https://sputnik-georgia.com/20231210/brzola-korufciis-winaarmdeg-saqartvelosi-bolo-monacemebi-284850229.html
ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საქართველოში: ბოლო მონაცემები
ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საქართველოში: ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
2023 წელს საქართველოში კორუფციულ გარიგებებში ათობით მაღალჩინოსანია მხილებული 10.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-10T10:05+0400
2023-12-10T10:05+0400
2023-12-10T10:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_1d1398cbfdf91e95b2ef7e7a8c7a3084.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. 2023 წლის 9 თვეში გამოძიება დაიწყო საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 117 სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 99 პირის მიმართ.კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 9 დეკემბერს გაეროს ეგიდით აღინიშნება, საქართველოს პროკურატურამ 2023 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ჩადენილი კორუფციული დანაშაულების სტატისტიკა გამოაქვეყნა.2023 წლის 9 თვის განმავლობაში საჯარო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 99 პირის მიმართ, აქედან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 78 პირის მიმართ.კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - პრემიერმა ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა >>კორუფცია გულისხმობს არა მხოლოდ ქრთამის აღებას მაღალჩინოსნების მიერ, არამედ სხვადასხვა სახის თაღლითობას და საბუთების გაყალბებას სარგებლის მიღების მიზნით.საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ითვლება.World Justice Project-ის წლევანდელ „კანონის უზენაესობის ინდექსის" ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის" თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს.საქართველო ასევე იკავებს 41-ე ადგილს 180 ქვეყანას შორის Transparency International-ის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ და რეგიონში ამ მხრივ ლიდერის პოზიცია უჭირავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_14a5cddcb2a86be434fd0d81553983cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს პროკურატურა
ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საქართველოში: ბოლო მონაცემები
2023 წელს საქართველოში კორუფციულ გარიგებებში ათობით მაღალჩინოსანია მხილებული
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. 2023 წლის 9 თვეში გამოძიება დაიწყო საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 117 სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 99 პირის მიმართ.
კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 9 დეკემბერს გაეროს ეგიდით აღინიშნება, საქართველოს პროკურატურამ 2023 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ჩადენილი კორუფციული დანაშაულების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
2023 წლის 9 თვის განმავლობაში საჯარო სექტორში კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 99 პირის მიმართ, აქედან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 78 პირის მიმართ.
კორუფცია გულისხმობს არა მხოლოდ ქრთამის აღებას მაღალჩინოსნების მიერ, არამედ სხვადასხვა სახის თაღლითობას და საბუთების გაყალბებას სარგებლის მიღების მიზნით.
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ითვლება.
World Justice Project-ის წლევანდელ „კანონის უზენაესობის ინდექსის" ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის" თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს.
საქართველო ასევე იკავებს 41-ე ადგილს 180 ქვეყანას შორის Transparency International-ის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ და რეგიონში ამ მხრივ ლიდერის პოზიცია უჭირავს.