https://sputnik-georgia.com/20231031/herchinski-mauwyeblobis-shesaxeb-kanoni-sheesabameba-evrokavshiris-direqtivas-283839994.html
ჰერჩინსკი: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას
ჰერჩინსკი: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას
Sputnik საქართველო
ელჩის თქმით, ევროკავშირს აქვს აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა, რომელიც განახლებულია და კვლავ განახლდება. 31.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-31T15:00+0400
2023-10-31T15:00+0400
2023-10-31T15:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277024074_0:191:2000:1316_1920x0_80_0_0_6001b0e1ce95815ec8302f2dc0047bf9.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები აკმაყოფილებს სტანდარტებს და შეესაბამება ევროკავშირის დირქტივას, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც ითვალისწინებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სიძულვილის ენის გამოყენების გასაჩივრებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ ცვლილებები სატელევიზიო არხების დახურვის შესაძლებლობას იძლევა და ეს მმართველი პარტიისთვის მომგებიანია.ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სხვა საკითხებსაც, რომლებიც უშუალოდ ამ დირექტივით არ რეგულირდება და რომლებიც, როგორც წესი, რეგულირდება წევრი სახელმწიფოების მიერ. მაგალითად, უხამსობის საკითხი.დიპლომატის თქმით, რეალურად ძალზე სენსიტიურია ის, თუ სად უნდა მოხდეს ხაზის გავლება მედიას, სიტყვის თავისუფლებას, მცირეწლოვნების დაცვასა და სიძულვილის ენის პრევენციას შორის. „ეს აუდიოვიზუალური დირექტივა აწესებს სტანდარტს, მაგრამ ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს აქვთ მოქნილობა ამ სტანდარტის გამოყენებაში კონრეტული სიტუაციების მიხედვით", - განაცხადა ელჩმა.რას ითვალისწინებს კანონიმედიაში სიძულვილის ენის აკრძალვა 2022 წელს შემოიღეს. კანონი კრძალავს ისეთი გადაცემის ან რეკლამის გავრცელებას, რომელიც შეიცავს ძალადობის ან სიძულვილის (სიძულვილის ენა) წაქეზებას პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული იდენტობის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრებების, ეროვნული უმცირესობის კუთვნილების, ქონების, დაბადების ადგილისა ან ასაკის ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტიდან გამომდინარე და სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა არ ვლინდება.ამავდროულად, კანონი პირდაპირ ნათქვამია, რომ პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სიძულვილის ენის შემცველად ამ პუნქტის მიხედვით მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით, მედიას მოეთხოვება ქცევის კოდექსის შესაბამისად შექმნას თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც განიხილავს საჩივრებს მედიის მიერ აკრძალვების დარღვევის შესახებ.მედიის გადაწყვეტილების გასაჩივრება იქნება შესაძლებელი სააპელაციო ორგანოში, რომელშიც შედიან მხოლოდ მედიის წარმომადგენლები და არ შეიძლება იყონ თანამდებობის პირები და პარტიის წევრები.შემდგომში, უკვე სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისიას ექნება უფლება განიხილოს სანქციების საკითხი დარღვევის სიმძიმის მიხედვით.ამასთან, კომისიას არ შეეხება პროფესიულ სტანდარტებთან და ეთიკის ნორმებთან დაკავშირებული დარღვევები.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277024074_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_f809faf025e2ced1839fff3a6eb36968.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
ჰერჩინსკი: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას
ელჩის თქმით, ევროკავშირს აქვს აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა, რომელიც განახლებულია და კვლავ განახლდება.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები აკმაყოფილებს სტანდარტებს და შეესაბამება ევროკავშირის დირქტივას, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც ითვალისწინებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სიძულვილის ენის გამოყენების გასაჩივრებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ ცვლილებები სატელევიზიო არხების დახურვის შესაძლებლობას იძლევა და ეს მმართველი პარტიისთვის მომგებიანია.
„საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით, რათა დაგვეახლოებინა საქართველოს კანონმდებლობა ამ დირექტივასთან. კანონპროექტი, რომელიც ახლახან დამტკიცდა, აკმაყოფილებს ამ აუდიოვიზუალური სერვისის დირექტივის სტანდარტებს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სხვა საკითხებსაც, რომლებიც უშუალოდ ამ დირექტივით არ რეგულირდება და რომლებიც, როგორც წესი, რეგულირდება წევრი სახელმწიფოების მიერ. მაგალითად, უხამსობის საკითხი.
„რა თქმა უნდა, მთავარია შესრულება და სწორედ ამიტომაც, ჩვენ ვიმუშავებთ ეროვნულ მარუგულირებელთან ერთად, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ორგანო არის სრულიად დამოუკიდებელი და თამაშობს მნიშვნელოვან როლს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
დიპლომატის თქმით, რეალურად ძალზე სენსიტიურია ის, თუ სად უნდა მოხდეს ხაზის გავლება მედიას, სიტყვის თავისუფლებას, მცირეწლოვნების დაცვასა და სიძულვილის ენის პრევენციას შორის.
„ეს აუდიოვიზუალური დირექტივა აწესებს სტანდარტს, მაგრამ ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს აქვთ მოქნილობა ამ სტანდარტის გამოყენებაში კონრეტული სიტუაციების მიხედვით", - განაცხადა ელჩმა.
მედიაში სიძულვილის ენის აკრძალვა 2022 წელს შემოიღეს. კანონი კრძალავს ისეთი გადაცემის ან რეკლამის გავრცელებას, რომელიც შეიცავს ძალადობის ან სიძულვილის (სიძულვილის ენა) წაქეზებას პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული იდენტობის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრებების, ეროვნული უმცირესობის კუთვნილების, ქონების, დაბადების ადგილისა ან ასაკის ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტიდან გამომდინარე და სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა არ ვლინდება.
ამავდროულად, კანონი პირდაპირ ნათქვამია, რომ პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სიძულვილის ენის შემცველად ამ პუნქტის მიხედვით მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.
ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით, მედიას მოეთხოვება ქცევის კოდექსის შესაბამისად შექმნას თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც განიხილავს საჩივრებს მედიის მიერ აკრძალვების დარღვევის შესახებ.
მედიის გადაწყვეტილების გასაჩივრება იქნება შესაძლებელი სააპელაციო ორგანოში, რომელშიც შედიან მხოლოდ მედიის წარმომადგენლები და არ შეიძლება იყონ თანამდებობის პირები და პარტიის წევრები.
შემდგომში, უკვე სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისიას ექნება უფლება განიხილოს სანქციების საკითხი დარღვევის სიმძიმის მიხედვით.
ამასთან, კომისიას არ შეეხება პროფესიულ სტანდარტებთან და ეთიკის ნორმებთან დაკავშირებული დარღვევები.