https://sputnik-georgia.com/20240104/saqartvelos-omsi-catrevis-safrtxe-realuri-iyo-qartveli-eqspertebi-285434007.html
საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე რეალური იყო – ქართველი ექსპერტები
საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე რეალური იყო – ქართველი ექსპერტები
Sputnik საქართველო
მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა. 04.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-04T15:11+0400
2024-01-04T15:11+0400
2024-01-04T15:11+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ქართულ–უკრაინული ურთიერთობები
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991123_0:28:3000:1716_1920x0_80_0_0_20ce4862b7fc8d3bb00475c47ed26780.jpg
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ქართველი პოლიტიკოსები თანხმდებიან მოსაზრებაში, რომ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე საქართველოში რეალური იყო, თუმცა, ხელისუფლებამ, სწორი პოლიტიკის წყალობით, მისი თავიდან არიდება შეძლო.შენარჩუნდება თუ არა მსგავსი საფრთხე 2024 წელს, თუ ეს საშიშროება წარსულს ჩაბარდება – ამ საკითხში ექსპერტების მოსაზრებები იყოფა.მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა.პოლიტოლოგის აზრით, საქართველოს რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვის მცდელობა უკვე აილაგმა.„ახლა მეტ–ნაკლებად ყველაფერი დაწყნარდა, რადგან თავად უკრაინაა გაჭირვებაში ჩავარდნილი და მხარეა, რომელმაც ეს ომი წააგო და მას აღარ ეყოფა ძალა, ვინმე სხვა ჩართოს ამ ავანტიურაში, მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი ღირსეულად გადავიტანეთ“, – აღნიშნა მოროშკინამ.მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება უკანა პლანზე გადავიდა, მაგრამ ეს საფრთხე მაინც არსებობდა, მიიჩნევს პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე.„მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“, თავისი დიპლომატიითა და გონივრული პოლიტიკით, შეძლო გაეთვალისწინებინა ეროვნული ინტერესები და ეს თავიდან აეცილებინა, და ახლა, ამ ეტაპზე ეს საშიშროება არ არის. მაგრამ იყო მცდელობები, იყო პროვოკაციები, უკრაინული მხარის, დასავლეთის ქვეყნების განცხადებები, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაიარა, მათ ვერ შეძლეს ჩვენი ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ Sputnik–საქართველოსთან ინტერვიუში.„ხალხის ძალა“ ამტკიცებს, რომ ოპოზიციის რევოლუციურ გეგმებს ახადა ფარდა>>პოლიტოლოგი ვასო კაპანაძე, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება კვლავ არსებობს, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა.„თუმცა, რაღაც მცირე ალბათობა მაინც არსებობს, ყოველთვის ყურადღებით უნდა იყვნენ პოლიტიკური ძალები და მმართველი პარტია, და გააკონტროლონ, რათა გარკვეულმა დასავლურმა ძალებმა აქ ვერ შეძლონ დესტაბილიზაცია და მით უმეტეს, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იმგვარი იყოს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ წარმატების მიღწევა ვერ შეძლოს“, – განაცხადა კაპანაძემ Sputnik–საქართველოსთან ინტერვიუში.პოლიტოლოგის აზრით, ამაზე იქნება დამოკიდებული მეორე ფრონტის გახსნის ალბათობა.„თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციას თავისი პრობლემები აქვს, რომ ისინი ვერ შეძლებენ გაერთიანებას და „ნაცმოძრაობა“ დაიყო, ისინი საპარლამენტო არჩევნებზე შედეგებს ვერ მიიღებენ და ვერ შეძლებენ გეგმების რეალიზებას, რომ საქართველოში იყოს დესტაბილიზაცია და რომ საქართველო კვლავ ჩაითრიონ რეგიონულ კონფლიქტში რუსეთთან“, – მიიჩნევს პოლიტოლოგი.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსმა) 2023 წლის 18 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არეულობები მზადდება. ეს პერიოდი ემთხვეოდა იმ დროს, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდებოდა.ევროკავშირმა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გასული წლის 14 დეკემბერს მიიღო.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991123_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_6a5b065d3802da35a0645bdc9e437aa7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართულ–უკრაინული ურთიერთობები, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , საქართველოს მთავრობა
საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე რეალური იყო – ქართველი ექსპერტები
მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა.
თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ქართველი პოლიტიკოსები თანხმდებიან მოსაზრებაში, რომ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე საქართველოში რეალური იყო, თუმცა, ხელისუფლებამ, სწორი პოლიტიკის წყალობით, მისი თავიდან არიდება შეძლო.
შენარჩუნდება თუ არა მსგავსი საფრთხე 2024 წელს, თუ ეს საშიშროება წარსულს ჩაბარდება – ამ საკითხში ექსპერტების მოსაზრებები იყოფა.
მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა.
„რეალური საფრთხე არსებობდა... მადლობა უფალს, ეს თავიდან ავიცილეთ. და როგორც არ უნდა მინდოდეს საქართველოს ხელისუფლებისგან მეტი თამამი ნაბიჯი რუსეთთან მიმართებით, ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმისთვის, რომ აქ არ გვაქვს მეორე მარიუპოლი, და რომ ღირსეულად გავუძელით იმ ავბედით მახვილს, რომელიც ჩვენ თავზე დამოკლეს მახვილივით ეკიდა“, – განაცხადა Sputnik–საქართველოსთან ინტერვიუში ლალი მოროშკინამ.
პოლიტოლოგის აზრით, საქართველოს რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვის მცდელობა უკვე აილაგმა.
„ახლა მეტ–ნაკლებად ყველაფერი დაწყნარდა, რადგან თავად უკრაინაა გაჭირვებაში ჩავარდნილი და მხარეა, რომელმაც ეს ომი წააგო და მას აღარ ეყოფა ძალა, ვინმე სხვა ჩართოს ამ ავანტიურაში, მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი ღირსეულად გადავიტანეთ“, – აღნიშნა მოროშკინამ.
მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება უკანა პლანზე გადავიდა, მაგრამ ეს საფრთხე მაინც არსებობდა, მიიჩნევს პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე.
„მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“, თავისი დიპლომატიითა და გონივრული პოლიტიკით, შეძლო გაეთვალისწინებინა ეროვნული ინტერესები და ეს თავიდან აეცილებინა, და ახლა, ამ ეტაპზე ეს საშიშროება არ არის. მაგრამ იყო მცდელობები, იყო პროვოკაციები, უკრაინული მხარის, დასავლეთის ქვეყნების განცხადებები, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაიარა, მათ ვერ შეძლეს ჩვენი ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ Sputnik–საქართველოსთან ინტერვიუში.
პოლიტოლოგი ვასო კაპანაძე, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება კვლავ არსებობს, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა.
„თუმცა, რაღაც მცირე ალბათობა მაინც არსებობს, ყოველთვის ყურადღებით უნდა იყვნენ პოლიტიკური ძალები და მმართველი პარტია, და გააკონტროლონ, რათა გარკვეულმა დასავლურმა ძალებმა აქ ვერ შეძლონ დესტაბილიზაცია და მით უმეტეს, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იმგვარი იყოს, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ წარმატების მიღწევა ვერ შეძლოს“, – განაცხადა კაპანაძემ Sputnik–საქართველოსთან ინტერვიუში.
პოლიტოლოგის აზრით, ამაზე იქნება დამოკიდებული მეორე ფრონტის გახსნის ალბათობა.
„თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციას თავისი პრობლემები აქვს, რომ ისინი ვერ შეძლებენ გაერთიანებას და „ნაცმოძრაობა“ დაიყო, ისინი საპარლამენტო არჩევნებზე შედეგებს ვერ მიიღებენ და ვერ შეძლებენ გეგმების რეალიზებას, რომ საქართველოში იყოს დესტაბილიზაცია და რომ საქართველო კვლავ ჩაითრიონ რეგიონულ კონფლიქტში რუსეთთან“, – მიიჩნევს პოლიტოლოგი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსმა) 2023 წლის 18 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არეულობები მზადდება. ეს პერიოდი ემთხვეოდა იმ დროს, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდებოდა.
ევროკავშირმა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გასული წლის 14 დეკემბერს მიიღო.