https://sputnik-georgia.com/20230627/--------279019815.html
ირაკლი ღარიბაშვილი სანქციების საკითხებში დასავლეთის სპეცწარმომადგენლებს შეხვდა: თემები
ირაკლი ღარიბაშვილი სანქციების საკითხებში დასავლეთის სპეცწარმომადგენლებს შეხვდა: თემები
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობას. 27.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-27T21:22+0400
2023-06-27T21:22+0400
2023-06-27T22:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
აშშ
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279017984_0:166:1600:1066_1920x0_80_0_0_5fc2e7fcc8e92c41149100b41e6db3cb.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმსჯელა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.პრემიერი შეხვდა ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ იერს.პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას იმის ფონზე, რომ ქართულმა მხარემ ბრიუსელში გამართული შეხვედრების დროს არაერთხელ გამოხატა სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.როგორ იცავს საქართველო სანქციებს: ვიცე-პრემიერის განმარტება >>ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობას და ამ მიმართულებით როგორც საქართველო–ევროკავშირის, ასევე აშშ–საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას.ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაზე პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე ქვეყნისადმი წაყენებული არცერთი ბრალდება სანქციების გვერდის ავლის შესახებ არ დადასტურებულა.წყარო - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
საქართველო
ევროკავშირი
აშშ
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279017984_166:222:1292:1066_1920x0_80_0_0_b9615e9ec9f1ea5ff2f3f8213e756846.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , აშშ , დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , აშშ , დიდი ბრიტანეთი
ირაკლი ღარიბაშვილი სანქციების საკითხებში დასავლეთის სპეცწარმომადგენლებს შეხვდა: თემები
21:22 27.06.2023 (განახლებულია: 22:55 27.06.2023) შეხვედრაზე ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობას.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმსჯელა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
პრემიერი შეხვდა ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ იერს.
პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას იმის ფონზე, რომ ქართულმა მხარემ ბრიუსელში გამართული შეხვედრების დროს არაერთხელ გამოხატა სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.
ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობას და ამ მიმართულებით როგორც საქართველო–ევროკავშირის, ასევე აშშ–საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას.
ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაზე პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე ქვეყნისადმი წაყენებული არცერთი ბრალდება სანქციების გვერდის ავლის შესახებ არ დადასტურებულა.