დანიის ელჩი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს

© party "Georgian Dream"ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
ელჩმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - დიპლომატს უწყებაში დღის ბოლომდე ელოდებიან, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
ამას წინ უძღოდა სორენსენის სტატია საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე, რომელიც დანიურ მედიაში გამოქვეყნდა. დიპლომატმა საქართველოს ექს-პრემიერსა და „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა.
მმართველ პარტიაში ელჩის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდეს.
„ქართული ოცნების" ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
დანიის ელჩი უპასუხისმგებლოდ იქცევა - დეპუტატმა ივანიშვილის შესახებ განცხადება გააკრიტიკა>>
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა" დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის" პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო" და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის" მისია.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას" მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
ყველა ახალი ამბავი
0