მძიმე პაციენტები მედიკამენტების გარეშე დარჩნენ - მინისტრი საქართველოში ფასების სკანდალზე

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
გამოწერა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ფარმაცევტული კომპანიების მიერ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის გამო, საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ყველაზე მძიმედ დაავადებული პაციენტები, მედიკამენტების გარეშე დარჩნენ, რადგან მარაგი დროზე ადრე ამოიწურა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე.
კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით) კომპანიები Aversi, PSP, GEPHA (რომელშიც შედის GPC და Pharmadepot), Mermisi, შეთანხმდნენ და სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთნაირი ფასები დააწესეს. კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმება, გადაწყვეტილება და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებული აქტები) დარღვევისთვის მათ 52,7 მილიონ ლარზე მეტი (19,5 მილიონ დოლარზე მეტი) ჯარიმა დაეკისრათ.
„ბრალდება ძალიან სერიოზულია. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა, რის გამოც ეს ადამიანები თვეების გამო რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე", - განაცხადა მინისტრმა.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნის წყალობით დადასტურდა, რომ კომპანიები მიზანმიმართულად ცდილობდნენ ხალხის წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ და ყველაზე კრიტიკული პაციენტების მიმართ გამოეყენებინათ ყველაზე მზაკვრული მეთოდი - მედიკამენტებზე ფასების ზრდა, აღნიშნა მან.
„მოგეხსენებათ, რომ გვაქვს წლიური ლიმიტი (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - რედ.) ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. სამწუხაროდ, სწორედ ამ ლიმიტიდან იხარჯებოდა თანხები. შესაბამისად, ადამიანები მედიკამენტების გარეშე დარჩნენ“, - აღნიშნა აზარაშვილმა.
ადგილი ჰქონდა შეთქმულებას, ხელოვნური საბოტაჟის მცდელობას, კონკრეტული მედიკამენტების ხელოვნური დეფიციტის შექმნას, განაცხადა მინისტრმა.
სააგენტომ გამოავლინა 42 მედიკამენტი, რომლებზეც ოთხივე ფარმაცევტულ კომპანიას ზუსტად ერთნაირი ფასი ჰქონდა.
ამასთან, კომპანიები Aversi, PSP და Mermisi კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. განცხადებას ამის შესახებ საქართველოს ფარმაცევტული კომპანიებს ასოციაცია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასახელებული კომპანიები არ ეთანხმებიან კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამართლიანი სასამართლო პროცესით ყველა კომპანია შეძლებს თავისი სიმართლის დამტკიცებას. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია მუშაობს კანონის ფარგლებში და ყველანაირად ცდილობს უზრუნველყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქტის ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიწოდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა.
საქართველოში 2023 წლის იანვრიდან გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება. ამჟამად სიაში 5 ათასზე მეტი დასახელებაა.
კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია დააჯარიმა>>>
დეკემბრის შუა რიცხვებში ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება, ამასთან, სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტებს დიდ ფარმაცევტულ ქსელებში თითქმის იდენტური ფასი აქვს.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
კონკურენციის სააგენტომ ასევე გამოავლინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება.
კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული ქმედება კანონდარღვევად ითვლება.
ყველა ახალი ამბავი
0