2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია აგრესიული იქნება – პაპუაშვილი

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2024
გამოწერა
ხელისუფლებამ ოპოზიციის რადიკალიზმს გონივრული პოლიტიკით უნდა უპასუხოს, რომელიც საქართველოს ინტერესებზე იქნება დაფუძნებული, განაცხადა სპიკერმა.
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ქართული ოპოზიცია სუსტია და კუთხეშია მომწყვდეული, რაც მათ მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რადიკალური გზის – აგრესიის, რადიკალიზმის, ექსტრემიზმის არჩევის რისკს ზრდის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
„მომავალი არჩევნები ოქტომბერში, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ოპოზიციის მხრიდან დაცლილი იქნება შინაარსისგან, რაც, მეორე მხრივ, ქმნის საფრთხეს. ოპოზიცია როდესაც სუსტია, თავისი სისუსტის გამო კუთხეშია მიმწყვდეულია და არ აქვს თემები, რისკი, რომ აირჩიონ რადიკალური გზა, არის მაღალი. ამას ჩვენ ვხედავთ ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, ამიტომ მოლოდინი არის, რომ ოპოზიცია იქნება აგრესიული, რადიკალური, ექსტრემისტული“, – განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალიზმს ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს საქართველოს ინტერესებზე დაფუძნებული გონივრული პოლიტიკით.
„ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე, გააზრებული პოლიტიკა, ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებზე დაყრდნობით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საყვარელიძე: „ქართული ოცნება“ უკონკურენტია - 2024 წლის პარლამენტი ერთპარტიული იქნება>>
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველა ხედავს, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიცია განადგურებულია, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი აჩვენებს, რომ არაფერი ახლის შემოთავაზება არ შეუძლიათ.
„კრიზისი თუ სადმე არის, უპირველეს ყოვლისა, ქართულ ოპოზიციაში. იდეების კრიზისი, ადამიანური რესურსების კრიზისი და ყველაზე მთავარი კრიზისი ოპოზიციაში არის, რომ ისინი დგანან არა ქართული ინტერესების სადარაჯოზე, არამედ ემსახურებიან სხვა ქვეყნების პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს. საბოლოო ჯამში, გაერთიანებული ძალებით დამარცხდებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგის შესახებ უფრო ადრე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა. მისი თქმით, რეიტინგი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ 14 დეკემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამას წინ უძღოდა ხელისუფლების ოპონენტების უწყვეტი განცხადებები იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს.
პარტიების რეიტინგები
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დანარჩენებთან შედარებით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. კითხვაზე „რომელ პარტიას მისცემდით ხმას, დღეს რომ ყოფილიყო საპარლამენტო არჩევნები?“, გამოკითხულთა 55%-მა დაასახელა „ქართული ოცნება“, შემდეგ მოდის პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ / „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 20%.
მესამე ადგილს 4%-ის მხარდაჭერით ინაწილებენ პარტიების კოალიცია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“, ასევე „ლელო საქართველოსთვის“.
„ქართული ოცნება" არჩევნებს გაყალბების გარეშე მოიგებს - პოლიტოლოგი>>
ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, „ქართული ოცნება" 37%-ს აგროვებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი" - 21%-ს. მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის“ 9%-ით, შემდეგ მოდის „ლელო“ - 5%, „გირჩი“/„დროა“ - 4%.
ასევე, ოთხ-ოთხ პროცენტს აგროვებენ პარტიები „ხალხისთვის“, „ლეიბორისტული პარტია“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
პარტია „ალტ-ინფოს“ აქვს 3%, „ხალხის ძალას“ და „მოქალაქეებს“ - ასევე 3%. „პატრიოტთა ალიანსმა" 2% დააგროვა, ხოლო „ევროპულმა საქართველომ" - 1%. ყველა სხვა პარტიამ ასევე დააგროვა 1%.
არჩევნები 2024
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.
ივანიშვილის ფაქტორი და არჩევნები – ვოლსკი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის როლზე>>
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ყველა ახალი ამბავი
0