https://sputnik-georgia.com/20240108/azarasvili-saqartvelosi-cveulebrivi-sezonuri-gripi-trialebs-285507712.html
ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს
ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს
Sputnik საქართველო
ვირუსებთან ბრძოლის ძირითადი ხერხი კვლავ პირბადე და ვაქცინაციაა. 08.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-08T18:29+0400
2024-01-08T18:29+0400
2024-01-08T18:29+0400
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ზურაბ აზარაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/16/268762537_0:126:1280:847_1920x0_80_0_0_afee496deb2c7b240a4e2a80b363ae29.jpg
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს.მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია.ამავე დროს, სპეციალისტები ამბობენ, რომ შესამჩნევად გაიზარდა კლინიკებში მიმართვიანობა და სწავლის დაწყების შემდეგ – 15 იანვრიდან გრიპის ვირუსის შემთხვევები გაიზრდება.როგორც ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა, გადატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი, განსაკუთრებით ბავშვებში, და პიკი სადღაც იანვრის ბოლოს იქნება. ამ დროისთვის ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებულია А ტიპის ვირუსი (H1N1, ე.წ. ღორის გრიპი). ჩხაიძის თქმით, ყოველდღე კლინიკას დაახლოებით 40 პაციენტი მიმართავს.სპეციალისტები საქართველოში რესპირატორული დაავადებების მატებას ვარაუდობენ>>არის ასევე ადენოვირუსული ინფექციების შემთხვევები და ხშირია ბინაზე განვითარებული პნევმონიაც, რომელიც არის გრიპის ერთ-ერთი გართულება. საქართველოში ძირითადად გვხვდება H1N1 და H1N3 ვირუსები, რომლებსაც ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, სისუსტე.ვირუსებთან ბრძოლის ძირითადი ხერხი კვლავ პირბადე და ვაქცინაციაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/16/268762537_206:98:1211:851_1920x0_80_0_0_54dbd185d696669064648061901eb577.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ზურაბ აზარაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ზურაბ აზარაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს
ვირუსებთან ბრძოლის ძირითადი ხერხი კვლავ პირბადე და ვაქცინაციაა.
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს.
„არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არაა. ძირითადად, ეს ვირუსი შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში, თუმცა არაფერ განსაკუთრებულს და ისეთს, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია.
„გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმეკომპონენტიანი ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიის მეშვეობით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ამავე დროს, სპეციალისტები ამბობენ, რომ შესამჩნევად გაიზარდა კლინიკებში მიმართვიანობა და სწავლის დაწყების შემდეგ – 15 იანვრიდან გრიპის ვირუსის შემთხვევები გაიზრდება.
როგორც ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა, გადატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი, განსაკუთრებით ბავშვებში, და პიკი სადღაც იანვრის ბოლოს იქნება.
ამ დროისთვის ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებულია А ტიპის ვირუსი (H1N1, ე.წ. ღორის გრიპი). ჩხაიძის თქმით, ყოველდღე კლინიკას დაახლოებით 40 პაციენტი მიმართავს.
არის ასევე ადენოვირუსული ინფექციების შემთხვევები და ხშირია ბინაზე განვითარებული პნევმონიაც, რომელიც არის გრიპის ერთ-ერთი გართულება.
საქართველოში ძირითადად გვხვდება H1N1 და H1N3 ვირუსები, რომლებსაც ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, სისუსტე.
ვირუსებთან ბრძოლის ძირითადი ხერხი კვლავ პირბადე და ვაქცინაციაა.