არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ტაივანიდან ხელისუფლებისთვის მიუღებელია - დეპუტატი

© Parliament of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ ერთიანი ჩინეთის მხარდაჭერის თაობაზე არაერთხელ განაცხადა.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ტაივანის ორგანიზაციების მხრიდან შეუთავსებელია საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან, და ხელისუფლება ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეიწყნარებს, განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" მიხეილ სარჯველაძემ.
ამ დღეებში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას" ტაივანის ორგანიზაცია აფინანსებს. მისი თქმით, ანტიჩინური საქმიანობა, რომელსაც ხიდაშელი ეწევა, საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სთხოვა, დაინტერესდნენ, უჭერს თუ არა მხარს ხიდაშელი ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
„ ჩვენთვის ეს ყველაფერი არ არის თავსებადი ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებთან, აქედან გამომდინარე ვერცერთ შემთხვევაში ამას ვერ შევიწყნარებთ", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება საქართველოს ინტერესებს, დეპუტატის თქმით, ესაა პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი და ჩინეთთან მაქსიმალური პარტნიორული ურთიერთობების არსებობა.
„საქართველოს აქვს ბევრი NGO-გან, სამოქალაქო სექტორში მოღვაწე ცალკეული ადამიანებისგან განსხვავებული თავისი დამოუკიდებელი დღის წესრიგი და ინტერესები. საქართველოს მთავარი სასიცოცხლო ინტერესი გახლავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ყველა სუბიექტის მხრიდან, საერთაშორისო მასშტაბით და ამავდროულად, ჩინეთთან რაც შეიძლება კარგი პარტნიორული ურთიერთობების ქონა იმიტომ, რომ ამაში ჩადებულია საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობა იმისთვის, რომ პროცესები საქართველოსთვის ხელსაყრელად წარიმართოს ამ პარტნიორული ურთიერთობების შედეგად", - განაცხადა სარჯველაძემ.
დეპუტატის თქმით, ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არაა თავსებადი ამ პრიორიტეტებთან, კატეგორიულად მიუღებელია.
„ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული მიკერძოებული ინტერესი, ამ შემთხვევაში ტაივანის მხრიდან დაფინანსება", - განაცხადა სარჯველაძემ.
ტაივანურ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ხიდაშელის "სამოქალაქო იდეას" აფინანსებენ, არის ტაივანის დემოკრატიული ფონდი, რომელიც ტაივანის გლობალურ დემოკრატიულ მოძრაობაში გაფართოებული მონაწილეობისთვის იბრძვის, ასევე Doublethink Lab, რომლის მიზანია "მავნე ჩინური გავლენების ოპერაციებისა და დეზინფორმაციის კამპანიის კვლევა"
ოფიციალური ურთიერთობები ჩინეთის ცენტრალურ მმართველობასა და მის პროვინციას შორის 1949 წელს შეწყდა, მას შემდეგ, რაც ჩინეთის კომპარტიასთან დამარცხებული გომინდანის ძალები ტაივანზე გადავიდნენ. მას შემდეგ ტაივანი თავისი ადმინისტრაციით იმართება.
გასულ კვირაში ჩინეთში იმყოფებოდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დელეგაცია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სადაც გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრები. პარტიის ლიდერებმა განაცხადეს ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობებისა და შუა დერეფნის იდეის განხორციელების მნიშვნელობის შესახებ.
ბოლო დროის მთავარი მოვლენა - „ქართულ ოცნებაში" ჩინეთში დელეგაციის ვიზიტი შეაფასეს>>
შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში.
საქართველოს ხელისუფლება უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებს „შუა დერეფნის" განვითარებას, სადაც ჩინეთს უდიდესი როლი აკისრია. მმართველ პარტიაში ადრე განაცხადეს, რომ საქართველო ვერ შეასრულებს "შუა დერეფნის" როლს, თუ ჩინეთთან ინტენსიური სავაჭრო კავშირები და კარგი ურთიერთობები არ ექნება.
საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები თანდათანობით ვითარდებოდა. შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ქვეყნებს შორის 2018 წლის იანვარში ამოქმედდა.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,5%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 57,1%-ით შემცირდა და 283,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 21,4%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან.
ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად.
ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსი უცვლელია და ამასთან, ქვეყანას აქვს ის, რისი შეთავაზებაც შეუძლია დასავლეთისთვის. მაგალითად, ქვეყანა შუა დერეფნის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური გახდა უკრაინაში კონფლიქტისა და აზიიდან ევროპაში გადაზიდვების უწყვეტი ჯაჭვის ახალი გზების ძიების ფონზე.
ყველა ახალი ამბავი
0