https://sputnik-georgia.com/20231026/evrokavsiris-elcma-daadastura-mtavrobis-pozicia-kobaxize-mauwyeblobis-sesaxeb-kanonze-283697905.html
ევროკავშირის ელჩმა მთავრობის პოზიცია დაადასტურა: კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე
ევროკავშირის ელჩმა მთავრობის პოზიცია დაადასტურა: კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე
Sputnik საქართველო
ელჩის განცხადებამ ოპოზიციის წარმომადგენლებს ცივი წყალი გადაასხა, განაცხადა კობახიძემ 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T23:31+0400
2023-10-26T23:31+0400
2023-10-26T23:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277024074_0:191:2000:1316_1920x0_80_0_0_6001b0e1ce95815ec8302f2dc0047bf9.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ დაადასტურა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები იყო ევროკავშირის დირექტივა და არა მმართველი პარტიის ინიციატივა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც ითვალისწინებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სიძულვილის ენის გამოყენების გასაჩივრებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ ცვლილებები სატელევიზიო არხების დახურვის შესაძლებლობას იძლევა და ეს მმართველი პარტიისთვის მომგებიანია.პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი პოზიტიური მოვლენა მოხდა. მათ შორის ელჩმა დაასახელა გაწეული მუშაობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე.რას ითვალისწინებს კანონიმედიაში სიძულვილის ენის აკრძალვა 2022 წელს შემოიღეს. კანონი კრძალავს ისეთი გადაცემის ან რეკლამის გავრცელებას, რომელიც შეიცავს ძალადობის ან სიძულვილის (სიძულვილის ენა) წაქეზებას პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული იდენტობის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრებების, ეროვნული უმცირესობის კუთვნილების, ქონების, დაბადების ადგილისა ან ასაკის ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტიდან გამომდინარე და სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა არ ვლინდება.ამავდროულად, კანონი პირდაპირ ნათქვამია, რომ პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სიძულვილის ენის შემცველად ამ პუნქტის მიხედვით მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით, მედიას მოეთხოვება ქცევის კოდექსის შესაბამისად შექმნას თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც განიხილავს საჩივრებს მედიის მიერ აკრძალვების დარღვევის შესახებ.მედიის გადაწყვეტილების გასაჩივრება იქნება შესაძლებელი სააპელაციო ორგანოში, რომელშიც შედიან მხოლოდ მედიის წარმომადგენლები და არ შეიძლება იყონ თანამდებობის პირები და პარტიის წევრები.შემდგომში, უკვე სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისიას ექნება უფლება განიხილოს სანქციების საკითხი დარღვევის სიმძიმის მიხედვით.ამასთან, კომისიას არ შეეხება პროფესიულ სტანდარტებთან და ეთიკის ნორმებთან დაკავშირებული დარღვევები.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277024074_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_f809faf025e2ced1839fff3a6eb36968.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოცნება
ევროკავშირის ელჩმა მთავრობის პოზიცია დაადასტურა: კობახიძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე
ელჩის განცხადებამ ოპოზიციის წარმომადგენლებს ცივი წყალი გადაასხა, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ დაადასტურა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები იყო ევროკავშირის დირექტივა და არა მმართველი პარტიის ინიციატივა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც ითვალისწინებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სიძულვილის ენის გამოყენების გასაჩივრებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ ცვლილებები სატელევიზიო არხების დახურვის შესაძლებლობას იძლევა და ეს მმართველი პარტიისთვის მომგებიანია.
„ჩვენ თვეების მანძილზე ვაცხადებდით, რომ ამ კანონის მიღება იყო ევროკავშირის მოთხოვნა. ჩვენ ასევე გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები ევროკავშირის სტრუქტურებთან, ევროკომისიის სტრუქტურებთან, იმისათვის რომ მათთან შეგვეთანხმებინა კანონპროექტის თითოეული დეტალი. ასეთ ფონზე ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ახლა ელჩის ამ განცხადებამ მათ ცივი წყალი გადაასხა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი პოზიტიური მოვლენა მოხდა. მათ შორის ელჩმა დაასახელა გაწეული მუშაობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე.
მედიაში სიძულვილის ენის აკრძალვა 2022 წელს შემოიღეს. კანონი კრძალავს ისეთი გადაცემის ან რეკლამის გავრცელებას, რომელიც შეიცავს ძალადობის ან სიძულვილის (სიძულვილის ენა) წაქეზებას პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული იდენტობის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრებების, ეროვნული უმცირესობის კუთვნილების, ქონების, დაბადების ადგილისა ან ასაკის ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტიდან გამომდინარე და სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა არ ვლინდება.
ამავდროულად, კანონი პირდაპირ ნათქვამია, რომ პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სიძულვილის ენის შემცველად ამ პუნქტის მიხედვით მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.
ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით, მედიას მოეთხოვება ქცევის კოდექსის შესაბამისად შექმნას თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც განიხილავს საჩივრებს მედიის მიერ აკრძალვების დარღვევის შესახებ.
მედიის გადაწყვეტილების გასაჩივრება იქნება შესაძლებელი სააპელაციო ორგანოში, რომელშიც შედიან მხოლოდ მედიის წარმომადგენლები და არ შეიძლება იყონ თანამდებობის პირები და პარტიის წევრები.
შემდგომში, უკვე სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისიას ექნება უფლება განიხილოს სანქციების საკითხი დარღვევის სიმძიმის მიხედვით.
ამასთან, კომისიას არ შეეხება პროფესიულ სტანდარტებთან და ეთიკის ნორმებთან დაკავშირებული დარღვევები.