https://sputnik-georgia.com/20230609/rusettan-gazitac-vawrobenenergoresursebitac-almasebitac-volski-278418303.html
რუსეთთან გაზითაც ვაჭრობენ, ენერგორესურსებითაც, ალმასებითაც - ვოლსკი
რუსეთთან გაზითაც ვაჭრობენ, ენერგორესურსებითაც, ალმასებითაც - ვოლსკი
Sputnik საქართველო
ზოგიერთი ოპოზიციონერი და დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. 09.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-09T15:54+0400
2023-06-09T15:54+0400
2023-06-09T20:15+0400
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/20/248852001_0:45:1280:766_1920x0_80_0_0_c2ec8bea1ebaf60ecc42858aad997559.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოუწოდებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ იმ დროს, როდესაც მხოლოდ უკრაინის გავლით გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ. უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს თემა შეიძლება გამოიყენონ საქართველოსთვის ევროკავშირში შესვლის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის დროს. მან ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება, უპასუხა, რომ ჭკვიან ხელისუფლებას გათვლა ნებისმიერი ვითარების გათვალისწინებით უნდა ჰქონდეს. დასავლეთმა იცის ამის შესახებ და იმის ნაცვლად, რომ ამ საკითხზე სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს, ისინი მაინც სანქციებზე ლაპარაკობენ, აღნიშნა ვოლსკიმ. ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის პასუხად მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს ფაქტობრივად ნიშნავს მოწოდებას ესკალაციისა და სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისკენ. კალაძე: საქართველო რუსეთს სანქციების დაწესებით ვერ აზარალებს>>საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.კობახიძე: რუსეთისთვის სანქციების დაწესება ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა>> „საქსტატის" ინფორმაციით, 2022 წელს საქართველომ რუსეთთან ივაჭრა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი, რაც რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 0,3%-ია. ევროკავშირის ბრუნვამ რუსეთთან კი, „ევროსტატის" მონაცემებით, თითქმის 260 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში მაქსიმუმი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/20/248852001_59:0:1198:854_1920x0_80_0_0_df7bf70ff70deff3cbfbc4b0e4b00317.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართულ–რუსული ურთიერთობები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
ქართულ–რუსული ურთიერთობები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
რუსეთთან გაზითაც ვაჭრობენ, ენერგორესურსებითაც, ალმასებითაც - ვოლსკი
15:54 09.06.2023 (განახლებულია: 20:15 09.06.2023) ზოგიერთი ოპოზიციონერი და დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოუწოდებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ იმ დროს, როდესაც მხოლოდ უკრაინის გავლით გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
„რატომ აკეთებენ ამ თემაზე აქცენტს? ხომ არ ფიქრობენ, რომ ჩვენ ამას ვერ შევასრულებთ, იმიტომ რომ დაიქცევა ქვეყანა რეალურად, თვითონაც კარგად იციან. გაზითაც ვაჭრობენ, ენერგორესურსებითაც, ალმასებითაც. უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში", – განაცხადა ვოლსკიმ.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს თემა შეიძლება გამოიყენონ საქართველოსთვის ევროკავშირში შესვლის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის დროს.
„აქედან გამომდინარე, ხომ არ არის ეს ისეთი თემა, რომ შენ მუდმივად ჰყავდე ამ უსამართლო შენიშვნების ქვეშ, რათა სამომავლოდ გადაწყვეტილება მიიღონ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც დღეს სჭირდება კონკრეტულ პოლიტიკურ კონიუნქტურას?" – განაცხადა ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE".
მან ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება, უპასუხა, რომ ჭკვიან ხელისუფლებას გათვლა ნებისმიერი ვითარების გათვალისწინებით უნდა ჰქონდეს.
„მთელი ოპოზიციური სპექტრი არის იმის მოლოდინში, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ, რათა მერე განვითარდეს რევოლუციური პროცესი", – განაცხადა ვოლსკიმ.
დასავლეთმა იცის ამის შესახებ და იმის ნაცვლად, რომ ამ საკითხზე სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს, ისინი მაინც სანქციებზე ლაპარაკობენ, აღნიშნა ვოლსკიმ.
ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის პასუხად მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს ფაქტობრივად ნიშნავს მოწოდებას ესკალაციისა და სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისკენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
„საქსტატის" ინფორმაციით, 2022 წელს საქართველომ რუსეთთან ივაჭრა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი, რაც რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 0,3%-ია. ევროკავშირის ბრუნვამ რუსეთთან კი, „ევროსტატის" მონაცემებით, თითქმის 260 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში მაქსიმუმი იყო.