დანიის ელჩი უპასუხისმგებლოდ იქცევა - დეპუტატმა ივანიშვილის შესახებ განცხადება გააკრიტიკა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
ზოგიერთ დიპლომატს საქართველოში ცოტა ზედმეტი მოსდის, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოში დანიის ელჩის ანე ტეფტ სორენსების განცხადება არის უპასუხისმგებლო, სხვა ქვეყნის ელჩს ასეთი საქციელის უფლება არა აქვს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ბექა დავითულიანმა.
დიპლომატმა საქართველოს ექს-პრემიერსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა. ამის თაობაზე ელჩმა ერთ-ერთ ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა.
„მე მგონია, რომ სხვა ქვეყნის ელჩს საქართველოში ამის არც უფლება აქვს და არც არავინ ეკითხება. ალბათ დაიბარებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს და მოსთხოვს განმარტებებს და მან უნდა ახსნას, რატომ აძლევს თავის თავს უფლებას, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთოს“, - განაცხადა დავითულიანმა.
მისი თქმით, საქართველოში ზოგიერთ დიპლომატს, სამწუხაროდ, ცოტა ზედმეტი მოსდის და თავის ფუნქციებში ვერ გარკვეულა.
„ის ელჩია, მან უნდა იცოდეს, რისი უფლება აქვს და რა ფარგლებში შეუძლია მას იმოქმედოს ამ ქვეყანაში... ეს არის მიზანმიმართულად წყლის დასხმა რადიკალურ პოზიციებზე, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, ფეიკნიუსის გავრცელება პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა დეპუტატმა.
„ქართული ოცნების“ ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
ივანიშვილმა „ქართულ ოცნებაში“ შეიძლება კონფიგურაცია შეცვალოს – ოპოზიციონერი>>
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის“ მისია.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
ყველა ახალი ამბავი
0