https://sputnik-georgia.com/20240119/sua-derefnis-ganvitarebis-mnisvneloba-vice-premier-davosis-forumis-mtavar-temaze-285737949.html
შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა - ვიცე-პრემიერი დავოსის ფორუმის მთავარ თემაზე
შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა - ვიცე-პრემიერი დავოსის ფორუმის მთავარ თემაზე
Sputnik საქართველო
შუა დერეფანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება მთლიანად საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, მიაჩნია ვიცე-პრემიერს. 19.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-19T00:28+0400
2024-01-19T00:28+0400
2024-01-19T00:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
დავოსის ეკონომიკური ფორუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105767_0:70:1072:673_1920x0_80_0_0_df7ed6c5ba7a4758ceca48cd296c013f.jpg
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი აქტუალური თემა შუა დერეფანია, რომლითაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გარდა, დაინტერესებულნი არიან ევროკავშირის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები და ჩინეთი, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.დავითაშვილის თქმით, შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა ზოგადად საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის - მათ შორის ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ძალიან დიდი როლი აქვს.„შუა დერეფანი მნიშვნელოვანი ალტერნატივაა და წლის განმავლობაში, არამხოლოდ დავოსში, გვაქვს სხვა არაერთი შეხვედრა და ფორმატი, სადაც მისი განვითარების შესახებ იქნება საუბარი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.საქართველო ერთგული რჩება შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი - პრემიერ-მინისტრი >>ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს-კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან. მათ შორის არის არაბეთის გაერთიანებული საამიროების, აბუ-დაბის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია TAQA.მინისტრის ინფორმაციით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ენერგეტიკული კომპანიაა და კონკრეტული ინტერესები საქართველოშიც გააჩნია. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დავოსში გამართული შეხვედრებისას საუბარი ასევე წარიმართა სავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ.ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანამ ხიდის როლი შეასრულოს ევროპასა და აზიას შორის >>„საუბარი შეეხებოდა მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ხაზს, რომელიც სტრატეგიული პროექტია საქართველოსთვის. პროექტი ჯერჯერობით, როგორც იცით, ხორციელდება სახელმწიფოს მიერ პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ წამყვანი ენერგეტიკული კომპანიების მხრიდან დაინტერესება კერძო ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც საკმაოდ დიდია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.ამასთან, ვიცე-პრემიერის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას საუბარი მიმდინარეობდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობასა და ზოგადად ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკურ პროგრესზე. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ეს საინტერესოა ჩვენი ქვეყნის პარტნიორებისთვის. ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, დავოსის ეკონომიკური ფორუმი მომავალი ინვესტიციების კუთხით ძალიან პროდუქტიული, ნაყოფიერი უნდა იყოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105767_0:0:908:681_1920x0_80_0_0_9a3dcef664d6cb70af5eb30b1464952a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა , დავოსის ეკონომიკური ფორუმი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობა , დავოსის ეკონომიკური ფორუმი
შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა - ვიცე-პრემიერი დავოსის ფორუმის მთავარ თემაზე
შუა დერეფანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება მთლიანად საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, მიაჩნია ვიცე-პრემიერს.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი აქტუალური თემა შუა დერეფანია, რომლითაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გარდა, დაინტერესებულნი არიან ევროკავშირის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები და ჩინეთი, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
„შუა დერეფნის აქტუალობა დავოსში არ განელებულა და პირიქით, ის გადავიდა უფრო კონკრეტული განხილვის ფორმატში - ამ შემთხვევაში საუბრებია კონკრეტული პროექტების განხორცილებაზე... ეს გახდა აქტუალური არამხოლოდ შუა დერეფნის წამყვანი ქვეყნებისთვის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთისთვის, ამ დერეფნით და მისი საიმედოობით დაინტერესებულია როგორც მიმღები ქვეყნები - ევროკავშირი, ასევე ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა ზოგადად საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის - მათ შორის ტრანსპორტის და დასაწყობების სფეროებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ძალიან დიდი როლი აქვს.
„შუა დერეფანი მნიშვნელოვანი ალტერნატივაა და წლის განმავლობაში, არამხოლოდ დავოსში, გვაქვს სხვა არაერთი შეხვედრა და ფორმატი, სადაც მისი განვითარების შესახებ იქნება საუბარი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს-კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან. მათ შორის არის არაბეთის გაერთიანებული საამიროების, აბუ-დაბის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია TAQA.
მინისტრის ინფორმაციით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ენერგეტიკული კომპანიაა და კონკრეტული ინტერესები საქართველოშიც გააჩნია. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დავოსში გამართული შეხვედრებისას საუბარი ასევე წარიმართა სავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ.
„საუბარი შეეხებოდა მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ხაზს, რომელიც სტრატეგიული პროექტია საქართველოსთვის. პროექტი ჯერჯერობით, როგორც იცით, ხორციელდება სახელმწიფოს მიერ პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ წამყვანი ენერგეტიკული კომპანიების მხრიდან დაინტერესება კერძო ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც საკმაოდ დიდია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას საუბარი მიმდინარეობდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობასა და ზოგადად ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკურ პროგრესზე. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ეს საინტერესოა ჩვენი ქვეყნის პარტნიორებისთვის. ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, დავოსის ეკონომიკური ფორუმი მომავალი ინვესტიციების კუთხით ძალიან პროდუქტიული, ნაყოფიერი უნდა იყოს.