https://sputnik-georgia.com/20240115/irakli-chikovani-qartuli-delegaciis-chinetshi-vizitze-285646722.html
მხარდაჭერის კიდევ ერთი ნაბიჯი - დეპუტატი „ქართული ოცნების" დელეგაციის ჩინეთში ვიზიტზე
მხარდაჭერის კიდევ ერთი ნაბიჯი - დეპუტატი „ქართული ოცნების" დელეგაციის ჩინეთში ვიზიტზე
Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. 15.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-15T16:39+0400
2024-01-15T16:39+0400
2024-01-15T16:39+0400
საქართველო
ჩინეთი
საქართველოს მთავრობა
ქართული ოცნება
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24806/47/248064791_0:44:1011:613_1920x0_80_0_0_de08ceb429d6b800ab7b2b12e7edac0c.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დიდ როლს თამაშობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება უკვე გაკეთდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრები. ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, უკვე გაიმართა შეხვედრა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილე სუნ ხაიანთან.პოლიტიკოსის თქმით, მეორე მხრივ, საქართველო ძალიან დიდ როლს ანიჭებს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას და ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს უზარმაზარი როლი აქვს. შუა დერეფანის მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით. „ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. დარწმუნებული ვართ, რომ ვიზიტი წარმატებით ჩაივლის და ეს იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი ნაბიჯი“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ასევე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტ ჭანგ ლაიმინგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სიაო ძიეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან.ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24806/47/248064791_76:0:936:645_1920x0_80_0_0_fb30246208e3569d95636c27dfa2d54e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს მთავრობა , ქართული ოცნება , პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, საქართველოს მთავრობა , ქართული ოცნება , პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
მხარდაჭერის კიდევ ერთი ნაბიჯი - დეპუტატი „ქართული ოცნების" დელეგაციის ჩინეთში ვიზიტზე
საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დიდ როლს თამაშობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადება უკვე გაკეთდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრები. ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, უკვე გაიმართა შეხვედრა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილე სუნ ხაიანთან.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ამ ვიზიტს ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არის უკვე გაკეთებული განცხადება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტი ამის ხელშემწყობი ღონისძიება გახლავთ", - განაცხადა ჩიქოვანმა.
პოლიტიკოსის თქმით, მეორე მხრივ, საქართველო ძალიან დიდ როლს ანიჭებს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას და ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს უზარმაზარი როლი აქვს. შუა დერეფანის მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
„ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. დარწმუნებული ვართ, რომ ვიზიტი წარმატებით ჩაივლის და ეს იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი ნაბიჯი“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ასევე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტ ჭანგ ლაიმინგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სიაო ძიეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან.
ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად.