„ხალხის ძალა“ ამტკიცებს, რომ ოპოზიციის რევოლუციურ გეგმებს ახადა ფარდა

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
„ნაცმოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს „გლობალური ომის პარტიის“ იმედი აქვთ და ასევე ეცდებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებების საკითხის გამოყენებას, ნათქვამია განცხადებაში
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ქართული ოპოზიცია ემზადება ახალი რევოლუციური მუხტის აგორებისთვის და ამისათვის ქვეყნის ევროინტეგრაციის თემას გამოიყენებს, ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
ორგანიზაცია „ხალხის ძალამ“, რომელის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრებმა დააარსეს, წელს შექმნა პოლიტიკური ჯგუფი და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაშია.
„მომავალ წელს ტარდება საპარლამენტო არჩევნები და ცხადია, ოპოზიცია, რომელსაც არჩევნების მოგების არავითარი რესურსი არა აქვს, რევოლუციის მორიგ უპერსპექტივო მცდელობას შემოგვთავაზებს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობა“ კიდევ ერთხელ გამოიყენებს პარლამენტის ბოიკოტს როგორც პროტესტს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.
„ენჯეოები კიდევ ერთხელ გამოფენენ მტკიცებულებების გარეშე მრავალგზის ნახმარ და გაცვეთილ ფრაზებს მოსყიდვის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, ნაცმოძრაობა არ შევა პარლამენტში და მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის თვალსაზრისით, ამ საკითხში „ნაცმოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს „გლობალური ომის პარტიის“ იმედი აქვთ და ასევე ეცდებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებების საკითხის გამოყენებას.
ხაზარაძის პარტიამ სააკაშვილთან თანამშრომლობა უარყო >>
„ხალხის ძალა“ და ქართული ოცნება“ მიიჩნევენ, რომ „გლობალური ომის პარტია“ - ესენი არიან უცხოელი გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
„მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში „გლობალური ომის პარტია“ უზრუნველყოფს, რომ ევროკომისიამ გასცეს უარყოფითი რეკომენდაცია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე, ხოლო თუ ოპოზიციამ დეკემბრის შუა რიცხვებამდე მცირე მუხტი მაინც შეინარჩუნა - ევროპულ საბჭოსაც ათქმევინებენ უარს მოლაპარაკებების გახსნაზე. საბოლოოდ, ყველაფერი ხალხის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული“, - აღნიშნავს „ხალხის ძალა“.
ამასთან ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2024 წელს მოლაპარაკებების დაწყება საქართველოსთვის არაფერს არ ნიშნავს.
სააკაშვილი ოპოზიციას სასარგებლო იდიოტის როლის თამაშს სთავაზობს – ოპოზიციონერი>>>
„როგორც ცნობილია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 5-6 წელი მაინც დაჭირდება. ამ ფონზე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მოლაპარაკებებს 2024 წელს გაგვიხსნიან და იქიდან 4-5 წელიწადში შევალთ ევროკავშირში, თუ 2025 წელს გაგვიხსნიან და იქიდან 3-4 წელიწადში გავწევრიანდებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ყველა ახალი ამბავი
0