საქართველოს მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა

© photo: Sputnik / Stringerჩინეთის და საქართველოს დროშები
ჩინეთის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2024
გამოწერა
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 20 იანვრამდე გაგრძელდება.
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. „ქართული ოცნების“ დელეგაცია მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა, იუწყება პარტიის პრესსამსახური.
დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. შეხვედრები გაიმართება ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილესთან, სუნ ხაიანთან.
ქართული მხარე ასევე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს.
რეგიონში მხოლოდ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან და ევროკავშირთან – პრემიერი >>
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე.
ყველა ახალი ამბავი
0