საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკა გაიხსნება

© Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
გამოწერა
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნა და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება, ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს ეკუთვნის.
ცნობილი ხდება, რომ ამ მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი უკვე იმყოფებოდა თელ-ავივის ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულების წამყვან სახელმწიფო კლინიკებში — Sheba Tel Hashomer Hospital-ში, Ichilov Medical Center-სა და Hadassah Medical Center-ში.
© Courtesy of Georgian Ministry of Labour, Health and Social Affairsჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ვიზიტი ისრაელში
В Грузии планируется создание детской онкологической государственной клиники - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ვიზიტი ისრაელში
ვიზიტის დროს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კლინიკების ხელმძღვანელებსა და კლინიცისტებს შეხვდნენ და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილ პრაქტიკასა თუ გამოცდილებას გაეცნენ.
საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნის პროცესში უწყება განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებასა და პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს.
ამ მიზნით, ისრაელის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრები გერმანიაში გაემგზავრებიან ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით არსებული პრაქტიკის გასაცნობად.
თელ-ავივში ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ვიზიტი ისრაელში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში ისრაელის ელჩის ჰადას მეიცადის ხელშეწყობით გაიმართა. შეხვედრებში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.
ყველა ახალი ამბავი
0