე საქართველოში მექრთამეობის მაჩვენებელზე
მექრთამეობის მაჩვენებლებით საქართველო მსოფლიოში მე-13, ევროპაში მეცხრე ადგილზეა, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. მსოფლიო ბანკის რეიტინგის მიხედვით, საქართველოში იმ კომპანიების პროცენტი, რომლებსაც ქრთამის აღების ერთი შემთხვევა მაინც ჰქონდათ, 1%-ია, რაც ისტორიული შედეგია, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.
მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. კვლევის მიზანია ბიზნეს გარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2023 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხა 592 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.
„მექრთამეობის შემთხვევების სიმცირის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-13, ხოლო ევროპაში - მეცხრე ადგილზე გავიდა, მაჩვენებელმა 1% შეადგინა, რაც საუკეთესო ისტორიული შედეგია“, - განაცხადა დუნდუამ.
გარდა ამისა, მისი თქმით ქვეყანამ ასევე 0% აიღო ისეთი მიმართულებით, როგორიცაა საგადასახადო ოფიცრებთან ურთიერთობისას არალეგალური გადახდის მაჩვენებელი.
„ნათლად და ცხადად გამოჩნდა, რომ საქართველოს აქვს მოწინავე პოზიციები მსოფლიოში ანტიკორუფციული მიმართულებით მექრთამეობასთან ბრძოლის და აღკვეთის თვალსაზრისით და გამორჩეულია, როგორც რეგიონში, ასევე მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
საწარმოთა კვლევას (ES) ატარებს მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID). კვლევა ფარავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას.
„გლობალურად, კორუფციის არსებობა ბიზნესგარემოზე მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური გარემოებაა. აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოში კერძო სექტორის რაოდენობა, რომლებიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1%-ს შეადგენს. მაშინ როცა, აღნიშნული ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში - 7%, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -11%-ია“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.
„2013 წლამდე არსებული მონაცემებით, საქართველოს მაჩვენებლები ქრთამის აღების შემთხვევების გავრცელების 9.84%-ს შეადგენდა. შესაბამისად, 10-ჯერ უფრო არახელსაყრელი იყო, ვიდრე 2023 წელს. ვითარებამ არსებითი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, როცა ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1,43% გახდა. საუკეთესო შედეგი კი 2023 წლის კვლევამ დადო, სადაც ქრთამის აღების შემთხვევების მაჩვენებელი 1%-ამდე გაუმჯობესდა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.