https://sputnik-georgia.com/20240109/ivanisvilma-qartul-ocnebasi-seizleba-konfiguracia-secvalos-285532030.html
ივანიშვილმა „ქართულ ოცნებაში“ შეიძლება კონფიგურაცია შეცვალოს – ოპოზიციონერი
ივანიშვილმა „ქართულ ოცნებაში“ შეიძლება კონფიგურაცია შეცვალოს – ოპოზიციონერი
Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი სამი წლის შემდეგ კვლავ პოლიტიკაში დაბრუნდა. 09.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-09T14:49+0400
2024-01-09T14:49+0400
2024-01-09T14:49+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
ბიძინა ივანიშვილი
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/04/285437997_0:533:2048:1685_1920x0_80_0_0_eaff8a7642e9bb2b910235d12621012f.jpg
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. დაპირისპირებამ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ პიკს მიაღწია, რის გამოც მისმა დამფუძნებელმა, ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ღიად დაბრუნება გადაწყვიტა და ამას ცვლილებები მოჰყვება, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ.„ქართული ოცნების“ ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.პოლიტიკოსი ამას იმით ხსნის, რომ პარტიაში დაახლოებით 80% ივანიშვილს არ იცნობს, ის ფიზიკურად არ უნახავს, ასევე არ იცნობს მათ ივანიშვილი.მისი თქმით, ივანიშვილის მიერ ახალი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება იმ სახით, რა სახითაც ის წარმოდგენილი იყო, ძალზე კონსპირაციული და გასაიდუმლოებული, ნიშნავს, რომ მან პარტიაში შიდა ვითარება უფრო მწვავედ და რთულად დაინახა, მისი გამოჩენა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხომ უფრო ეფექტური იქნებოდა.პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის“ მისია.„ქართული ოცნების“ ახალი წესდება: პრემიერის კანდიდატურას ივანიშვილი წამოაყენებს>>ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/04/285437997_52:522:1996:1980_1920x0_80_0_0_e1295b1baa45f0a1714e1f34b9a02041.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოპოზიცია
ივანიშვილმა „ქართულ ოცნებაში“ შეიძლება კონფიგურაცია შეცვალოს – ოპოზიციონერი
ბიძინა ივანიშვილი სამი წლის შემდეგ კვლავ პოლიტიკაში დაბრუნდა.
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. დაპირისპირებამ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ პიკს მიაღწია, რის გამოც მისმა დამფუძნებელმა, ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ღიად დაბრუნება გადაწყვიტა და ამას ცვლილებები მოჰყვება, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ.
„ქართული ოცნების“ ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
„როგორც ჩანს, შიგნით ძალიან ღრმა, სისტემური კორუფციული და არა მხოლოდ კორუფციული, შეიძლება დაპირისპირებული ჯგუფების კონფლიქტი აღწევს რაღაც პიკს, სადაც მან ჩათვალა, რომ ის უკვე ღიად უნდა გამოჩნდეს“, – განაცხადა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
პოლიტიკოსი ამას იმით ხსნის, რომ პარტიაში დაახლოებით 80% ივანიშვილს არ იცნობს, ის ფიზიკურად არ უნახავს, ასევე არ იცნობს მათ ივანიშვილი.
„როცა ძალაუფლება გაქვს ასე ჭარბად და მაკონტროლებელი სისტემა არ მუშაობს, სახიფათო არიან ასეთი ადამიანები, შინაგანი სინდისის ხმა თუ არ გაწუხებს, ცდუნებაა ძალაუფლება“, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, ივანიშვილის მიერ ახალი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება იმ სახით, რა სახითაც ის წარმოდგენილი იყო, ძალზე კონსპირაციული და გასაიდუმლოებული, ნიშნავს, რომ მან პარტიაში შიდა ვითარება უფრო მწვავედ და რთულად დაინახა, მისი გამოჩენა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხომ უფრო ეფექტური იქნებოდა.
„რადგან ის გამოჩნდა ახლა და თქვა, რომ ბრუნდება პარტიაში და პოლიტიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ამას ცვლილებები მოჰყვება... მე უფრო მოლოდინი მაქვს, რომ უნდა შეცვალოს ეს კონფიგურაცია და ის ხალხი უნდა შეცვალოს, რომელიც მისთვის არის კომპრომატი და მას ეს ჯგუფი არაფერში არ სჭირდება“, – განაცხადა ბესელიამ.
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის“ მისია.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.