მგონი, დანიის საელჩოც მიხვდა, რომ იყო გარკვეული შეცდომა - პაპუაშვილი ელჩის განცხადებაზე

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
საქართველოს მმართველ პარტიაში დანიის ელჩის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდეს.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. განმარტება, რომ კონტექსტი არ იყო სწორად გაგებული, შეიძლება თავად ელჩის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებდეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დანიის ელჩის ანე ტოფტ სორენსენის განცხადებასთან დაკავშირებით.
დანიურ გამოცემა Jyllands-Posten–ში 10 იანვარს გამოქვეყნებულმა სორენსენის სტატიამ საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე საზოგადოებაში სკანდალი გამოიწვია. დიპლომატმა საქართველოს ექს-პრემიერსა და „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა. ამის შემდეგ ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში დანიის საელჩომაც. უწყებამ სტატიის ირგვლივ ვითარების თაობაზე კომენტარზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ამონარიდი სტატიის კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. დიპლომატმა საქართველოს ექს-პრემიერსა და „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა. „ქართულ ოცნებაში" ამას უპასუხისმგებლო გამონათქვამი უწოდეს. უფრო მეტიც, ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„როგორც ჩანს, მან (ანე ტოფტ სორენსენმა - რედ.) ვერ შეძლო სათანადო კომპეტენტურობით გადმოეცა საკუთარი მოსაზრება. რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც ასეთი არაკომპეტენტურობა გამოიყენება შემდეგ უკვე დაპირისპირებისთვის და, უპირველეს ყოვლისა, თავად წარმოდგენილ ქვეყანას აყენებს ზიანს, როდესაც ელჩის არაკომპეტენტური განცხადებები ქვეყნის შიგნით მღელვარებებს იწვევს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, თავად დანიის საელჩოც მიხვდა, რომ ეს იყო გარკვეული შეცდომა და არაკომპეტენტურობა ელჩის მხრიდან. ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო თუ არა გარკვეული კომუნიკაცია ამ ფაქტის შემდეგ საელჩოსთან, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა.
„ფაქტია, განცხადება გულისხმობს იმას, რომ მას არ უნდოდა ამის თქმა, ასე არ უგულისხმია და იყო სხვა კონტექსტი. არ ვიცი, სიტყვა შეეშალა თუ რა მოუვიდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს მმართველ პარტიაში დანიის ელჩის განცხადებას უპასუხისმგებლო უკვე უწოდეს.
საქართველოში დანიის ელჩის სკანდალური სტატია: საელჩოს პირველი კომენტარი>>>
„ქართული ოცნების" ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
ივანიშვილის დაბრუნება
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა" დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის" პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო" და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის" მისია.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას" მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
ყველა ახალი ამბავი
0