ხაზარაძის პარტიამ სააკაშვილთან თანამშრომლობა უარყო

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. „თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელო საქართველოსთვის“ არ მონაწილეობს არც ერთ ოპოზიციურ გაერთიანებაში, რომლისკენაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს, განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემიგრანტების მობილიზებას და ყველგან საარჩევნო უბნების გახსნას გეგმავს და ახლა ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ წარმატებით შეასრულა დავალება და შეხვდა ემიგრანტებს, ისევე როგორც მამუკა ხაზარაძე. აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ონლაინ-ჩართვისას გააკეთა.
„ლელო" არც ერთ ოპოზიციურ გაერთიანებაში არ აპირებს ყოფნას. ეს საკითხი უახლოეს წარსულში არ განიხილებოდა და არც მომავალში იგეგმება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა კუპრაძემ.
მისი თქმით, მსგავსი ხელოვნური გაერთიანება ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ ორივე პარტია - „ლელო" და სააკაშვილის მიერ შექმნილი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ერთიან ორგანიზმს წარმოადგენენ და არ უკვირთ, რომ ხაზარაძე ექს-პრეზიდენტის დავალებებს ასრულებს.
„ბელადს (სააკაშვილი - რედ.) ჩართვა ჰქონდა და თქვა, რომ ვაშაძე და ხაზარაძე ემიგრანტებთან გაგზავნა. ამბობენ, ხაზარაძე და ვაშაძე კარგად მუშაობენ, ხაბეიშვილმა („ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე - რედ.) კი, ალბათ, ენა არ იცის და გაუჭირდებაო. ჩემი ხაბე მუშაობს ადგილობრივ პუბლიკასთან. ისინი - ერთიანი ორგანიზმია, ერთად მუშაობენ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
გუშინ, სააკაშვილმა ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკის შექმნა შესთავაზა. მისი თქმით, კომიტეტში 20–25 ადამიანი უნდა იყოს, მათ შორის, მის მიერ შექმნილი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი ოპოზიციას სასარგებლო იდიოტის როლის თამაშს სთავაზობს – ოპოზიციონერი>>>
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ყველა ახალი ამბავი
0