კომიკურობამდეა მისული – პაპუაშვილი გახარიას სურვილზე, ივანიშვილთან დებატები გამართოს

© courtesy of Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
გამოწერა
მმართველი პარტიის დამფუძნებლის პოლიტიკაში დაბრუნებამ ოპოზიციაში ისტერია გამოიწვია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის გიორგი გახარიას ქმედებები, რომელმაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებზე მიიწვია, კომიკურობამდე არის მისული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
გახარიამ ივანიშვილი დებატებში მას შემდეგ გამოიწვია, რაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა პოლიტიკაში დაბრუნების პირველივე დღეს, 2023 წლის 30 დეკემბერს მას კიდევ ერთხელ ღალატში დასდო ბრალი. როგორც პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, გახარია მზადაა, ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს ივანიშვილს.
„რაც შეეხება გიორგი გახარიას და მის პარტიას, ვფიქრობ, მათი აქტივობები უკვე კომიკურობამდე არის მისული განცხადებებში, ქცევებში, სტილში, ტონალობაში, აბსოლუტურად დამსგავსებული არიან კომიკური ჟანრის მხატვრული თუ მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟებს. უბრალოდ, თავად საყურებლადაც კი აღარ არის საინტერესო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგში ისტერია გამოიწვია.
„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა, აბსოლუტურ ისტერიას ვხედავთ – „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგი რამდენად აქტიურად არის ჩართული, იქნება ეს თავად „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მისი ფლანგები „ლელოს“, გახარიას პარტიის სახით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ გახარიამ სინდისი დაკარგა და რენეგატის გზას შეუდგა, და ასეთი პერსონაჟები საბოლოოდ კომიკურები ხდებიან.
გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან" აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა. გახარია თავის „ქართულ ოცნებასთან" ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე ვერ შეთანხმდა. გახარიას მიაჩნდა, რომ მელიას დაკავება მიზანშეწონილი არ იქნებოდა.
„ქართული ოცნების" ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
გახარია სულ სხვა ლიგაში თამაშობს - კალაძე ივანიშვილთან დებატების გამართვის წინადადებაზე>>
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა" დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის" პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო" და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის" მისია.
© Sputnikივანიშვილის დაბრუნება
ივანიშვილის დაბრუნება - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2024
ივანიშვილის დაბრუნება
2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგის შესახებ უფრო ადრე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა. მისი თქმით, რეიტინგი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ 14 დეკემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამას წინ უძღოდა ხელისუფლების ოპონენტების უწყვეტი განცხადებები იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას" მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
ყველა ახალი ამბავი
0