https://sputnik-georgia.com/20231229/lelom-nika-meliastan-seizleba-saarcevno-koalicia-seqmnas-285322862.html
„ლელომ“ ნიკა მელიასთან ერთად შეიძლება საარჩევნო კოალიცია შექმნას
„ლელომ“ ნიკა მელიასთან ერთად შეიძლება საარჩევნო კოალიცია შექმნას
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის, ნიკა მელიას ხედვები ემთხვევა... 29.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-29T12:57+0400
2023-12-29T12:57+0400
2023-12-29T12:57+0400
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ნიკა მელია
ქართული ოცნება
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251267657_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_b7340254fafcd966cb49dcd4975afff2.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის, ნიკა მელიას ხედვები ემთხვევა, ამიტომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანება გამორიცხული არ არის, განაცხადა „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ.მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განზრახვა ჯერ კიდევ სამშაბათს დაადასტურა. მანამდე მელიამ პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უახლოეს დროში ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებაზე დაიწყებს მუშაობას. ამასთან, ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ საკუთარ პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა უწოდა.კითხვაზე, იქნება თუ არა მელია „ლელოს“ სიაში, ხაზარაძემ უპასუხა, რომ „ლელოს“ მელიასთან ექნება სტრატეგიული პარტნიორობა.ოპოზიციონერი ამომრჩეველი დაინახავს, რომ არის ორი პარტია - ნიკა მელიას პარტია და მეორე მხარეს „ლელო“, რომლებიც შეთანხმდნენ ქვეყნის მართვაზე, მთავრობის შემადგენლობაზე. შემდეგ კი გადასაწყვეტია ნიკა მელია და „ლელო“ ცალ-ცალკე გადიან არჩევნებში თუ არა, აღნიშნა ხაზარაძემ.პარტია „ლელო“პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.ერთი პატრონი ჰყავთ - კალაძე მელიას და „ლელოს“ პარტნიორობაზე>>2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.არჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.სარჯველაძე: „ლელო“ არის არა ალტერნატივა, არამედ „ნაცმოძრაობა“ ახალი შეფუთვით>>ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251267657_163:133:1125:854_1920x0_80_0_0_aef5346f4af78d870709194c8813f9d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ნიკა მელია, ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ნიკა მელია, ქართული ოცნება , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის, ნიკა მელიას ხედვები ემთხვევა, ამიტომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანება გამორიცხული არ არის, განაცხადა „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განზრახვა ჯერ კიდევ სამშაბათს დაადასტურა. მანამდე მელიამ პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უახლოეს დროში ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებაზე დაიწყებს მუშაობას. ამასთან, ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ საკუთარ პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა უწოდა.
„ჩვენ ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ. რატომ? - იმიტომ, რომ ნიკა მელია იბრძვის იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთმმართველური, ოლიგარქიული, მითვისებული სახელმწიფოს ეტაპი“, – განაცხადა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
კითხვაზე, იქნება თუ არა მელია „ლელოს“ სიაში, ხაზარაძემ უპასუხა, რომ „ლელოს“ მელიასთან ექნება სტრატეგიული პარტნიორობა.
„მე როგორც ვიცი, ნიკა მელია თავის პარტიას აკეთებს. მე მინდა მას წარმატება ვუსურვო. ეს იქნება ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა, სადაც ჩვენ შევთანხმდებით ძირითად და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ოპოზიციონერი ამომრჩეველი დაინახავს, რომ არის ორი პარტია - ნიკა მელიას პარტია და მეორე მხარეს „ლელო“, რომლებიც შეთანხმდნენ ქვეყნის მართვაზე, მთავრობის შემადგენლობაზე. შემდეგ კი გადასაწყვეტია ნიკა მელია და „ლელო“ ცალ-ცალკე გადიან არჩევნებში თუ არა, აღნიშნა ხაზარაძემ.
„თუ ჩვენ დავინახეთ, რომ გაერთიანება არის აუცილებელი და ახალი სახელია მოსაფიქრებელი, ესეც თეორიული ამბავია... მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ასეთი მმართველობა, გვინდა რომ ქვეყანა ინტეგრირდეს ევროსტრუქტურებში. ამას სჭირდება ახალი მთავრობა, რეფორმები, ახალი იდეები, ახალი ადამიანები და ა.შ. დღეს ამაზე ლაპარაკი ადრეა, მაგრამ გიდასტურებთ თუ ვისთან გვაქვს ჩვენ სიმპათია“, – განაცხადა ხაზარაძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.