https://sputnik-georgia.com/20231224/ramdenma-bavsvma-isargebla-ucxoetsi-kibos-mkurnalobis-programit-tamar-gabunias-gancxadeba-285190099.html
რამდენმა ბავშვმა ისარგებლა უცხოეთში კიბოს მკურნალობის პროგრამით: თამარ გაბუნიას განცხადება
რამდენმა ბავშვმა ისარგებლა უცხოეთში კიბოს მკურნალობის პროგრამით: თამარ გაბუნიას განცხადება
Sputnik საქართველო
მთავარი მიზანია ბავშვთა ონკოლოგიის სრულფასოვანი მკურნალობა საქართველოში, განაცხადა მინისტრის მოადგილემ 24.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-24T21:55+0400
2023-12-24T21:55+0400
2023-12-24T21:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23722/62/237226201_0:0:5184:2916_1920x0_80_0_0_e5ba6bf51cf14414a4e772be3f95489d.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით მისი ამოქმედების დღიდან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე უკვე 37-მა ბავშვმა ისარგებლა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულებები ესპანეთის, თურქეთისა და ისრაელის კლინიკებთან მიმდინარე წლის აგვისტოში გააფორმა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ბავშვების მკურნალობის ყველა ხარჯი სახელმწიფომ გაიღო.მინისტრის მოადგილის თქმით, მთავარ მიზანს წარმოადგენს ბავშვთა ონკოლოგიის სრულფასოვანი მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.„ახალი კომპონენტი, რაზეც მიდის მუშაობა, ეს არის სიმპტომური პირები. ანუ, როდესაც ადამიანს აქვს კიბოსთვის რომელიმე დამახასიათებელი სიმპტომი, მივიდა ოჯახის ექიმთან და ჩაიტარებს საწყის გამოკვლევას. ეს შეიძლება, იყოს ულტრაბგერა, ან რენდგენოსკოპიული გამოკვლევა და გამოჩნდა კიბოს საეჭვო სურათი, ამას მერე უკვე სჭირდება სპეციფიკური გამოკვლევები, მორფოლოგიური, შემდეგ დამატებითი ძვირად ღირებული რადიოლოგიური გამოკვლევები, მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევა“, - განაცხადა გაბუნიამ.საქართველოს მთავრობა აფინანსებს დიაგნოსტიკას და მკურნალობის სტანდარტულ კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ქირურგიას, ასევე პროტონოთერაპიას პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკა გაიხსნება >>მთავრობა დააფინანსებს არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ ბავშვისა და მისი ერთი თანმხლები პირის ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯს.უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ჯდება, რის გამოც მთავრობამ გადაწყვიტა სრულად დაეფარა მკურნალობის ყველა ხარჯი.მანამდე სახელმწიფო ამ ბავშვების მკურნალობის ხარჯების მხოლოდ ნაწილს ფარავდა. ამ მიზნებისთვის მთავრობა აქამდე წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ლარს გამოყოფდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.პროგრამის პირობებიპროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი.პროგრამაში მონაწილეობისთვის:მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს (თბილისი, წერეთლის გამზირი №144) და შეავსოს განაცხადის ფორმა, რომელსაც ადგილზე გასცემენ;ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა/პასპორტი);ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული);არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ. ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული).პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15-05.ონკოდაავადებულთა განცხადებებს ქართველი და უცხოელი ექიმებისგან დაკომპლექტებული სპეციალური საბჭო განიხილავს, რომელიც იმსჯელებს კონკრეტული ბავშვის მდგომარეობაზე. პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23722/62/237226201_278:0:4886:3456_1920x0_80_0_0_d1ee3aa5d9146878763ca24fce3a95da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, სოციალური სფერო საქართველოში
რამდენმა ბავშვმა ისარგებლა უცხოეთში კიბოს მკურნალობის პროგრამით: თამარ გაბუნიას განცხადება
მთავარი მიზანია ბავშვთა ონკოლოგიის სრულფასოვანი მკურნალობა საქართველოში, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით მისი ამოქმედების დღიდან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე უკვე 37-მა ბავშვმა ისარგებლა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულებები ესპანეთის, თურქეთისა და ისრაელის კლინიკებთან მიმდინარე წლის აგვისტოში გააფორმა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ბავშვების მკურნალობის ყველა ხარჯი სახელმწიფომ გაიღო.
„37-მა ბავშვმა უკვე ისარგებლა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით, ეს ოჯახებისთვის დიდი შეღავათია და ვფიქრობ, ეს მოდელი თავის შედეგებს დაგვანახებს მომავალში... ყველას გვესმის, რომ საქართველოში უნდა განვითარდეს ეს სერვისი და მუდმივად დამოკიდებული არ ვიყოთ უცხო ქვეყნის კლინიკებზე. ვმუშაობთ სამედიცინო პერსონალის ტრენინგის მიმართულებით, რასაც დიდი დრო ჭირდება. ხდება კლინიკების მოძიება და აქედან რეზიდენტურის პროგრამაზე ახალგაზრდა კადრების გაგზავნის მიმართულებით მუშაობა", - განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, მთავარ მიზანს წარმოადგენს ბავშვთა ონკოლოგიის სრულფასოვანი მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
„ახალი კომპონენტი, რაზეც მიდის მუშაობა, ეს არის სიმპტომური პირები. ანუ, როდესაც ადამიანს აქვს კიბოსთვის რომელიმე დამახასიათებელი სიმპტომი, მივიდა ოჯახის ექიმთან და ჩაიტარებს საწყის გამოკვლევას. ეს შეიძლება, იყოს ულტრაბგერა, ან რენდგენოსკოპიული გამოკვლევა და გამოჩნდა კიბოს საეჭვო სურათი, ამას მერე უკვე სჭირდება სპეციფიკური გამოკვლევები, მორფოლოგიური, შემდეგ დამატებითი ძვირად ღირებული რადიოლოგიური გამოკვლევები, მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევა“, - განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოს მთავრობა აფინანსებს დიაგნოსტიკას და მკურნალობის სტანდარტულ კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ქირურგიას, ასევე პროტონოთერაპიას პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.
მთავრობა დააფინანსებს არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ ბავშვისა და მისი ერთი თანმხლები პირის ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯს.
უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ჯდება, რის გამოც მთავრობამ გადაწყვიტა სრულად დაეფარა მკურნალობის ყველა ხარჯი.
მანამდე სახელმწიფო ამ ბავშვების მკურნალობის ხარჯების მხოლოდ ნაწილს ფარავდა. ამ მიზნებისთვის მთავრობა აქამდე წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ლარს გამოყოფდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი.
პროგრამაში მონაწილეობისთვის:
მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს (თბილისი, წერეთლის გამზირი №144) და შეავსოს განაცხადის ფორმა, რომელსაც ადგილზე გასცემენ;
ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა/პასპორტი);
ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული);
არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ. ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული).
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15-05.
ონკოდაავადებულთა განცხადებებს ქართველი და უცხოელი ექიმებისგან დაკომპლექტებული სპეციალური საბჭო განიხილავს, რომელიც იმსჯელებს კონკრეტული ბავშვის მდგომარეობაზე. პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით.