https://sputnik-georgia.com/20240117/garibashvili-davosshi-shexvedrebs-agrzelebs-285706638.html
პრემიერ-მინისტრი დავოსში საქართველოს უმსხვილესი პორტის ხელმძღვანელობას შეხვდა
პრემიერ-მინისტრი დავოსში საქართველოს უმსხვილესი პორტის ხელმძღვანელობას შეხვდა
Sputnik საქართველო
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო... 17.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-17T19:02+0400
2024-01-17T19:02+0400
2024-01-17T19:02+0400
საქართველო
საქართველოს პორტები
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/11/285705426_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e7037509d67de7ee61d0856d4a44e3cd.jpg
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. კომპანია APM Terminals-ის საქმიანობა, რომელიც მართავს ფოთის პორტს, ასევე პორტის ოპერატორის საქართველოს მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და Maersk-ის ხელმძღვანელმა რობერტ მაერსკ უგლამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს.როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში კომპანიის მუშაობის დინამიკასა და სამომავლოდ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტვირთბრუნვის გაზრდილ მაჩვენებელს და აღნიშნა, რომ 2023 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურში ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 65.7%-ით არის გაზრდილი.გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის", როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტის, მნიშვნელობაზე. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო დაინტერესებულია „შუა დერეფნის" სრულმასშტაბიანი ფუნქციონირებით და მხარს უჭერს საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას.საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთი დიდ როლს ასრულებს. შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.დანიური კომპანია Maersk-ის ბიზნესსაქმიანობა მოიცავს: გადაზიდვას, პორტის ექსპლუატაციას, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტსა და საწყობს. კომპანია დაფუძნებულია კოპენჰაგენში. ის ფლობს შვილობილ კომპანიებსა და ოფისებს 130 ქვეყანაში. მათ შორის ის საქართველოში შვილობილი კომპანიის - APM Terminals-ის მეშვეობით ოპერირებს. კომპანია Maersk-ში დასაქმებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი.სარჯველაძე: ჩინეთის ფაქტორის გარეშე შუა დერეფანი არარეალურია>>>Maersk-ის შემოსავალი 81,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2023 Forbes Global 2000-ში Møller-Maersk-ი დასახელდა 174-ე უმსხვილეს საჯარო კომპანიად მსოფლიოში. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია და უდიდესია ფლოტის სიმძლავრის მიხედვით.ფოთის პორტი დღესფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს. მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.2011 წლის აპრილში ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.2013 წლის მაისში გაიხსნა წელიწადში 500.000 ტონა სიმძლავრის მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომელიც ცენტრალური აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ხორბლის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტია. ამას მოჰყვა ახალი შიდა კონტეინერული ტერმინალი 2014 წელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/11/285705426_63:0:1144:811_1920x0_80_0_0_e6fa5fc2fbab6618233c3f33379a103f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პორტები, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პორტები, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი დავოსში საქართველოს უმსხვილესი პორტის ხელმძღვანელობას შეხვდა
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. კომპანია APM Terminals-ის საქმიანობა, რომელიც მართავს ფოთის პორტს, ასევე პორტის ოპერატორის საქართველოს მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და Maersk-ის ხელმძღვანელმა რობერტ მაერსკ უგლამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.
საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში კომპანიის მუშაობის დინამიკასა და სამომავლოდ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტვირთბრუნვის გაზრდილ მაჩვენებელს და აღნიშნა, რომ 2023 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურში ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 65.7%-ით არის გაზრდილი.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის", როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტის, მნიშვნელობაზე. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო დაინტერესებულია „შუა დერეფნის" სრულმასშტაბიანი ფუნქციონირებით და მხარს უჭერს საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას.
საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთი დიდ როლს ასრულებს. შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
დანიური კომპანია Maersk-ის ბიზნესსაქმიანობა მოიცავს: გადაზიდვას, პორტის ექსპლუატაციას, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტსა და საწყობს. კომპანია დაფუძნებულია კოპენჰაგენში. ის ფლობს შვილობილ კომპანიებსა და ოფისებს 130 ქვეყანაში. მათ შორის ის საქართველოში შვილობილი კომპანიის - APM Terminals-ის მეშვეობით ოპერირებს. კომპანია Maersk-ში დასაქმებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი.
Maersk-ის შემოსავალი 81,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2023 Forbes Global 2000-ში Møller-Maersk-ი დასახელდა 174-ე უმსხვილეს საჯარო კომპანიად მსოფლიოში. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია და უდიდესია ფლოტის სიმძლავრის მიხედვით.
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს. მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.
ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.
2011 წლის აპრილში ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.
2013 წლის მაისში გაიხსნა წელიწადში 500.000 ტონა სიმძლავრის მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომელიც ცენტრალური აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ხორბლის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტია. ამას მოჰყვა ახალი შიდა კონტეინერული ტერმინალი 2014 წელს.