https://sputnik-georgia.com/20231228/aranairi-safrtxe-ar-arsebobs-tyemalaze-catambjenebis-mseneblobaze-285304112.html
არანაირი საფრთხე არ არსებობს – საკრებულოს თავმჯდომარე ცათამბჯენების მშენებლობის შესახებ
არანაირი საფრთხე არ არსებობს – საკრებულოს თავმჯდომარე ცათამბჯენების მშენებლობის შესახებ
Sputnik საქართველო
ქალაქი განვითარდება და ასეთი ინვესტიციები, საინვესტიციო პროექტები მნიშვნელოვანია თბილისისთვის, განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ. 28.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-28T16:48+0400
2023-12-28T16:48+0400
2023-12-28T16:48+0400
თბილისი დღეს
თბილისის საკრებულო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/19/274242888_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_1021e800fa5b9929ae8527002afd1513.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. „ლაგუნა ვერესთან“ მშენებლობის პროექტის რეალიზაცია საფრთხეს არ წარმოადგენს, პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და სრულად შეესაბამება გენერალურ გეგმას, განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.საკრებულოს დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო საქართველოსთვის“ გმირთა მოედანზე მდებარე „ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგი არიან. მათი აზრით, 40 და 52-სართულიანი შენობები საშიშია უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. გარდა ამისა, ოპოზიციის ინფორმაციით, მშენებლობას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ მფლობელობაში მყოფი კომპანია „კოსტავა 69“ განახორციელებს.საკლებულოს თავმჯდომარის თქმით, ისინი საკითხს სრული პასუხისმგტებლობით ეკიდებიან.თბილისის საკრებულომ 2023 წლის 25 აგვისტოს, მიუხედავად ოპოზიციის ნაწილისა და ეკოლოგების პროტესტისა, ხმა მისცა თბილისის სხვადასხვა რაიონში ერთდროულად რამდენიმე ცათამბჯენის აშენებაზე ნებართვის გაცემას. წარმოდგენილი პროექტების თანახმად, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები აშენდება გმირთა მოედანზე, ვაკეში, დიდ დიღომსა და სამგორში.მშენებლობის პროექტი: მომხრეები და მოწინააღმდეგეებიოპოზიციასა და ეკოაქტივისტებს მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის წინააღმდეგ რიგი არგუმენტები აქვთ, რომელთაგან პირველია დიდი საცხოვრებელი კომპლექსის გამო „საცობების" გაზრდის ალბათობა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე.თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალ გზებს, რაც ამჟამად არსებული სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების საშუალებაა.ოპოზიციის მეორე არგუმენტია ქალაქისა და კონკრეტულად მოედნის იერსახის დამახინჯება. ამჟამად მომავალი ცათამბჯენების ადგილზე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობაა, სადაც გამოფენები და კონცერტები იმართება.სკანდალი ცათამბჯენების გამო - ხელისუფლება კრიტიკას კრიტიკით პასუხობს>>ოპოზიცია მესამე არგუმენტად ქალაქის გამწვანებას ასახელებს. პასუხად თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ კომპლექსის ტერიტორია მშენებლობის ახალი წესების შესაბამისად გამწვანდება.რა ელოდება „ლაგუნა ვერეს"თბილისის ყველაზე დიდი აუზი „ლაგუნა ვერე", რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს აშენდა, აღდგენილი იქნება. ამ სამუშაოებს კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტი" შეასრულებს. „ნეო სითი დეველოპმენტმა" 2014 წელს დაკეტილი აუზის ტერიტორია ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის კომპანიისგან შეიძინა.„ლაგუნა ვერეს" კომპლექსი 1965–1978 წლებში ქართველი არქიტექტორების პროექტით აშენდა. ის პირველი საწყლოსნო სპორტკომპლექსი იყო კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, „ლაგუნა ვერე" თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/19/274242888_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_d1fd62bee84c52d893bac6afd9994e9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის საკრებულო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია
თბილისი დღეს, თბილისის საკრებულო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია
არანაირი საფრთხე არ არსებობს – საკრებულოს თავმჯდომარე ცათამბჯენების მშენებლობის შესახებ
ქალაქი განვითარდება და ასეთი ინვესტიციები, საინვესტიციო პროექტები მნიშვნელოვანია თბილისისთვის, განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. „ლაგუნა ვერესთან“ მშენებლობის პროექტის რეალიზაცია საფრთხეს არ წარმოადგენს, პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და სრულად შეესაბამება გენერალურ გეგმას, განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო საქართველოსთვის“ გმირთა მოედანზე მდებარე „ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგი არიან. მათი აზრით, 40 და 52-სართულიანი შენობები საშიშია უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. გარდა ამისა, ოპოზიციის ინფორმაციით, მშენებლობას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ მფლობელობაში მყოფი კომპანია „კოსტავა 69“ განახორციელებს.
„აღნიშნული პროექტის განხორციელება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სრულ შესაბამისობაშია გენგეგმასთან. შესაბამისად, რაიმე საფრთხეებზე საუბარი ვერ იქნება. ოპოზიციის მხრიდან ეს არის მათი დღის წესრიგი და ისინი ყოველთვის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას მესაკუთრის სახელითა და გვარებით აფასებენ“, – განაცხადა ტყემალაძემ.
საკლებულოს თავმჯდომარის თქმით, ისინი საკითხს სრული პასუხისმგტებლობით ეკიდებიან.
„ჩვენ... ვიღებთ პასუხისმგებლობას ზოგადად ქალაქი განვითარებაზე. ქალაქი განვითარდება და ამგვარი ინვესტიციები, საინვესტიციო პროექტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, – განაცხადა ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულომ 2023 წლის 25 აგვისტოს, მიუხედავად ოპოზიციის ნაწილისა და ეკოლოგების პროტესტისა, ხმა მისცა თბილისის სხვადასხვა რაიონში ერთდროულად რამდენიმე ცათამბჯენის აშენებაზე ნებართვის გაცემას. წარმოდგენილი პროექტების თანახმად, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები აშენდება გმირთა მოედანზე, ვაკეში, დიდ დიღომსა და სამგორში.
მშენებლობის პროექტი: მომხრეები და მოწინააღმდეგეები
ოპოზიციასა და ეკოაქტივისტებს მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის წინააღმდეგ რიგი არგუმენტები აქვთ, რომელთაგან პირველია დიდი საცხოვრებელი კომპლექსის გამო „საცობების" გაზრდის ალბათობა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე.
თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალ გზებს, რაც ამჟამად არსებული სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების საშუალებაა.
ოპოზიციის მეორე არგუმენტია ქალაქისა და კონკრეტულად მოედნის იერსახის დამახინჯება. ამჟამად მომავალი ცათამბჯენების ადგილზე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობაა, სადაც გამოფენები და კონცერტები იმართება.
ოპოზიცია მესამე არგუმენტად ქალაქის გამწვანებას ასახელებს. პასუხად თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ კომპლექსის ტერიტორია მშენებლობის ახალი წესების შესაბამისად გამწვანდება.
რა ელოდება „ლაგუნა ვერეს"
თბილისის ყველაზე დიდი აუზი „ლაგუნა ვერე", რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს აშენდა, აღდგენილი იქნება. ამ სამუშაოებს კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტი" შეასრულებს. „ნეო სითი დეველოპმენტმა" 2014 წელს დაკეტილი აუზის ტერიტორია ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის კომპანიისგან შეიძინა.
„ლაგუნა ვერეს" კომპლექსი 1965–1978 წლებში ქართველი არქიტექტორების პროექტით აშენდა. ის პირველი საწყლოსნო სპორტკომპლექსი იყო კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, „ლაგუნა ვერე" თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.