https://sputnik-georgia.com/20240120/anticinuri-kampania-saqartvelos-ganvitarebas-ewinaarmdegeba-parlamentis-tavmjdomare-285791403.html
ანტიჩინური კამპანია საქართველოს განვითარებას ეწინააღმდეგება - პარლამენტის თავმჯდომარე
ანტიჩინური კამპანია საქართველოს განვითარებას ეწინააღმდეგება - პარლამენტის თავმჯდომარე
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთი დიდ როლს ასრულებს 20.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-20T22:55+0400
2024-01-20T22:55+0400
2024-01-21T00:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
ჩინეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966005_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_c0ea8ce430330e520493ac2c0a9b5a20.jpg
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს თანამშრომლობას ჩინეთთან, მოქმედებენ ქვეყნის განვითარებისა და მისი სტრატეგიული პროექტების წინააღმდეგ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ და ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაახლოებას ძალიან სახიფათო უწოდა. ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ჩინეთი არ უნდა იყოს საქართველოს ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი, ხოლო ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა ემთხვეოდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას.მისი თქმით, ჩინეთთან თანამშრომლობის განვითარების მთავარი ასპექტია „შუა დერეფანი“.„ჩვენ სწორედ ახლა გვაქვს შესაძლებლობა რომ ეს დერეფანი გამოვიყენოთ. ის ტვირთები, რომელიც იმოძრავებს ჩინეთსა და ევროპას შორის გავიდეს საქართველოზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ჩინეთმა საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნის გამოცდილება გაუზიარა>>საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთი დიდ როლს ასრულებს. შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებისაქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა - ვიცე-პრემიერი დავოსის ფორუმის მთავარ თემაზე >>ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,5%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 57,1%-ით შემცირდა და 283,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 21,4%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის სამ კვარტალში საქართველოში ჩინეთის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობამ 33.014 შეადგინა, რაც ექვსჯერ მეტია (+526%) 2022 წლის იანვარ-სექტემბერთან და 5,4%-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის სამ კვარტალში (COVID-19 პანდემიის წინა პერიოდი) იყო.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966005_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_10c2404cf8a59cecaaf02a1b4216d3a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ანტიჩინური კამპანია საქართველოს განვითარებას ეწინააღმდეგება - პარლამენტის თავმჯდომარე
22:55 20.01.2024 (განახლებულია: 00:21 21.01.2024) საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთი დიდ როლს ასრულებს
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს თანამშრომლობას ჩინეთთან, მოქმედებენ ქვეყნის განვითარებისა და მისი სტრატეგიული პროექტების წინააღმდეგ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ და ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაახლოებას ძალიან სახიფათო უწოდა. ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ჩინეთი არ უნდა იყოს საქართველოს ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი, ხოლო ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა ემთხვეოდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას.
„ყველა, ვინც ახლა აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში, მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, საქართველო აქციოს ჩიხად და არა დერეფნად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ჩინეთთან თანამშრომლობის განვითარების მთავარი ასპექტია „შუა დერეფანი“.
„ჩვენ სწორედ ახლა გვაქვს შესაძლებლობა რომ ეს დერეფანი გამოვიყენოთ. ის ტვირთები, რომელიც იმოძრავებს ჩინეთსა და ევროპას შორის გავიდეს საქართველოზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთი დიდ როლს ასრულებს. შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,5%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 57,1%-ით შემცირდა და 283,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 21,4%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის სამ კვარტალში საქართველოში ჩინეთის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობამ 33.014 შეადგინა, რაც ექვსჯერ მეტია (+526%) 2022 წლის იანვარ-სექტემბერთან და 5,4%-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის სამ კვარტალში (COVID-19 პანდემიის წინა პერიოდი) იყო.