https://sputnik-georgia.com/20230628/-----------279073312.html
დევიდ ო"სალივანი: ევროკავშირი არ ერევა საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში
დევიდ ო"სალივანი: ევროკავშირი არ ერევა საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში
Sputnik საქართველო
ევროკავშირი შესაძლოა იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აწესებს, მაგრამ ამას გაგებით ეკიდება, განაცხადა... 28.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-28T23:57+0400
2023-06-28T23:57+0400
2023-07-05T14:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279066410_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_9280e42d86a8ae21b00c843bc14215f3.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ევროკავშირს არ სურს ჩაერიოს საქართველო-რუსეთის ლეგიტიმურ სავაჭრო ურთიერთობებში, მთავარია რომ ისეთი საქონელი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვის, არ მოხვდეს რუსეთში საქართველოს ტერიტორიიდან, განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში დევიდ ო'სალივანმა პრესკონფერენციაზე თბილისში.ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო"სალივანიხელევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო"სალივანი და სანქციების საკითხებში აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები ჯიმ ო"ბრაიენი და კუმარ აიერი საქართველოში საერთაშორისო სანქციების დაცვის ადგილზე გასაცნობად ჩამოვიდნენ.მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოხვედრილი საქონელი მისი ტერიტორიის გავლით რუსეთში ვერ მოხვდეს.„საქართველო ახორციელებს ყველა საჭირო ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ იყოს გამოყენებული, როგორც სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა და ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გაგრძელებს ამ ძალისხმევას“, - განაცხადა ო’სალივანმა.მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება იმ 38 პროდუქტის შესაძლო ექსპორტის აღსაკვეთად, რომლებზეც სანქციები ვრცელდება, ასევე კონტროლდება საფინანსო სექტორი.„ჩვენ, გულწრფელად, შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ ზომებით, რომლებიც იქნა მიღებული“, - განაცხადა ო’სალივანმა თბილისში.ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. დეკემბერში საქართველო ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. 2022 წლის ივნისში ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და აღინიშნა, რომ საქართველო შეძლებს სტატუსის მიღებას, თუ 12 პირობას შეასრულებს.იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ აწესებს საკუთარ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, სპეცწარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ამას გაგებით ეკიდება.„უნდა ვთქვა, რომ საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები. შესაძლოა, ჩვენ ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ვისურვებდით მაღალი დონის თავსებადობას საგარეო პოლიტიკაშიც, თუმცა ჩვენ ასევე გვესმის ძალიან სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც იმყოფება საქართველო ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და რუსეთთან მრავალმხრივი მჭიდრო კონტაქტების კუთხით“, - განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.სანქციების საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა საქართველოში ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა >>უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.ქვეყნის ხელმძღვანელობა უსაფუძვლოს უწოდებს ოპოზიციის ნაწილის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, რადგან ამის მტკიცებულება არ არსებობს.სანქციების საკითხებში წარმომადგენლები 27 და 28 ივნისს შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელობას.ისინი ასევე შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებს და დიდი შვიდეულის პარტნიორებს.ირაკლი ღარიბაშვილი სანქციების საკითხებში დასავლეთის სპეცწარმომადგენლებს შეხვდა: თემები >>შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ამ კუთხით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის პრესრელიზში.ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარების.მინისტრმა უამბო სტუმრებს იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს როგორც ექსპორტის, ისე რეექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს პოზიტიური შეფასებისთვის, ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა უცხოურ დელეგაციას საქართველოს ფინანსურ სექტორში სანქციების აღსრულების მონიტორინგის შედეგები გააცნეს. აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი მონიტორინგს უკრაინაში კონფლიქტის პირველივე დღეებიდან ახორციელებს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279066410_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_8013a674bffd82adb79410a803bdf988.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
დევიდ ო"სალივანი: ევროკავშირი არ ერევა საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში
23:57 28.06.2023 (განახლებულია: 14:11 05.07.2023) ევროკავშირი შესაძლოა იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ აწესებს, მაგრამ ამას გაგებით ეკიდება, განაცხადა სპეცწარმომადგენელმა
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ევროკავშირს არ სურს ჩაერიოს საქართველო-რუსეთის ლეგიტიმურ სავაჭრო ურთიერთობებში, მთავარია რომ ისეთი საქონელი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვის, არ მოხვდეს რუსეთში საქართველოს ტერიტორიიდან, განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში დევიდ ო'სალივანმა პრესკონფერენციაზე თბილისში.
ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო"სალივანიხელ
ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო"სალივანი და სანქციების საკითხებში აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები ჯიმ ო"ბრაიენი და კუმარ აიერი საქართველოში საერთაშორისო სანქციების დაცვის ადგილზე გასაცნობად ჩამოვიდნენ.
„ჩვენ არ გვსურს ჩარევა საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგიტიმურ სავაჭრო ურთიერთობებში. ეს ქართული ბიზნესის და მთავრობის საკითხია. ჩვენი შეშფოთება მოიცავს სასანქციო პროდუქტებს და, კერძოდ, იმ პროდუქტებს, რომლებიც, შესაძლოა, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ო’სალივანმა.
მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოხვედრილი საქონელი მისი ტერიტორიის გავლით რუსეთში ვერ მოხვდეს.
„საქართველო ახორციელებს ყველა საჭირო ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ იყოს გამოყენებული, როგორც სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა და ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გაგრძელებს ამ ძალისხმევას“, - განაცხადა ო’სალივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება იმ 38 პროდუქტის შესაძლო ექსპორტის აღსაკვეთად, რომლებზეც სანქციები ვრცელდება, ასევე კონტროლდება საფინანსო სექტორი.
„ჩვენ, გულწრფელად, შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ ზომებით, რომლებიც იქნა მიღებული“, - განაცხადა ო’სალივანმა თბილისში.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. დეკემბერში საქართველო ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. 2022 წლის ივნისში ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და აღინიშნა, რომ საქართველო შეძლებს სტატუსის მიღებას, თუ 12 პირობას შეასრულებს.
„ჩვენ – ევროკავშირსა და საქართველოს, რომელიც, იმედია, ერთ დღეს გახდება ევროკავშირის წევრი, მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი გვაქვს“, – განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.
იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ აწესებს საკუთარ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, სპეცწარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ამას გაგებით ეკიდება.
„უნდა ვთქვა, რომ საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები. შესაძლოა, ჩვენ ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ვისურვებდით მაღალი დონის თავსებადობას საგარეო პოლიტიკაშიც, თუმცა ჩვენ ასევე გვესმის ძალიან სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც იმყოფება საქართველო ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და რუსეთთან მრავალმხრივი მჭიდრო კონტაქტების კუთხით“, - განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ქვეყნის ხელმძღვანელობა უსაფუძვლოს უწოდებს ოპოზიციის ნაწილის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, რადგან ამის მტკიცებულება არ არსებობს.
სანქციების საკითხებში წარმომადგენლები 27 და 28 ივნისს შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელობას.
ისინი ასევე შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებს და დიდი შვიდეულის პარტნიორებს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ამ კუთხით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის პრესრელიზში.
ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარების.
მინისტრმა უამბო სტუმრებს იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ახორციელებს როგორც ექსპორტის, ისე რეექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს პოზიტიური შეფასებისთვის, ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.
ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა უცხოურ დელეგაციას საქართველოს ფინანსურ სექტორში სანქციების აღსრულების მონიტორინგის შედეგები გააცნეს. აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი მონიტორინგს უკრაინაში კონფლიქტის პირველივე დღეებიდან ახორციელებს.