დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 იანვარი

კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 14 იანვარია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დღევანდელი ჰოროსკოპი უკან გახედვას არ გვირჩევს – წასული შეიძლება სერიოზული დემოტივატორი გახდეს. წინ, მომავლისკენ ყურება და ნათელი მომავლისთვის ყველაფრის გაკეთება აჯობებს. თუ ცუდ გუნებაზე იქნებით, ამას შრომით შეეწინააღმდეგეთ. ეს ასევე დაგეხმარებათ პირად ცხოვრებაში პრობლემებთან გასამკლავებლად.
კარგი დღეა ახლობლებთან უსიამოვნო თემებზე დასალაპარაკებლად – დღეს გადაწყვეტილების მიღება ადვილი იქნება.
ვერძი: დაამთავრეთ ძველი საქმეები, დროა, ახალ და საინტერესო ამოცანებს მიხედოთ. მაგრამ არ იჩქაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი ისეთი არ დადგება, როგორიც გინდათ. თუ მუშაობა გიწევთ, კოლეგებთან და უფროსებთან ლაპარაკი არაფორმალურად აჯობებს – ასე უფრო კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. ასტროლოგები გირჩევენ, დოკუმენტები მოაწესრიგოთ ზედმეტი რაც დაგიგროვდათ,, გადაყაროთ.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
შევარჩიოთ ჩანთა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: პროფესიონალების რჩევები
კურო: დღეს ყველაფერში შეიძლება გაგიმართლოთ – იღბალი თქვენ გვერდით იქნება. ასე რომ, შეგიძლიათ საქმიანი მოლაპარაკებების გამართვა, გეგმებზე მსჯელობა – თანამოაზრეებს ადვილად იპოვით. ასტროლოგები გირჩევენ, სადმე სასიამოვნო ადგილას წახვიდეთ, სადაც სხვა ადამიანებისგან ენერგიით დაიმუხტებით. თამამად ისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე.
ტყუპი: თამამად შეგიძლიათ გარისკოთ. ეს კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, პროცესში რაღაც შეიძლება დაკარგოთ, მაგრამ ამას აუცილებლად აანაზღაურებთ. ასტროლოგები გირჩევენ, მიზანი მუდამ გახსოვდეთ, სწორედ ეს განაპირობებს თქვენს მოძრაობას, წინსვლას. აისრულეთ თქვენი პატარ–პატარა სურვილები – ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.
კირჩხიბი: დღეს მეორე ვიოლინოს როლის მორგება მოგიწევთ, მაგრამ არ ინერვიულოთ – სწორედ ეს დაგიცავთ უსიამოვნებებისგან. უკვე ხვალ შეძლებთ საკუთარი თავის წარმოჩენას მთელი სისავსით, ასე რომ, ვარსკვლავურ საათამდე სულ ცოტა დარჩა. ასტროლოგები გირჩევენ, კრიტიკას ყურადღება არ მიაქციოთ – ბევრი იქნება ისეთი, რომელსაც თქვენი თავდაჯერებულობის დათრგუნვა მოუნდება. არ მოუსმინოთ მათ.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2018
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება
ლომი: დღეს შეძლებთ ნებისმიერ უსიამოვნებასთან გამკლავებას და პრობლემებში დადებითი მომენტების დანახვასაც – როგორც იცით, მედალს ორი მხარე აქვს. ახლობლები მხარს დაგიჭერენ და ეს წინსვლაში დაგეხმარებათ. ასტროლოგები გირჩევენ, მოუსმინოთ უცნობ ადამიანებს – მათ შეიძლება თქვენი საუკეთესო მხარე დაინახონ და სამუშაოსთან დაკავშირებული კარგი რჩევა მოგცენ.
ქალწული: შეძლებთ იმის დაწყებას, რაც დიდი ხნის წინ დაგეგმეთ – ყველაფერი გამოგივათ, გწამდეთ საკუთარი თავის. დიდი გამარჯვება შორს არ არის, მაგრამ მას რომ მიუახლოვდეთ, აქტიური უნდა იყოთ ყველაფერში. ასტროლოგები გირჩევენ – იკეკლუცეთ ყველასთან გარშემო, გაქვთ შანსი, რომ ის „ერთადერთი“ იდეალური ადამიანი იპოვოთ. რთულ მომენტებში წარსულის გაკვეთილები გაიხსენეთ – ეს დაგეხმარებათ.
სასწორი: დღეს მხოლოდ თქვენს გეგმებს დაუჯერებთ და მხოლოდ მათ მიჰყვებით. მაგრამ ეს ტაქტიკა მაინცდამაინც ხელსაყრელი არ იქნება. უკეთესი იქნება, თუ ცვლილებებს მიიზიდავთ და სიახლეებს ღიად შეხვდებით. ჯერ ერთი, ეს უფრო გაგამხიარულებთ და მეორეც, გზაზე იღბალთან შეხვედრის შანსს გაძლევთ. ასტროლოგები დღეს რამე ახალი საქმის დაწყებას გირჩევენ – ყველაფერი კარგად წავა პირველივე წუთებიდან, რაც თვითშეფასებას აგიმაღლებთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
ზოდიაქო: დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი
მორიელი: მშვიდი დღე გელოდებათ. ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა. მაგრამ მაინც, თქვენი ხასიათის გაფუჭება ახლობლებს შეუძლიათ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. დაელაპარაკეთ მათ და გამოარკვიეთ ყველაფერი. ასტროლოგები საღამოს მოდუნებას და დასვენებას გირჩევენ. ეწვიეთ რამე სასიამოვნო ადგილს. ახლა გადატვირთვაა თქვენთვის აუცილებელი.
მშვილდოსანი: დღეს სამყარო გამოცდას მოგიწყობთ და ამ გამოცდის ჩასაბარებლად სიმამაცისა და სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ. საკუთარი ღირებულებების გადაფასება ცუდი არ იქნება – არ არის გამორიცხული, რომ ბევრი რამის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეიცვალა. იქნებ, ღირს ახალი მიზნების დასახვა – იფიქრეთ ამაზე. ასტროლოგები გირჩევენ, ახლობლებზე იზრუნოთ – მათ თქვენი სიყვარული უნდა იგრძნონ.
თხის რქა: საქმეებთან მიმართებით სიფრთხილე გმართებთ, ბევრი ამოცანის უკან შეიძლება ისეთი რამ იმალებოდეს, რაც გააფუჭებს არა მხოლოდ თქვენს გეგმებს, არამედ მთლიანად დღეს. ასტროლოგები კოლეგებთან და უფროსთან მეტ ურთიერთობებს გირჩევენ – თქვენი მჭევრმეტყველება არაერთი შეცდომის გამოსწორებაში დაგეხმარებათ და შესაძლოა, კარიერულ კიბეზეც წაიწიოთ.
მწვანე დრაკონი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2023
2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: რას გვიმზადებს ხის მწვანე დრაკონი
მერწყული: დღეს თქვენთვის ფულის ხარჯვა არარეკომენდებულია, რადგან მალე შეიძლება თანხა დაგჭირდეთ და არ ღირს დღეს უსარგებლო ნივთებში ფულის გადაყრა მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი სურვილები დაიცხროთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იფრთხილეთ, არ გაწყენთ პრევენციული ზომების გატარება, კონსულტაცია ექიმთან. ასევე ასტროლოგების რჩევაა, საკუთარ ფასეულობებს გადახედოთ და ზოგიერთი მიზანი შეცვალოთ.
თევზები: ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება განერვიულდეთ, ჯანმრთელობაა, ამიტომ რაღაც პრობლემის გამწვავებას ნუ დაელოდებით, ახლავე მიხედეთ თავს. თუ ცუდ განწყობაზე ხართ, ამას სახლის საქმეები „უმკურნალებს“. ასტროლოგების რჩევაა, თანამოაზრეები ეძებოთ – ისინი რთულ ვითარებებში დაგეხმარებიან.
ყველა ახალი ამბავი
0