https://sputnik-georgia.com/20240111/gaxaria-sul-sxva-ligasi-tamasobs-kalaze-ivanisviltan-debatebis-gamartvis-winadadebaze-285588612.html
გახარია სულ სხვა ლიგაში თამაშობს - კალაძე ივანიშვილთან დებატების გამართვის წინადადებაზე
გახარია სულ სხვა ლიგაში თამაშობს - კალაძე ივანიშვილთან დებატების გამართვის წინადადებაზე
Sputnik საქართველო
პოლიტიკაში სამი წლის შემდეგ დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას ღალატი დააბრალა, ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, რომ გამოწვევა მიღებულია. 11.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-11T20:20+0400
2024-01-11T20:20+0400
2024-01-11T20:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283850164_0:277:2048:1429_1920x0_80_0_0_3c12fba1fc36ced2a3cd0e7edf1e22dc.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია თამაშობს აბსოლუტურად სხვა ლიგაში, ვიდრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.გახარიამ ივანიშვილი დებატებში მას შემდეგ გამოიწვია,რაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა პოლიტიკაში დაბრუნების პირველივე დღეს, 2023 წლის 30 დეკემბერს მორიგჯერ მას ღალათი დააბრალა. როგორც პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, გახარია მზადაა, ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს ივანიშვილს.გარდა ამისა, ჟურნალისტის კითხვაზე, უღალატა თუ არა გუნდს გახარიამ, თბილისის მერმა დადებითი პასუხი გასცა.„რა თქმა უნდა, ღალატია, როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, ის გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოებამ ეს ყველაფერი შეაფასა და არჩევნებზე ყველას შესაბამისი პასუხი გასცა, ასე იქნება მომავალშიც, საქართველოში მოღალატეები არ უყვართ", - განაცხადა კალაძემ.გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან" აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა. გახარია თავის „ქართულ ოცნებასთან" ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე ვერ შეთანხმდა. გახარიას მიაჩნდა, რომ მელიას დაკავება მიზანშეწონილი არ იქნებოდა.ნებისმიერ ფორმატში: გახარია ივანიშვილს დებატებში იწვევს >>„ქართული ოცნების" ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა" დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის" პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო" და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის" მისია.2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგის შესახებ უფრო ადრე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა. მისი თქმით, რეიტინგი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ 14 დეკემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამას წინ უძღოდა ხელისუფლების ოპონენტების უწყვეტი განცხადებები იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს.ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას" მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283850164_106:291:1927:1657_1920x0_80_0_0_53e7f326fd7e117ea398108ada49c505.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ბიძინა ივანიშვილი , ქართული ოპოზიცია
გახარია სულ სხვა ლიგაში თამაშობს - კალაძე ივანიშვილთან დებატების გამართვის წინადადებაზე
პოლიტიკაში სამი წლის შემდეგ დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას ღალატი დააბრალა, ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, რომ გამოწვევა მიღებულია.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია თამაშობს აბსოლუტურად სხვა ლიგაში, ვიდრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
გახარიამ ივანიშვილი დებატებში მას შემდეგ გამოიწვია,რაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა პოლიტიკაში დაბრუნების პირველივე დღეს, 2023 წლის 30 დეკემბერს მორიგჯერ მას ღალათი დააბრალა. როგორც პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, გახარია მზადაა, ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს ივანიშვილს.
„აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს გიორგი გახარია. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო“, - განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, ჟურნალისტის კითხვაზე, უღალატა თუ არა გუნდს გახარიამ, თბილისის მერმა დადებითი პასუხი გასცა.
„რა თქმა უნდა, ღალატია, როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, ის გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოებამ ეს ყველაფერი შეაფასა და არჩევნებზე ყველას შესაბამისი პასუხი გასცა, ასე იქნება მომავალშიც, საქართველოში მოღალატეები არ უყვართ", - განაცხადა კალაძემ.
გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან" აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა. გახარია თავის „ქართულ ოცნებასთან" ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე ვერ შეთანხმდა. გახარიას მიაჩნდა, რომ მელიას დაკავება მიზანშეწონილი არ იქნებოდა.
„ქართული ოცნების" ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა" დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის" პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო" და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის" მისია.
2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგის შესახებ უფრო ადრე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა. მისი თქმით, რეიტინგი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ 14 დეკემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამას წინ უძღოდა ხელისუფლების ოპონენტების უწყვეტი განცხადებები იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას" მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.