https://sputnik-georgia.com/20230703/emuqrebat-tu-ara-qartvel-avtodilerebs-sanqciebi-davitasvili-279207598.html
ემუქრებათ თუ არა ქართველ ავტოდილერებს ევროკავშირის სანქციები - ვიცე-პრემიერის განმარტება
ემუქრებათ თუ არა ქართველ ავტოდილერებს ევროკავშირის სანქციები - ვიცე-პრემიერის განმარტება
Sputnik საქართველო
როდესაც ეს დაზუსტდება, იმედი მაქვს, რომ ქართველი დილერებისთვის დადებითად გადაწყდება, განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 03.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-03T18:01+0400
2023-07-03T18:01+0400
2023-07-03T22:37+0400
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ლევან დავითაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22769/37/227693749_0:308:3071:2035_1920x0_80_0_0_aae7b487c93e93ded1f9037192e57617.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთში ავტომობილების რეექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე მთავრობის სხდომის შემდეგ. ევროკავშირმა 23 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ მე-11 პაკეტი დაამტკიცა. ნოვაციების სიაში შედის ზემოქმედების მექანიზმის დანერგვა მესამე ქვეყნებზე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სანქცირებული საქონლის რეექსპორტში; ასევე სხვადასხვა პროდუქციის რუსეთის გავლით ტრანზიტის აკრძალვა და ევროკავშირში სამამულო წარმოების სატვირთო მისაბმელების გამოყენება, ასევე სხვა ზომები პერსონალური შეზღუდვების ჩათვლით. ამ პაკეტში საქართველოს შესაძლო მოხვედრის საკითხი ქართულ ოპოზიციურ მედიაში გაჩნდა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ აუხსნა ევროპელ პარტნიორებს, როგორ მუშაობს ეს დარგი და რამდენად არის ის მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის. "ხშირ შემთხვევაში მთელი რიგი რგოლებია ჩართული ამ სფეროში. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო ოპერაციები, ხშირ შემთხვევაში ხდება შემოყვანა, აღდგენა და ა.შ. და აქედან გამომდინარე ხდება დამატებული ღირებულების შექმნა ჩვენს ეკონომიკაში. ეს გარემოებები ჩვენს პარტნიორებს ავუხსენით, მათ გაიგეს რამდენად აქტუალურია", – განაცხადა დავითაშვილმა. რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2023 წლის იანვარი–მაისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38,4%-ით გაიზარდა და 1,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 33,8%-ით გაიზარდა. მათ შორის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი აღნიშნულ პერიოდში თითქმის 5,5-ჯერ გაიზარდა და 41,4 მლნ დოლარს მიაღწია. დევიდ ო"სალივანი: ევროკავშირი არ ერევა საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში>>მანამდე ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის ზეპირი/წერილობითი მიმართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება. უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა. მოხვდება თუ არა საქართველო ევროკავშირის სანქციების ქვეშ - ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება>>2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, და 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა. პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ. მათი თქმით, ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს. საქართველო უარს არ ამბობს საერთაშორისო სანქციების დაცვაზე, თუმცა თავად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აწესებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22769/37/227693749_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_e34e37abea0defbba5798f73c8c4310b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ლევან დავითაშვილი, საქართველო
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ლევან დავითაშვილი, საქართველო
ემუქრებათ თუ არა ქართველ ავტოდილერებს ევროკავშირის სანქციები - ვიცე-პრემიერის განმარტება
18:01 03.07.2023 (განახლებულია: 22:37 03.07.2023) როდესაც ეს დაზუსტდება, იმედი მაქვს, რომ ქართველი დილერებისთვის დადებითად გადაწყდება, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთში ავტომობილების რეექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე მთავრობის სხდომის შემდეგ.
ევროკავშირმა 23 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ მე-11 პაკეტი დაამტკიცა. ნოვაციების სიაში შედის ზემოქმედების მექანიზმის დანერგვა მესამე ქვეყნებზე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სანქცირებული საქონლის რეექსპორტში; ასევე სხვადასხვა პროდუქციის რუსეთის გავლით ტრანზიტის აკრძალვა და ევროკავშირში სამამულო წარმოების სატვირთო მისაბმელების გამოყენება, ასევე სხვა ზომები პერსონალური შეზღუდვების ჩათვლით. ამ პაკეტში საქართველოს შესაძლო მოხვედრის საკითხი ქართულ ოპოზიციურ მედიაში გაჩნდა.
„ამჟამად ვართ მოლაპარაკებების პერიოდში, როდესაც მოხდება დაზუსტება, იმედი მაქვს, რომ საკითხი პოზიტიურად გადაწყდება ქართველი დილერებისთვის და ამ ინდუსტრიას ექნება საშუალება, რომ გააგრძელოს კვლავაც სავაჭრო ოპერაციები", – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ აუხსნა ევროპელ პარტნიორებს, როგორ მუშაობს ეს დარგი და რამდენად არის ის მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
"ხშირ შემთხვევაში მთელი რიგი რგოლებია ჩართული ამ სფეროში. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო ოპერაციები, ხშირ შემთხვევაში ხდება შემოყვანა, აღდგენა და ა.შ. და აქედან გამომდინარე ხდება დამატებული ღირებულების შექმნა ჩვენს ეკონომიკაში. ეს გარემოებები ჩვენს პარტნიორებს ავუხსენით, მათ გაიგეს რამდენად აქტუალურია", – განაცხადა დავითაშვილმა.
რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2023 წლის იანვარი–მაისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38,4%-ით გაიზარდა და 1,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 33,8%-ით გაიზარდა. მათ შორის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი აღნიშნულ პერიოდში თითქმის 5,5-ჯერ გაიზარდა და 41,4 მლნ დოლარს მიაღწია.
მანამდე ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის ზეპირი/წერილობითი მიმართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, და 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს. საქართველო უარს არ ამბობს საერთაშორისო სანქციების დაცვაზე, თუმცა თავად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აწესებს.