„ქართული ოცნების“ ახალი წესდება: პრემიერის კანდიდატურას ივანიშვილი წამოაყენებს

© party "Georgian Dream"ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2024
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილი ასევე პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევას შეძლებს.
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. პარტიის განახლებული წესდებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის პრემიერ–მინისტრის კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება მიიღო.
„ქართული ოცნების“ ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
„ქართული ოცნების“ მეშვიდე რიგგარეშე ყრილობის მიერ მოწონებული პარტიის ახალი წესდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდზეა გამოქვეყნებული. შესწორებებს პარტიულ სტრუქტურაში პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა შემოაქვს.
ახალი წესდებით, პოლიტსაბჭო საქართველოს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგენით ამტკიცებს. გარდა ამისა, საპატიო თავმჯდომარეს უფლება აქვს, რიგგარეშე ყრილობა მოიწვიოს.
„პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის ან პოლიტიკური საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა მოწ­ვე­ულ იქ­ნეს პარ­ტი­ის რიგ­გა­რე­შე ყრი­ლო­ბა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
წესდების თანახმად, პოლიტსაბჭოს სხდომას იწვევს საპატიო თავმჯდომარე ან პარტიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან პოლიტსაბჭოს წევრთა სულ ცოტა მესამედის მოთხოვნით.
ახალი წესდება განსაზღვრავს პოლიტიკური საბჭოს ფუნქციებს. მათ შორის, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შედიან პარტიის საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და ყრილობის მიერ არჩეული 15 წევრი.
წესდების თანახმად, პარტიის ყრილობას პარტიის თავმჯდომარედ შეუძლია აირჩიოს ადამიანი, რომელსაც „მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის და პარტიის წინაშე“. გარდა ამისა, საპატიო თავმჯდომარეპარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველია.
გახარიას პარტია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების წინადადებით გამოდის>>
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის“ მისია.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
ყველა ახალი ამბავი
0