რამდენი ავტომობილი გაყიდა საქართველომ საზღვარგარეთ – ყველაზე პოპულარული მარკები

© photo: Sputnikავტომობილები თბილისის ქუჩებში
ავტომობილები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2024
გამოწერა
საქართველოდან ავტომობილების მთელი რეექსპორტის 98%–ზე მეტი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველომ 2023 წელს რეექსპორტზე გაიტანა 84.471 ავტომობილი, ნათქვამია შსს–ს მონაცემებში.
ამასთან, 2023 წლის ავტომობილების რეექსპორტი მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, შვიდჯერ გაიზარდა და 24.374 ავტომობილი შეადგინა. მესამე კვარტალში საქართველოს საზღვარგარეთ 3.497 ავტომობილი გაყიდა.
ავტომობილების მთელი რეექსპორტის 98%–ზე მეტი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. სულ 12 თვეში საქართველოს საზღვარგარეთ გაყიდა 82.967 მსუბუქი ავტომობილი.
ემუქრებათ თუ არა ქართველ ავტოდილერებს ევროკავშირის სანქციები - ვიცე-პრემიერის განმარტება>>
ასევე საქართველოდან 2023 წელს ექსპორტზე გაიტანეს 3 სპორტული ავტომობილი, 208 სპეციალიზებული ავტომობილი, 488 სატვირთო ავტომობილი, 119 ერთეული სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, 116 ავტობუსი და მიკროავტობუსი, 296 მისაბმელი და 274 მოტოციკლი.
საქართველოდან გასული ავტომობილებიდან ყველაზე პოპულარული მარკებია Toyota, KIA და Lexus
ყველა ახალი ამბავი
0