https://sputnik-georgia.com/20230609/------------278427635.html
მოხვდება თუ არა საქართველო ევროკავშირის სანქციების ქვეშ - ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება
მოხვდება თუ არა საქართველო ევროკავშირის სანქციების ქვეშ - ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება
Sputnik საქართველო
საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ საუბარი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ დაიწყო. 09.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-09T19:42+0400
2023-06-09T19:42+0400
2023-06-09T22:08+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/77/234097742_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_1adc17c2e1bc1ec269cedbd0aeb062bc.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველო არ მოხვდება ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნების სიაში, რადგან იგი იცავს ყველა საერთაშორისო სანქციას, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან.ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის განხილვა მიმდინარეობს. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის დემარშის შემდეგ ქართულ ოპოზიციურ მედიაში მუსირებს აზრი ამ პაკეტში საქართველოს შესაძლო მოხვედრის თაობაზე.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სანქციების შესრულების კუთხით მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ისა და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, აღნიშნა მან.მან ასევე დააანონსა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო'ბრაიენის ვიზიტი საქართველოში.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ხედავს რისკებს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, რადგანაც საქართველოს რუსეთთან საზღვარი აქვს, აღნიშნა კაკაურიძემ.„ამიტომაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად გადავერთეთ საბაჟო პროცედურებზე და განსაკუთრებით იმ პროდუქტების მიმართ, რომლებიც ექსპორტზე გადის რუსეთის მიმართულებით. ჩვენ ვახორციელებთ მაქსიმალურ კონტროლს, რათა არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა არც ქართული კომპანიების და არც ტრანზიტული კომპანიების მხრიდან. ყველა პროდუქტი, რომელიც სანქციებს ექვემდებარება, მოწმდება სპეციალური რეჟიმით“, – განაცხადა კაკაურიძემ.საქართველოს არ გაუცია ნებართვა და რუსეთის მიმართულებით არ გაუტარებია არცერთი ორმაგი დანიშნულების პროდუქტი, აღნიშნა მან.რუსეთთან გაზითაც ვაჭრობენ, ენერგორესურსებითაც, ალმასებითაც - ვოლსკი>>>მანამდე ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის ზეპირი/წერილობითი მიმართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, და 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.მათი თქმით, ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს. საქართველო უარს არ ამბობს საერთაშორისო სანქციების დაცვაზე, თუმცა თავად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აწესებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/77/234097742_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_ff46ea94588c0246a2a79ff773cffb20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები
მოხვდება თუ არა საქართველო ევროკავშირის სანქციების ქვეშ - ფინანსთა სამინისტროს მოსაზრება
19:42 09.06.2023 (განახლებულია: 22:08 09.06.2023) საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ საუბარი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ დაიწყო.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველო არ მოხვდება ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნების სიაში, რადგან იგი იცავს ყველა საერთაშორისო სანქციას, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან.
ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის განხილვა მიმდინარეობს. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის დემარშის შემდეგ ქართულ ოპოზიციურ მედიაში მუსირებს აზრი ამ პაკეტში საქართველოს შესაძლო მოხვედრის თაობაზე.
„საქართველო სრულად ასრულებს ათივე პაკეტით დაწესებულ სანქციებს და გამორიცხულია, რომ იგი იქ მოხვდეს, ვისი სურვილიც არ უნდა იყოს“, – განაცხადა კაკაურიძემ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სანქციების შესრულების კუთხით მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ისა და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, აღნიშნა მან.
„ჩვენ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში არ გვაქვს არცერთი ფაქტი, როცა საქართველო გამოყენებულია როგორც სანქციების თავის არიდების გზა. ეს ვერ მოხდება ვერც მომავალში", – განაცხადა კაკაურიძემ.
მან ასევე დააანონსა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო'ბრაიენის ვიზიტი საქართველოში.
„თანამშრომლობის ნაწილი იქნება ო’ბრაიენის ვიზიტიც საქართველოში და კიდევ უფრო გამყარდება თანამშრომლობა შესაბამის უწყებებთან და არა მხოლოდ იმ დეპარტამენტთან, რომელსაც ხელმძღვანელობს ო’ბრაიენი", – განაცხადა კაკაურიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ხედავს რისკებს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, რადგანაც საქართველოს რუსეთთან საზღვარი აქვს, აღნიშნა კაკაურიძემ.
„ამიტომაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად გადავერთეთ საბაჟო პროცედურებზე და განსაკუთრებით იმ პროდუქტების მიმართ, რომლებიც ექსპორტზე გადის რუსეთის მიმართულებით. ჩვენ ვახორციელებთ მაქსიმალურ კონტროლს, რათა არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა არც ქართული კომპანიების და არც ტრანზიტული კომპანიების მხრიდან. ყველა პროდუქტი, რომელიც სანქციებს ექვემდებარება, მოწმდება სპეციალური რეჟიმით“, – განაცხადა კაკაურიძემ.
საქართველოს არ გაუცია ნებართვა და რუსეთის მიმართულებით არ გაუტარებია არცერთი ორმაგი დანიშნულების პროდუქტი, აღნიშნა მან.
მანამდე ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის ზეპირი/წერილობითი მიმართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, და 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
პრემიერმა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს. საქართველო უარს არ ამბობს საერთაშორისო სანქციების დაცვაზე, თუმცა თავად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აწესებს.