როგორ განვითარდება ტურიზმი საქართველოში 2024 წელს

© photo: Sputnik / Stringerთბილისი. ძველი ქალაქი
თბილისი. ძველი ქალაქი - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2024
გამოწერა
ხელისუფლება თანხის დახარჯვას ახალი ტურისტული სივრცეების შექმნასა და ტურისტული ღონისძიებების დაფინანსებაზე გეგმავს
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. 2024 წელს საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის 236 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს.
ტურიზმი საქართველოსთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. 2023 წლის მხოლოდ სამ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. მოსალოდნელია, რომ 2023 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
2024 წელს გამოყოფილი თანხებიდან 191 მილიონი ახალი ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. კერძოდ, თანხა დაიხარჯება საქართველოს საკურორტო და ტურისტული რაიონების განახლებაზე. ესაა ბორჯომი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ბათუმი, მესტია, მცხეთა, ზუგდიდი და ყაზბეგი.
ხელისუფლება ასევე გეგმავს თანხის დახარჯვას ახალი ტურისტული სივრცეების შესაქმნელად და ტურისტული ღონისძიებების დაფინანსებაზე.
გარდა ამისა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, 2024 წელს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურზე ორი ახალი საბაგიროს მშენებლობის დასრულება იგეგმება.
© photo: Sputnik / Viktor Kaminskyგუდაური
Зимний курорт Гудаури  - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2024
გუდაური
2024 წელს საქართველოს ხელისუფლება აპირებს განავითაროს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სპორტული ტურიზმი, კულტურული ტურიზმი, ეკოტურიზმი და სხვა მიმართულებები.
ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა სამიზნე ქვეყნების დივერსიფიკაციაზე, რომელთა შორის ჩინეთიც მოიაზრება. 2023 წელს საქართველომ ტურისტული მიზნით შემოსული ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო.
პრიორიტეტად რჩება ტურისტულ ვიზიტებს შორის მეზობელი ქვეყნების ბაზრის წილის 70%-მდე შემცირება და ვიზიტორთა წილის გაზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და დსთ-ს არაწევრი ქვეყნებიდან 30%-მდე.
საქართველოში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ით გაიზარდა და 5,6 მილიონი შეადგინა.
საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს.
ყველა ახალი ამბავი
0