https://sputnik-georgia.com/20231231/saqartvelos-antimonopoliuri-samsaxuri-wamlebis-fasebis-gazrdas-gamoikvlevs-285369162.html
საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური წამლების ფასების გაზრდის საკითხს გამოიკვლევს
საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური წამლების ფასების გაზრდის საკითხს გამოიკვლევს
Sputnik საქართველო
დეკემბრის შუა რიცხვებში ოთხ ფარმაცევტულ კომპანიას „კონკურენციის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 52,7 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრათ. 31.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-31T21:47+0400
2023-12-31T21:47+0400
2023-12-31T21:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_0:93:1763:1085_1920x0_80_0_0_4885f8d8b74984ac387e51c38a685a46.jpg
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლოა 2024 წლის იანვარში დაიწყოს ახალი გამოძიება არარეფერენტულ მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდასთან დაკავშირებით, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმება, გადაწყვეტილება და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებული აქტები) დარღვევისთვის ოთხ ფარმაცევტულ კომპანიას 52,7 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრათ.მისი თქმით, ერთ-ერთი ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, GPC და Pharmadepo-ს სააფთიაქო ქსელი 20,3 მლნ ლარით დაჯარიმდა, PSP –17 მლნ ლარით, „ავერსი“ – 14,4 მლნ ლარით.კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) კომპანიები Aversi, PSP, GEPHA (რომელშიც შედის GPC და Pharmadepot), Mermisi, შეთანხმდნენ და სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთნაირი ფასები დააწესეს.მძიმე პაციენტები მედიკამენტების გარეშე დარჩნენ - მინისტრი საქართველოში ფასების სკანდალზე >>ამასთან, კომპანიები Aversi, PSP და Mermisi სასამართლოში კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. ამ საკითხის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიები კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.„იმედს ვიტოვებთ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველა კომპანია შეძლებს სიმართლის დამტკიცებას. ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია ოპერირებს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში და მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია განცხადებაში.კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია დააჯარიმა>>>დეკემბრის შუა რიცხვებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რამდენიმე ქართული ფარმაცევტული კომპანია მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ გაზრდაში და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობების შეზღუდვაში. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხის შესწავლის თხოვნით კონკურენციის სააგენტოს მიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_97:0:1666:1177_1920x0_80_0_0_e596dfd84dabbcb1741ebaa69a756469.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება
საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური წამლების ფასების გაზრდის საკითხს გამოიკვლევს
დეკემბრის შუა რიცხვებში ოთხ ფარმაცევტულ კომპანიას „კონკურენციის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 52,7 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრათ.
თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლოა 2024 წლის იანვარში დაიწყოს ახალი გამოძიება არარეფერენტულ მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდასთან დაკავშირებით, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.
კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმება, გადაწყვეტილება და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებული აქტები) დარღვევისთვის ოთხ ფარმაცევტულ კომპანიას 52,7 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრათ.
„კონკურენციის ეროვნული სააგენტო აგრძელებს თანამშრომლობას ჯანდაცვის სამინისტროსთან. მიღებული გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა მედიკამენტზე მაღალი ფასნამატის შესახებ - კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე მონაცემებს ამუშავებს და დაახლოებით იანვარში, ალბათ, მორიგ მოკვლევას დავიწყებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლექვინაძემ.
მისი თქმით, ერთ-ერთი ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, GPC და Pharmadepo-ს სააფთიაქო ქსელი 20,3 მლნ ლარით დაჯარიმდა, PSP –17 მლნ ლარით, „ავერსი“ – 14,4 მლნ ლარით.
კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) კომპანიები Aversi, PSP, GEPHA (რომელშიც შედის GPC და Pharmadepot), Mermisi, შეთანხმდნენ და სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთნაირი ფასები დააწესეს.
ამასთან, კომპანიები Aversi, PSP და Mermisi სასამართლოში კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. ამ საკითხის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიები კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
„იმედს ვიტოვებთ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველა კომპანია შეძლებს სიმართლის დამტკიცებას. ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია ოპერირებს კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში და მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტით, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დეკემბრის შუა რიცხვებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რამდენიმე ქართული ფარმაცევტული კომპანია მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ გაზრდაში და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობების შეზღუდვაში. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხის შესწავლის თხოვნით კონკურენციის სააგენტოს მიმართა.