https://sputnik-georgia.com/20231228/ioseliani-sityvis-tavisuflebis-dacvis-mxriv-sauketeso-sakanonmdeblo-baza-gvaqvs-285303057.html
იოსელიანი: სიტყვის თავისუფლების დაცვის კუთხით ერთ–ერთი საუკეთესო საკანონმდებლო ბაზა გვაქვს
იოსელიანი: სიტყვის თავისუფლების დაცვის კუთხით ერთ–ერთი საუკეთესო საკანონმდებლო ბაზა გვაქვს
Sputnik საქართველო
ახალი რეგულაციები შეიძლება გამოყენებულ იქნას სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ და ეს შეიძლება უკან გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს, მიიჩნევს სახალხო დამცველი. 28.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-28T15:34+0400
2023-12-28T15:34+0400
2023-12-28T15:34+0400
საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275531408_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_353459d1d0fad8c7b6772ee27842a72e.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საკანონმდებლო ბაზა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ ერთ–ერთი საუკეთესოა, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.შესწორებები კანონში „მაუწყებლობის შესახებ“, რომელიც მასმედიაში სიძულვილის ენის გამოყენების კონტროლს არეგულირებს, საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად 19 ოქტომბერს მიიღო. შესწორებებს კანონში, რომელმაც კამათი გამოიწვია მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი 3 ნოემბერს მოაწერა.რეგულაციები შეიძლება გამოყენებული იყოს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ და ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამიტომ, სახალხო დამცველის აზრით, შეზღუდვების გზით სიარული არასწორია.„ვფიქრობ, უფრო ცნობიერების ამაღლებისა და მათ შორის შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ და ამაში უნდა დავარწმუნოთ ოპონენტები, ის ადამიანები, რომლებიც იყენებენ დეზინფორმაციას, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღს. ჩემი აზრით, საზოგადოება უკვე გაიზარდა და თუ გადავხედავთ მაგალითად 10-12 წლის წინანდელ დისკუსიებს ეთერებში, ვნახავთ, რომ ბევრი ტერმინოლოგია, ბევრი ნარატივი უბრალოდ ამოღებულია, რადგან ის რომ დღეს გაიმეორო, სასაცილო იქნება, ამას საზოგადოება აღარ მიიღებს“, – განაცხადა იოსელიანმა.შესწორებები ითვალისწინებს არა მხოლოდ საჩივრების განხილვას თვითონ მედიასაშუალებებში, არამედ, მედიის გადაწყვეტილების გასაჩივრება იქნება შესაძლებელი სააპელაციო ორგანოში.პრეზიდენტმა ცვლილებებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ხელი მოაწერა>>შემდგომში, უკვე სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისიას ექნება უფლება განიხილოს სანქციების საკითხი დარღვევის სიმძიმის მიხედვით.როგორც უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კანონპროექტის ტექსტი ევროკავშირის შესაბამის ორგანოში გაგზავნეს და პარლამენტში წარადგინეს მათი დადებითი შეფასების შემდეგ.ოპოზიციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ხელისუფლებას შეუძლია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გამოყენება, როგორც მისთვის მიუღებელი მასმედიის დახურვის ბერკეტი.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები აკმაყოფილებს სტანდარტებს და შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას.ჰერჩინსკი: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას>>ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ეროვნულ რეგულატორთან იმუშავებს, რათა დარწმუნდეს, რომ ეს ორგანო სრულიად დამოუკიდებელია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს.რას ითვალისწინებს კანონიმედიაში სიძულვილის ენის აკრძალვა 2022 წელს შემოიღეს. კანონი კრძალავს ისეთი გადაცემის ან რეკლამის გავრცელებას, რომელიც შეიცავს ძალადობის ან სიძულვილის (სიძულვილის ენა) წაქეზებას პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული იდენტობის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრებების, ეროვნული უმცირესობის კუთვნილების, ქონების, დაბადების ადგილისა ან ასაკის ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტიდან გამომდინარე და სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა არ ვლინდება.ამავდროულად, კანონი პირდაპირ ნათქვამია, რომ პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სიძულვილის ენის შემცველად ამ პუნქტის მიხედვით მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.მედიას მოეთხოვება ქცევის კოდექსის შესაბამისად შექმნას თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც განიხილავს საჩივრებს მედიის მიერ აკრძალვების დარღვევის შესახებ.ევროკავშირის ელჩმა მთავრობის პოზიცია დაადასტურა: კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე>>მედიის გადაწყვეტილების გასაჩივრება იქნება შესაძლებელი სააპელაციო ორგანოში, რომელშიც შედიან მხოლოდ მედიის წარმომადგენლები და არ შეიძლება იყონ თანამდებობის პირები და პარტიის წევრები.შემდგომში, უკვე სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისიას ექნება უფლება განიხილოს სანქციების საკითხი დარღვევის სიმძიმის მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275531408_227:0:1870:1232_1920x0_80_0_0_ebb6451d4b20293472aacfdb08fe301a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
იოსელიანი: სიტყვის თავისუფლების დაცვის კუთხით ერთ–ერთი საუკეთესო საკანონმდებლო ბაზა გვაქვს
ახალი რეგულაციები შეიძლება გამოყენებულ იქნას სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ და ეს შეიძლება უკან გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს, მიიჩნევს სახალხო დამცველი.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საკანონმდებლო ბაზა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ ერთ–ერთი საუკეთესოა, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
შესწორებები კანონში „მაუწყებლობის შესახებ“, რომელიც მასმედიაში სიძულვილის ენის გამოყენების კონტროლს არეგულირებს, საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად 19 ოქტომბერს მიიღო. შესწორებებს კანონში, რომელმაც კამათი გამოიწვია მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი 3 ნოემბერს მოაწერა.
„მიმაჩნია, ის საკანონმდებლო ჩარჩო, რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნაწილში, ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს აძლევს რეალურად მედიას და საზოგადოებას შესაძლებლობას, რომ ყველაფერზე ისაუბროს“, – განაცხადა იოსელიანმა გადაცემა „იმედი LIVE“–ის ეთერში.
რეგულაციები შეიძლება გამოყენებული იყოს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ და ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამიტომ, სახალხო დამცველის აზრით, შეზღუდვების გზით სიარული არასწორია.
„ვფიქრობ, უფრო ცნობიერების ამაღლებისა და მათ შორის შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ და ამაში უნდა დავარწმუნოთ ოპონენტები, ის ადამიანები, რომლებიც იყენებენ დეზინფორმაციას, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღს. ჩემი აზრით, საზოგადოება უკვე გაიზარდა და თუ გადავხედავთ მაგალითად 10-12 წლის წინანდელ დისკუსიებს ეთერებში, ვნახავთ, რომ ბევრი ტერმინოლოგია, ბევრი ნარატივი უბრალოდ ამოღებულია, რადგან ის რომ დღეს გაიმეორო, სასაცილო იქნება, ამას საზოგადოება აღარ მიიღებს“, – განაცხადა იოსელიანმა.
შესწორებები ითვალისწინებს არა მხოლოდ საჩივრების განხილვას თვითონ მედიასაშუალებებში, არამედ, მედიის გადაწყვეტილების გასაჩივრება იქნება შესაძლებელი სააპელაციო ორგანოში.
შემდგომში, უკვე სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისიას ექნება უფლება განიხილოს სანქციების საკითხი დარღვევის სიმძიმის მიხედვით.
როგორც უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კანონპროექტის ტექსტი ევროკავშირის შესაბამის ორგანოში გაგზავნეს და პარლამენტში წარადგინეს მათი დადებითი შეფასების შემდეგ.
ოპოზიციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ხელისუფლებას შეუძლია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გამოყენება, როგორც მისთვის მიუღებელი მასმედიის დახურვის ბერკეტი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები აკმაყოფილებს სტანდარტებს და შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას.
ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ეროვნულ რეგულატორთან იმუშავებს, რათა დარწმუნდეს, რომ ეს ორგანო სრულიად დამოუკიდებელია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მედიაში სიძულვილის ენის აკრძალვა 2022 წელს შემოიღეს. კანონი კრძალავს ისეთი გადაცემის ან რეკლამის გავრცელებას, რომელიც შეიცავს ძალადობის ან სიძულვილის (სიძულვილის ენა) წაქეზებას პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული იდენტობის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრებების, ეროვნული უმცირესობის კუთვნილების, ქონების, დაბადების ადგილისა ან ასაკის ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტიდან გამომდინარე და სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა არ ვლინდება.
ამავდროულად, კანონი პირდაპირ ნათქვამია, რომ პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სიძულვილის ენის შემცველად ამ პუნქტის მიხედვით მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.
მედიას მოეთხოვება ქცევის კოდექსის შესაბამისად შექმნას თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც განიხილავს საჩივრებს მედიის მიერ აკრძალვების დარღვევის შესახებ.
მედიის გადაწყვეტილების გასაჩივრება იქნება შესაძლებელი სააპელაციო ორგანოში, რომელშიც შედიან მხოლოდ მედიის წარმომადგენლები და არ შეიძლება იყონ თანამდებობის პირები და პარტიის წევრები.
შემდგომში, უკვე სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისიას ექნება უფლება განიხილოს სანქციების საკითხი დარღვევის სიმძიმის მიხედვით.