https://sputnik-georgia.com/20231227/saxelmwifo-onkologiur-medikamentebs-kompania-novartis-pirdapiri-wesit-seisyidis-285282749.html
სახელმწიფო ონკოლოგიურ მედიკამენტებს კომპანია NOVARTIS-ისგან პირდაპირი წესით შეისყიდის
სახელმწიფო ონკოლოგიურ მედიკამენტებს კომპანია NOVARTIS-ისგან პირდაპირი წესით შეისყიდის
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მოლაპარაკებებს მსოფლიოს იმ წამყვან მწარმოებლებთან, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება. 27.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-27T19:38+0400
2023-12-27T19:38+0400
2023-12-27T19:38+0400
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970289_0:0:3555:2001_1920x0_80_0_0_5b5ccf0a2753927f2b47f0f437cc013a.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ფარმაცევტული კომპანია NOVARTIS-ისგან პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძენს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აღნიშნული წესით სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს.უწყების ცნობით, სამინისტრომ ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ გააფორმა ხელშეკრულება.შედეგად, 2024 წელს პაციენტები რვა დასახელების სხვადასხვა მედიკამენტს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ.ეს მედიკამენტებია: „კისქალი“, „ჯაკავი“, „მეკინისტი“, „ტაფინლარი“, „ვოტრიენტი“, „აფინიტორი“, „ზომეტა“, „ფემარა“.სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული პაციენტი ჯანდაცვის სამინისტროსგან მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.„ნოვარტისი“ მეორე მწარმოებელია, რომლისგანაც ჯანდაცვის სამინისტრო ინოვაციურ მედიკამენტებს პირდაპირი წესით შეისყიდის. უწყებამ კომპანია „როშესთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გააფორმა.წამლების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია.რამდენმა ბავშვმა ისარგებლა უცხოეთში კიბოს მკურნალობის პროგრამით: თამარ გაბუნიას განცხადება>>მიმდინარე წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდება ყველა ონკოპაციენტს, მათ შორის დაზღვეულ ვეტერანებსა და პაციენტებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია.2023 წლის აგვისტოდან ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970289_84:0:2813:2047_1920x0_80_0_0_58ad4a440a91092c6ffd9158a64525fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სახელმწიფო ონკოლოგიურ მედიკამენტებს კომპანია NOVARTIS-ისგან პირდაპირი წესით შეისყიდის
ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მოლაპარაკებებს მსოფლიოს იმ წამყვან მწარმოებლებთან, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება.
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ფარმაცევტული კომპანია NOVARTIS-ისგან პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძენს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული წესით სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს.
უწყების
ცნობით, სამინისტრომ ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ გააფორმა ხელშეკრულება.
შედეგად, 2024 წელს პაციენტები რვა დასახელების სხვადასხვა მედიკამენტს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ.
ეს მედიკამენტებია: „კისქალი“, „ჯაკავი“, „მეკინისტი“, „ტაფინლარი“, „ვოტრიენტი“, „აფინიტორი“, „ზომეტა“, „ფემარა“.
„უშუალოდ მწარმოებლისგან სპეციალური ფასითა და პირობებით პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული პაციენტი ჯანდაცვის სამინისტროსგან მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.
„ნოვარტისი“ მეორე მწარმოებელია, რომლისგანაც ჯანდაცვის სამინისტრო ინოვაციურ მედიკამენტებს პირდაპირი წესით შეისყიდის. უწყებამ კომპანია „როშესთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გააფორმა.
წამლების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდება ყველა ონკოპაციენტს, მათ შორის დაზღვეულ ვეტერანებსა და პაციენტებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია.
2023 წლის აგვისტოდან ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდება.