https://sputnik-georgia.com/20240116/saqartvelos-premierma-ertiani-cinetis-princips-mtkice-mxardawera-gamoucxada-285676123.html
საქართველოს პრემიერმა ერთიანი ჩინეთის პრინციპს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა
საქართველოს პრემიერმა ერთიანი ჩინეთის პრინციპს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ელჩთან ჭოუ ციენთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა ქვეყნის მთავრობის... 16.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-16T14:56+0400
2024-01-16T14:56+0400
2024-01-22T14:58+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ჩინეთი
ტაივანი
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/10/285666879_130:317:1463:1067_1920x0_80_0_0_2da1048c0d2802e5a8c7e59ed7af1a64.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ელჩთან ჭოუ ციენთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები. ტაივანი 1949 წლიდან საკუთარი ადმინისტრაციით იმართება, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიციით, რომელსაც ქვეყნების უმრავლესობა ემხრობა, ის ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციად არის მიჩნეული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა კიდევ ერთხელ მისცეს უმაღლესი შეფასება გასულ წელს საქართველოს პრემიერისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრას ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს, და აღნიშნეს მისი მნიშვნელობა ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში. მათ ვიზიტის ფარგლებში მხარეების მიერ განსაზღვრული გეგმების რეალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს. ამჟამად ჩინეთში იმყოფება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დელეგაცია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სადაც იმართება უმაღლესი დონის შეხვედრები. „ქართული ოცნების" დეპუტატთა ვიზიტი ჩინეთში 15 იანვარს დაიწყო და 20 იანვარს დასრულდება. საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში. „ქართული ოცნების" ლიდერმა ჩინეთში ვიზიტის რეალური მიზანი გაამხილა>>ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს. საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან. ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსი უცვლელია და ამასთან, ქვეყანას აქვს ის, რისი შეთავაზებაც შეუძლია დასავლეთისთვის. მაგალითად, ქვეყანა შუა დერეფნის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური გახდა უკრაინაში კონფლიქტისა და აზიიდან ევროპაში გადაზიდვების უწყვეტი ჯაჭვის ახალი გზების ძიების ფონზე. მხარდაჭერის კიდევ ერთი ნაბიჯი - დეპუტატი „ქართული ოცნების" დელეგაციის ჩინეთში ვიზიტზე>>შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. არჩევნები ტაივანში ადმინისტრაციის მეთაურისა და პარლამენტის დეპუტატების არჩევნები ტაივანში შაბათს ჩატარდა. გაიმარჯვა ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიის ლიდერმა ლაი ცინდემ. არჩევნების ბოლო ცნობების გამოქვეყნებიდან მალევე ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს კანცელარია ტაივანის საკითხებში განცხადებით გამოვიდა, სადაც აღინიშნა, რომ ჩინეთი მტკიცედ შეეწინააღმდეგება ქმედებებს, რომლებიც ტაივანის დამოუკიდებლობის მიღწევისკენ იქნება მიმართული, ასევე გარე ძალების ჩარევას. ოფიციალური ურთიერთობები ჩინეთის ცენტრალურ მმართველობასა და მის პროვინციას შორის 1949 წელს შეწყდა, მას შემდეგ, რაც ჩინეთის კომპარტიასთან დამარცხებული გომინდანის ძალები ტაივანზე გადავიდნენ. მას შემდეგ ტაივანი თავისი ადმინისტრაციით იმართება.
ჩინეთი
ტაივანი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/10/285666879_151:103:1436:1067_1920x0_80_0_0_fe46b0ddc80ffaed332f0a87480ab3ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ჩინეთი, ტაივანი, ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ჩინეთი, ტაივანი, ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ელჩთან ჭოუ ციენთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა ქვეყნის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები.
„ელჩმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ტაივანში გამართული ე.წ. არჩევნების შესახებ, რაზეც პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა", - ნათქვამია განცხადებაში.
ტაივანი 1949 წლიდან საკუთარი ადმინისტრაციით იმართება, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიციით, რომელსაც ქვეყნების უმრავლესობა ემხრობა, ის ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციად არის მიჩნეული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა კიდევ ერთხელ მისცეს უმაღლესი შეფასება გასულ წელს საქართველოს პრემიერისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრას ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს, და აღნიშნეს მისი მნიშვნელობა ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში. მათ ვიზიტის ფარგლებში მხარეების მიერ განსაზღვრული გეგმების რეალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.
ამჟამად ჩინეთში იმყოფება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დელეგაცია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სადაც იმართება უმაღლესი დონის შეხვედრები. „ქართული ოცნების" დეპუტატთა ვიზიტი ჩინეთში 15 იანვარს დაიწყო და 20 იანვარს დასრულდება.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან.
ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად.
ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსი უცვლელია და ამასთან, ქვეყანას აქვს ის, რისი შეთავაზებაც შეუძლია დასავლეთისთვის. მაგალითად, ქვეყანა შუა დერეფნის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური გახდა უკრაინაში კონფლიქტისა და აზიიდან ევროპაში გადაზიდვების უწყვეტი ჯაჭვის ახალი გზების ძიების ფონზე.
შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში.
ადმინისტრაციის მეთაურისა და პარლამენტის დეპუტატების არჩევნები ტაივანში შაბათს ჩატარდა. გაიმარჯვა ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიის ლიდერმა ლაი ცინდემ.
არჩევნების ბოლო ცნობების გამოქვეყნებიდან მალევე ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს კანცელარია ტაივანის საკითხებში განცხადებით გამოვიდა, სადაც აღინიშნა, რომ ჩინეთი მტკიცედ შეეწინააღმდეგება ქმედებებს, რომლებიც ტაივანის დამოუკიდებლობის მიღწევისკენ იქნება მიმართული, ასევე გარე ძალების ჩარევას.
ოფიციალური ურთიერთობები ჩინეთის ცენტრალურ მმართველობასა და მის პროვინციას შორის 1949 წელს შეწყდა, მას შემდეგ, რაც ჩინეთის კომპარტიასთან დამარცხებული გომინდანის ძალები ტაივანზე გადავიდნენ. მას შემდეგ ტაივანი თავისი ადმინისტრაციით იმართება.