https://sputnik-georgia.com/20240117/opozicias-ar-awyobs-mwudro-urtiertobebi-saqartvelosa-da-cinets-soris-deputati-285710631.html
ოპოზიციას არ აწყობს მჭიდრო ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის - დეპუტატი
ოპოზიციას არ აწყობს მჭიდრო ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის - დეპუტატი
Sputnik საქართველო
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის საქართველოს პროდასავლური განვითარების გზას 17.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-17T20:50+0400
2024-01-17T20:50+0400
2024-01-17T23:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩინეთი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0e/275791784_0:166:3055:1884_1920x0_80_0_0_dfdb945ecb954b222553bdfa4fd0a6d0.jpg
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ოპოზიციას არ აწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო ურთიერთობების განვითარებით, რადგან ისინი ქვეყნის მომავალს ებრძვიან, ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგაციის ჩინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.მმართველი პარტიის დელეგაცია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით იმყოფება ჩინეთში, სადაც უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს. ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ და ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაახლოებას ძალიან სახიფათო უწოდა. ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ჩინეთი არ უნდა იყოს საქართველოს ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი, ხოლო ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა ემთხვეოდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას.საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთი დიდ როლს ასრულებს. შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.პრემიერ-მინისტრი დავოსში საქართველოს უმსხვილესი პორტის ხელმძღვანელობას შეხვდა >>მისი თქმით, ოპოზიციის მიერ ამ ვიზიტის მნიშვნელობის დაკნინება მათ უსუსურობას აჩვენებს.„მაშინ, როდესაც ჩინეთთან შეერთებული შტატები ცდილობს ურთიერთობების გამყარებას, მაშინ როდესაც შვეიცარიამ გააფორმა სავაჭრო ხელშეკრულება ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე, მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირი ცდილობს გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან, ამ დროს ოპოზიციის აზრით, საქართველო, თურმე, უნდა გაებუტოს ჩინეთს. ეს არის მათი პოლიტიკური უსუსურობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ხედავს, რომ ჩინეთი უკვე არის მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის ნაწილი დასაქართველო-ჩინეთის ურთიერთობებისაქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან.ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად.ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსი უცვლელია და ამასთან, ქვეყანას აქვს ის, რისი შეთავაზებაც შეუძლია დასავლეთისთვის. მაგალითად, ქვეყანა შუა დერეფნის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური გახდა უკრაინაში კონფლიქტისა და აზიიდან ევროპაში გადაზიდვების უწყვეტი ჯაჭვის ახალი გზების ძიების ფონზე.ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,5%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 57,1%-ით შემცირდა და 283,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 21,4%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0e/275791784_161:0:2892:2048_1920x0_80_0_0_e20c1745e5daa39dcaf15b79f9cb1236.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ჩინეთი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ოპოზიციას არ აწყობს მჭიდრო ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის - დეპუტატი
20:50 17.01.2024 (განახლებულია: 23:04 17.01.2024) ოპოზიციას მიაჩნია, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის საქართველოს პროდასავლური განვითარების გზას
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ოპოზიციას არ აწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო ურთიერთობების განვითარებით, რადგან ისინი ქვეყნის მომავალს ებრძვიან, ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგაციის ჩინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
მმართველი პარტიის დელეგაცია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით იმყოფება ჩინეთში, სადაც უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს. ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ და ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაახლოებას ძალიან სახიფათო უწოდა. ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ჩინეთი არ უნდა იყოს საქართველოს ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი, ხოლო ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა ემთხვეოდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას.
„საქართველოს არჩევანი ამ შემთხვევაში ბუნებრივად იქნება, მით უმეტეს შუა დერეფნის პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩინეთთან ახლო ურთიერთობების განვითარება. ეს კი, არ აწყობს ოპოზიციას, იმიტომ, რომ ისინი არა მხოლოდ წარსულსა და აწმყოს, მომავალსაც ებრძვიან“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთი დიდ როლს ასრულებს. შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
მისი თქმით, ოპოზიციის მიერ ამ ვიზიტის მნიშვნელობის დაკნინება მათ უსუსურობას აჩვენებს.
„მაშინ, როდესაც ჩინეთთან შეერთებული შტატები ცდილობს ურთიერთობების გამყარებას, მაშინ როდესაც შვეიცარიამ გააფორმა სავაჭრო ხელშეკრულება ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე, მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირი ცდილობს გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან, ამ დროს ოპოზიციის აზრით, საქართველო, თურმე, უნდა გაებუტოს ჩინეთს. ეს არის მათი პოლიტიკური უსუსურობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ხედავს, რომ ჩინეთი უკვე არის მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის ნაწილი და
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან.
ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად.
ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსი უცვლელია და ამასთან, ქვეყანას აქვს ის, რისი შეთავაზებაც შეუძლია დასავლეთისთვის. მაგალითად, ქვეყანა შუა დერეფნის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური გახდა უკრაინაში კონფლიქტისა და აზიიდან ევროპაში გადაზიდვების უწყვეტი ჯაჭვის ახალი გზების ძიების ფონზე.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,5%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 57,1%-ით შემცირდა და 283,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 21,4%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.