https://sputnik-georgia.com/20240107/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-7-ianvari-285456058.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 იანვარი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 იანვარი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 07.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-07T00:15+0400
2024-01-07T00:15+0400
2024-01-07T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/80/238548051_0:50:2048:1202_1920x0_80_0_0_bdc7dbbcfe2853f9d6aa304a7edf777a.jpg
დღეს 2024 წლის 7 იანვარია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.კარგი დღეა შეხვედრებისთვის და საზეიმო წვეულებისთვის ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად. შეიძლება წარსულის გახსენება, რომელიც სასიამოვნო და ნაღვლიან განწყობას შექმნის, თუმცა განწყობას არ გააფუჭებს. განსაკუთრებულად რთულ ვითარებაში ინტუიციით იხელმძღვანელეთ, მოუსმინეთ თქვენს შეგრძნებებს.ვერძი: კარგი იქნება, თუ ენას კბილს დააჭერთ, რათა საკუთარი ან სხვისი საიდუმლო არ გათქვათ არასანდო ადამიანებთან. სამყარომ გზაზე ხაფანგები მოგიწყოთ, ამიტომ იმოძრავეთ ნელა და ფრთხილად. შინაგანი ხმა სწორი ვარიანტებისა და სწორი სიტყვების შერჩევაში დაგეხმარებათ. ასტროლოგები გირჩევენ, საყვარელ ადამიანებს მოერიდოთ, რადგან არის მათთან კონფლიქტის რისკი.კურო: სურვილებთან ფრთხილად იყავით – ისინი შეიძლება ასრულდეს, მაგრამ ისე არა, როგორც თქვენ გინდათ. ასე რომ, არ ღირს ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე აჩქარება – პირიქით, სვლა შეანელეთ. გარემოებები თქვენს გეგმებს შეეწინააღმდეგება, ამიტომ სიტუაციებზე მორგება მოგიწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, ახალი საქმე არ წამოიწყოთ, რადგან ის პირველივე წუთებში „დამუხრუჭდება“.ტყუპი: სასურველია, ყველაფერ ახალს მოერიდოთ. ეს არაფერ კარგს არ მოიტანს. ჯობია იმ საქმეებს მიჰყვეთ, რომლებიც კარგად იცით და მათ გაკეთებას თვალდახუჭული შეძლებთ. წარსულის აჩრდილებს ნუ გამოეკიდებით – იცხოვრეთ აწმყოთი. ექსპერტების რჩევაა, საქმეებს წარამარა არ მოწყდეთ, რომ სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ – მათი გამოსწორება შემდეგ ან შეუძლებელი, ან ძალიან რთული იქნება.კირჩხიბი: სურვილებთან მიმართებით იფრთხილეთ, რათა სრულიად საწინააღმდეგო შედეგები არ მიიღოთ – ჯობია, მათზე ერთი დღით საერთოდ უარი თქვათ. გელოდებათ თავგადასავლების ორომტრიალი, რომლებიც მოგიტანთ როგორც დადებით, ისე უარყოფით ემოციებს. ასტროლოგები გირჩევენ, არ ენდოთ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ – არაა გამორიცხული, რომ მათ თქვენი გამოყენება სცადონ.ლომი: თავი შორს დაიჭირეთ რთული საქმეებისგან – ვერ შეძლებთ მათ დასრულებას ისე, როგორც გეგმავდით. მოსალოდნელია საბედისწერო შეცდომის დაშვება, ასე რომ, წინ ძალიან ფრთხილად იარეთ და მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგეპაროთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ ენდოთ უცნობ ადამიანებს – მათ შეიძლება ფულთან დაკავშირებულ საკითხებში მოგატყუონ. მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს.ქალწული: დღეს იღბალი გიმტყუნებთ, რაც აისახება თქვენს როგორც პირად ცხოვრებაზე, ისე კარიერაზე. ეცადეთ, ცოტა ილაპარაკოთ და მეტი მოისმინოთ – ასე ურთიერთობები მხოლოდ გამყარდება. ცდუნებებს არ აჰყვეთ, რომ საქმეები არ გააფუჭოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ფანტაზიებზე უარი არ თქვათ, სამუშაოსთან დაკავშირებითაც კი – ყველას აჩვენებთ, რა შეგიძლიათ.სასწორი: პრობლემებზე ელვისებური რეაქცია უნდა გქონდეთ, მაგრამ სიფრთხილე არ დაკარგოთ, რადგან მცირე შეცდომა, შესაძლოა, სერიოზულ ხარვეზად აღიქვათ და თავი ნერვულ შეტევამდე მიიყვანოთ. დარწმუნებული იყავით, რომ ხვალ ბევრი პრობლემა ასე მასშტაბურად აღარ მოგეჩვენებათ. ასტროლოგები გირჩევენ, გახსოვდეთ თქვენი საქმეები და ამავე დროს, არ დაივიწყოთ თქვენ გვერდით მყოფების დახმარება.მორიელი: შეგიძლიათ, ღრმად ამოისუნთქოთ და მოდუნდეთ. კარგად გამოიძინეთ, შეხვდით მეგობრებს, გაისეირნეთ მაღაზიებში – ეს გაგახალისებთ. თუ ამ უქმე დღეს მუშაობა გიწევთ, ხშირ–ხშირად შეისვენეთ და თავს უამრავი საქმით ნუ დაიტვირთავთ. ასტროლოგები გირჩევენ, პრობლემებს სხვა კუთხით შეხედოთ და ალტერნატიული ვარიანტები მოძებნოთ.მშვილდოსანი: აქციეთ ოცნებები რეალობად, მოძებნეთ შესაძლებლობები და ჩართეთ ამაში ახლობლები, მაგრამ თქვენი მოსაზრებები დაიცავით. ყველაფერი გამოგივათ. მუშაობისთვის არახელსაყრელი დღეა, მაგრამ დასვენებისთვის – საუკეთესო. შეგიძლიათ სახლის საქმეებს მიხედოთ, იყიდოთ რამე ინტერიერისთვის ან კოსმეტიკური მინი–რემონტი გააკეთოთ – თქვენი ბუდე უფრო მყუდრო გახდება.თხის რქა: დიდ ზიანს მოგაყენებთ სკანდალების მოწყობა და „რევოლუციური“ სცენარების მოფიქრება. ჯობია, არ გამოთქვათ პროტესტი ცვლილებებისა და ახალი წესების წინააღმდეგ, რომლებსაც ცხოვრება გიმზადებთ. მოერგეთ გარემოებებს, ასე უფრო მოიგებთ. ასევე არ ღირს სერიოზული ნერვიულობა – ასე ჯანმრთელობას დაიზიანებთ. არაა გამორიცხული, უქმე დღე სამუშაოდ დღედ გადაიქცეს, მაგრამ ეს თქვენს კარიერას წაადგება.მერწყული: ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ იმ საქმეებზე, რომელთა გადადება არ შეიძლება. აჯობებს, თუ დღეს დეტალებს არ მიაქცევთ ყურადღებას – ეს დროს ფუჭად დაგაკარგვინებთ. დახმარება ახლობლებს სთხოვეთ – ისინი დღის განტვირთვაში დაგეხმარებიან. ასტროლოგები გირჩევენ, საღამო ფიზიკურ აქტიურობას დაუთმოთ – თავს უკეთ იგრძნობთ.თევზები: მარტივი დღე არ გელოდებათ: საუბრები განწყობას გაგიფუჭებთ – შეიძლება ნეგატიური თანამოსაუბრე შეგხვდეთ. თქვენი აზრები და სიტყვები შეიძლება არასწორად გაიგონ, ამიტომ ილაპარაკეთ ნაკლები და ურთიერთობებს მოერიდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, საქმიანობას თავი დაანებოთ და დაისვენოთ, კარგად მოდუნდეთ.
https://sputnik-georgia.com/20231228/ianvris-astrologiuri-prognozi-zodiaqos-nisnebistvis-285275642.html
https://sputnik-georgia.com/20230606/tu-urtiertobebis-senarcuneba-gsurt-rcevebi-zodiaqos-nisnebs-278316794.html
https://sputnik-georgia.com/20210816/zodiaqos-niSnebis-seqsualoba-252596860.html
https://sputnik-georgia.com/20231106/kriminaluri-talanti-zodiaqos-nisnis-mixedvit-284009374.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/80/238548051_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_042e18e87d1ec6f8367b2a1e53d00032.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 იანვარი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 7 იანვარია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
კარგი დღეა შეხვედრებისთვის და საზეიმო წვეულებისთვის ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად. შეიძლება წარსულის გახსენება, რომელიც სასიამოვნო და ნაღვლიან განწყობას შექმნის, თუმცა განწყობას არ გააფუჭებს. განსაკუთრებულად რთულ ვითარებაში ინტუიციით იხელმძღვანელეთ, მოუსმინეთ თქვენს შეგრძნებებს.
ვერძი: კარგი იქნება, თუ ენას კბილს დააჭერთ, რათა საკუთარი ან სხვისი საიდუმლო არ გათქვათ არასანდო ადამიანებთან. სამყარომ გზაზე ხაფანგები მოგიწყოთ, ამიტომ იმოძრავეთ ნელა და ფრთხილად. შინაგანი ხმა სწორი ვარიანტებისა და სწორი სიტყვების შერჩევაში დაგეხმარებათ. ასტროლოგები გირჩევენ, საყვარელ ადამიანებს მოერიდოთ, რადგან არის მათთან კონფლიქტის რისკი.
კურო: სურვილებთან ფრთხილად იყავით – ისინი შეიძლება ასრულდეს, მაგრამ ისე არა, როგორც თქვენ გინდათ. ასე რომ, არ ღირს ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე აჩქარება – პირიქით, სვლა შეანელეთ. გარემოებები თქვენს გეგმებს შეეწინააღმდეგება, ამიტომ სიტუაციებზე მორგება მოგიწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, ახალი საქმე არ წამოიწყოთ, რადგან ის პირველივე წუთებში „დამუხრუჭდება“.
ტყუპი: სასურველია, ყველაფერ ახალს მოერიდოთ. ეს არაფერ კარგს არ მოიტანს. ჯობია იმ საქმეებს მიჰყვეთ, რომლებიც კარგად იცით და მათ გაკეთებას თვალდახუჭული შეძლებთ. წარსულის აჩრდილებს ნუ გამოეკიდებით – იცხოვრეთ აწმყოთი. ექსპერტების რჩევაა, საქმეებს წარამარა არ მოწყდეთ, რომ სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ – მათი გამოსწორება შემდეგ ან შეუძლებელი, ან ძალიან რთული იქნება.
კირჩხიბი: სურვილებთან მიმართებით იფრთხილეთ, რათა სრულიად საწინააღმდეგო შედეგები არ მიიღოთ – ჯობია, მათზე ერთი დღით საერთოდ უარი თქვათ. გელოდებათ თავგადასავლების ორომტრიალი, რომლებიც მოგიტანთ როგორც დადებით, ისე უარყოფით ემოციებს. ასტროლოგები გირჩევენ, არ ენდოთ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ – არაა გამორიცხული, რომ მათ თქვენი გამოყენება სცადონ.
ლომი: თავი შორს დაიჭირეთ რთული საქმეებისგან – ვერ შეძლებთ მათ დასრულებას ისე, როგორც გეგმავდით. მოსალოდნელია საბედისწერო შეცდომის დაშვება, ასე რომ, წინ ძალიან ფრთხილად იარეთ და მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგეპაროთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ ენდოთ უცნობ ადამიანებს – მათ შეიძლება ფულთან დაკავშირებულ საკითხებში მოგატყუონ. მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს.
ქალწული: დღეს იღბალი გიმტყუნებთ, რაც აისახება თქვენს როგორც პირად ცხოვრებაზე, ისე კარიერაზე. ეცადეთ, ცოტა ილაპარაკოთ და მეტი მოისმინოთ – ასე ურთიერთობები მხოლოდ გამყარდება. ცდუნებებს არ აჰყვეთ, რომ საქმეები არ გააფუჭოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ფანტაზიებზე უარი არ თქვათ, სამუშაოსთან დაკავშირებითაც კი – ყველას აჩვენებთ, რა შეგიძლიათ.
სასწორი: პრობლემებზე ელვისებური რეაქცია უნდა გქონდეთ, მაგრამ სიფრთხილე არ დაკარგოთ, რადგან მცირე შეცდომა, შესაძლოა, სერიოზულ ხარვეზად აღიქვათ და თავი ნერვულ შეტევამდე მიიყვანოთ. დარწმუნებული იყავით, რომ ხვალ ბევრი პრობლემა ასე მასშტაბურად აღარ მოგეჩვენებათ. ასტროლოგები გირჩევენ, გახსოვდეთ თქვენი საქმეები და ამავე დროს, არ დაივიწყოთ თქვენ გვერდით მყოფების დახმარება.
მორიელი: შეგიძლიათ, ღრმად ამოისუნთქოთ და მოდუნდეთ. კარგად გამოიძინეთ, შეხვდით მეგობრებს, გაისეირნეთ მაღაზიებში – ეს გაგახალისებთ. თუ ამ უქმე დღეს მუშაობა გიწევთ, ხშირ–ხშირად შეისვენეთ და თავს უამრავი საქმით ნუ დაიტვირთავთ. ასტროლოგები გირჩევენ, პრობლემებს სხვა კუთხით შეხედოთ და ალტერნატიული ვარიანტები მოძებნოთ.
მშვილდოსანი: აქციეთ ოცნებები რეალობად, მოძებნეთ შესაძლებლობები და ჩართეთ ამაში ახლობლები, მაგრამ თქვენი მოსაზრებები დაიცავით. ყველაფერი გამოგივათ. მუშაობისთვის არახელსაყრელი დღეა, მაგრამ დასვენებისთვის – საუკეთესო. შეგიძლიათ სახლის საქმეებს მიხედოთ, იყიდოთ რამე ინტერიერისთვის ან კოსმეტიკური მინი–რემონტი გააკეთოთ – თქვენი ბუდე უფრო მყუდრო გახდება.
თხის რქა: დიდ ზიანს მოგაყენებთ სკანდალების მოწყობა და „რევოლუციური“ სცენარების მოფიქრება. ჯობია, არ გამოთქვათ პროტესტი ცვლილებებისა და ახალი წესების წინააღმდეგ, რომლებსაც ცხოვრება გიმზადებთ. მოერგეთ გარემოებებს, ასე უფრო მოიგებთ. ასევე არ ღირს სერიოზული ნერვიულობა – ასე ჯანმრთელობას დაიზიანებთ. არაა გამორიცხული, უქმე დღე სამუშაოდ დღედ გადაიქცეს, მაგრამ ეს თქვენს კარიერას წაადგება.
მერწყული: ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ იმ საქმეებზე, რომელთა გადადება არ შეიძლება. აჯობებს, თუ დღეს დეტალებს არ მიაქცევთ ყურადღებას – ეს დროს ფუჭად დაგაკარგვინებთ. დახმარება ახლობლებს სთხოვეთ – ისინი დღის განტვირთვაში დაგეხმარებიან. ასტროლოგები გირჩევენ, საღამო ფიზიკურ აქტიურობას დაუთმოთ – თავს უკეთ იგრძნობთ.
თევზები: მარტივი დღე არ გელოდებათ: საუბრები განწყობას გაგიფუჭებთ – შეიძლება ნეგატიური თანამოსაუბრე შეგხვდეთ. თქვენი აზრები და სიტყვები შეიძლება არასწორად გაიგონ, ამიტომ ილაპარაკეთ ნაკლები და ურთიერთობებს მოერიდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, საქმიანობას თავი დაანებოთ და დაისვენოთ, კარგად მოდუნდეთ.