https://sputnik-georgia.com/20240111/saqartvelosi-daniis-elcis-skandaluri-statia-saelcos-pirveli-komentari-285586045.html
საქართველოში დანიის ელჩის სკანდალური სტატია: საელჩოს პირველი კომენტარი
საქართველოში დანიის ელჩის სკანდალური სტატია: საელჩოს პირველი კომენტარი
Sputnik საქართველო
საელჩოში განმარტეს, რომ სტატია დანიური გაზეთისთვის დაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. 11.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-11T19:12+0400
2024-01-11T19:12+0400
2024-01-11T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
დანია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250985320_0:146:3125:1903_1920x0_80_0_0_c0f30f01fe98240f96139f60f150a094.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის სტატიიდან ამონარიდი კონტექსტიდან ამოღებულია და დანიის საელჩო მომხდარზე კომენტარს არ გააკეთებს, ნათქვამია დანიის საელჩოს განცხადებაში.სკანდალი გამოიწვია სორენსენის სტატიამ საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე, რომელიც დანიურ მედიაში გამოქვეყნდა. დიპლომატმა საქართველოს ექს-პრემიერსა და „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა. ამის შემდეგ ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.საელჩოში აღნიშნავენ, რომ სტატია დანიური გაზეთისთვის დაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ.„სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის, მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე, სხვა სფეროებში თანამშრომლობის გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.დანიის ელჩი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს >>საქართველოს მმართველ პარტიაში დანიის ელჩის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდეს.„ქართული ოცნების" ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.ივანიშვილის დაბრუნებაპოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა" დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის" პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო" და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის" მისია.ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას" მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
საქართველო
დანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/18/250985320_196:0:2927:2048_1920x0_80_0_0_e33e4f9d73f490494e28aefd7fd890ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, დანია , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, დანია , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოში დანიის ელჩის სკანდალური სტატია: საელჩოს პირველი კომენტარი
19:12 11.01.2024 (განახლებულია: 20:10 11.01.2024) საელჩოში განმარტეს, რომ სტატია დანიური გაზეთისთვის დაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის სტატიიდან ამონარიდი კონტექსტიდან ამოღებულია და დანიის საელჩო მომხდარზე კომენტარს არ გააკეთებს, ნათქვამია დანიის საელჩოს განცხადებაში.
სკანდალი გამოიწვია სორენსენის სტატიამ საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე, რომელიც დანიურ მედიაში გამოქვეყნდა. დიპლომატმა საქართველოს ექს-პრემიერსა და „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა. ამის შემდეგ ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„ჩვენ ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ სტატია დანიური გაზეთისთვის დაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ.
„სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის, მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე, სხვა სფეროებში თანამშრომლობის გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მმართველ პარტიაში დანიის ელჩის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდეს.
„ქართული ოცნების" ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა" დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის" პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო" და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის" მისია.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას" მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.