ვინ ლიდერობს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაში 2023 წელს

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2024
გამოწერა
რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი შემოსვლისას გადაკვეთეს 1,85 მილიონჯერ, ხოლო გასვლისას - 1,86 მილიონჯერ.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში 2023 წელს შემომსვლელთა მეოთხედზე მეტს შეადგენენ, ნათქვამია საქართველოს შსს-ს მასალებში.
უწყების მონაცემებით, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დაფიქსირდა უცხოელების საქართველოში 7.157.742 შემოსვლა.
ამასთან, ტრანზიტული შემოსვლა წელიწადში არის 1,3 მილიონი, ხოლო გასვლა 24 საათზე ნაკლები დროით - 1,6 მლნ.
უცხოეთის მოქალაქეების გასვლის რაოდენობა ამავე პერიოდში არის 7.150.709.
როგორ განვითარდება ტურიზმი საქართველოში 2024 წელს>>
2023 წელს საქართველოში შემოსვლითა და გასვლის რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ. რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი შემოსვლისას გადაკვეთეს 1,85 მილიონჯერ, ხოლო გასვლისას - 1,86 მილიონჯერ.
ქვეყნების ტოპ-5, რომელთა მოაქალაქეებმა 2023 წელს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს

ქვეყანა

შემოსვლა

გასვლა

რუსეთი

1.856.217

1.862.078

თურქეთი

1.577.439

1.558.556

სომხეთი

1.276.420

1.270.571

ევროკავშირის ქვეყნები

451.024

448.875

ისრაელი

251.579

251.323

სახმელეთო გზა საქართველოში
შემოსული უცხოელების რაოდენობის გარდა, საქართველოს შსს ასევე აფიქსირებს შემომსვლელ და გამსვლელ ავტომობილებს.
ყველაზე პოპულარული სახმელეთო საკონტროლო-გამშვები პუნქტია „ყაზბეგი". საქართველოს რუსეთთან საზღვრის გავლით ბოლო წელიწადს შემოვიდა 345,4 ათასი მსუბუქი ავტომობილი, 195,6 ათასი სატვირთო, 9,4 ათასი ავტობუსი, 1,8 ათასი მოტოციკლი და 105,4 ათასი ტრაილერი.
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები 2023 წელს>>
მეორე ადგილზეა საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი" საქართველო-თურქეთის საზღვარზე. ამ პუნქტის გავლით 2023 წელს შემოვიდა 208,6 ათასი მსუბუქი ავტომობილი, 221 ათასი სატვირთო, 12,4 ათასი ავტობუსი, 2,2 ათასი მოტოციკლი და 210,8 ათასი ტრაილერი.
მესამე ადგილზე საქართველო-სომხეთის საზღვარზე პუნქტი „სადახლო, რომლის გავლითაც საქართველოში შემოვიდა 388 ათასი მსუბუქი ავტომობილი, 93,1 ათასი სატვირთო, 9,6 ათასი ავტობუსი, 723 მოტოციკლი და 41,9 ათასი ტრაილერი.
ყველა ახალი ამბავი
0