28 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Elizabeth Joudroუშბა
უშბა - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
გაეცანით 28 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
22–31 დეკემბერის პერიოდი
22–31 დეკემბერის პერიოდი თხის რქის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას იუპიტერი მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმშვიდესა და გამჭრიახობას ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 30, 57.
ამ ადამიანთა სიმბოლოა ედელვაისი.
ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები არიან საიმედონი, მშვიდი, საუკეთესო მეგობრები.
ჯიხვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება
28 დეკემბერს დაბადებულები
28 დეკემბერს წარმატებებზე ორიენტირებული ადამიანები იბადებიან, ხოლო ამის მისაღწევად მზად არიან, თავდადებით იმუშაონ. არიან აქტიურები, თავდაჯერებულები, ენერგიულები. სჯერათ საკუთარი თავის და სწამთ, რომ წარმატებასთან მიახლოებისთვის ჰორიზონტზე აუცილებლად გამოჩნდება ახალი შესაძლებლობა.
28 დეკემბერს დაბადებულები პრაქტიკული ადამიანები არიან. არ ცხოვრობენ ილუზიებით, რაციონალისტებმა ყოველთვის იციან, რა სურთ და როგორ მიაღწიონ სასურველს. შეუძლიათ ადამიანებში გარკვევა, თითქმის არასდროს ცდებიან პარტნიორის არჩევაში.
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება>>
28 დეკემბერს დაბადებული თხის რქები, ზოდიაქოს ამ ნიშნის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, პრინციპული, პატიოსანი, უკომპრომისონი არიან, ხოლო სხვა თხის რქებისგან განასხვავებთ ტაქტი, თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, ფაქიზი ინტუიცია.
ისინი ეფექტურად მიიჩნევენ გარშემომყოფებთან თანამშრომლობას და თავიანთ მიზნებს ხშირად სწორედ კარგად ორგანიზებული გუნდური მუშაობით აღწევენ.
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2023
ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი თხის რქისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები
28 დეკემბერს დაბადებულები, როგორც მიზანსწრაფული ადამიანები, ისწრაფვიან რთული პროექტებისადმი, მათ სირთულეები არ აშინებთ, არამედ პირიქით, სტიმულს აძლევს - რაც უფრო რთულია პროექტი, მით უფრო საინტერესოა გზა მიზნისკენ და ტკბილია გამარჯვების გემო.
ამ დღეს დაბადებულებს სამუშაოს შესრულებაში ხშირად ხელს უშლის აბსოლუტური თავდაჯერებულობა. შესაძლოა, მათ არ ჰყოფნიდეს ცოდნა, გამოცდილება, მაგრამ მაინც შექმნიან სურათს აქტიური მოქმედებისა, რომლის შედეგები ხელმძღვანელობას არ მოეწონება.
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი – დრაკონის ხუთი რჩეული 2024 წელს>>
ჯანმრთელობა
28 დეკემბერს დაბადებულებს ხშირად აწუხებთ ალერგია, რომელიც არცთუ იშვიათად, ფსიქოსომატურ ხასიათს ატარებს. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, სუსტი ადგილებია საჭმლის მომნელებელი და სისხლძარღვოვანი სისტემები.
რჩევა:
თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუ არ გადააჭარბებთ თქვენს მოქმედებებში. ეს ეხება საკუთარ თავზე აღებულ პროფესიულ მოვალეობებს, ასევე ოჯახში აღებულ ვალდებულებებსა და სხვა. თუ ამას მოერევით, თქვენი ცხოვრება ბევრად კომფორტული და მშვიდი გახდება.
ყველა ახალი ამბავი
0