https://sputnik-georgia.com/20231227/jandacvis-saministro-surogaciasa-da-xelovnur-ganayofierebas-gaakontrolebs-285290934.html
ჯანდაცვის სამინისტრო სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებას გააკონტროლებს
ჯანდაცვის სამინისტრო სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებას გააკონტროლებს
Sputnik საქართველო
2018 წელს სუროგაციის გზით დაახლოებით 500 ბავშვი დაიბადა, 2022 წელს - 1000-ზე მეტი 27.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-27T22:30+0400
2023-12-27T22:30+0400
2023-12-27T22:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
დემოგრაფია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1c/263949134_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_038bb20568ebe63c7ca0c3136be10cfe.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1 იანვრიდან სუროგაციასთან, ხელოვნურ განაყოფიერებასა (in vitro) და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებული ხდება, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.ერთიანი რეესტრის საჭიროება კიდევ უფრო გამოიკვეთა ბოლო წლებში, როდესაც მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, რეპროდუქციის მიზნებისთვის მედიცინას სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართვას.თუ 2018 წელს მხოლოდ სუროგაციის გზით დაბადებულ ახალშობილთა რიცხვი დაახლოებით 500 იყო, 2022 წელს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 1000-ს გადააჭარბა.სახელმწიფო უშვილო წყვილებისთვის რეპროდუქციული სერვისების დაფინანსებას გეგმავს >>დღეის მდგომარეობით დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს.ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება პარლამენტში ინიცირებული „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი წინაპირობაა, რაც თავის მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1c/263949134_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_9fa5e41ec4a1f4018e78fe243308af1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, დემოგრაფია
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, დემოგრაფია
ჯანდაცვის სამინისტრო სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებას გააკონტროლებს
2018 წელს სუროგაციის გზით დაახლოებით 500 ბავშვი დაიბადა, 2022 წელს - 1000-ზე მეტი
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1 იანვრიდან სუროგაციასთან, ხელოვნურ განაყოფიერებასა (in vitro) და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებული ხდება, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.
„ცვლილების მიზანი მომსახურების ხარისხის, პროცესის ზედამხედველობა, ასევე - აღნიშნული მასალებისა და მათთან კავშირში მყოფი პირების მიკვლევადობაა. რეესტრში ყველა ინფორმაცია პირადი მონაცემების დაცვით განთავსდება და კონფიდენციალური იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ერთიანი რეესტრის საჭიროება კიდევ უფრო გამოიკვეთა ბოლო წლებში, როდესაც მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, რეპროდუქციის მიზნებისთვის მედიცინას სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართვას.
თუ 2018 წელს მხოლოდ სუროგაციის გზით დაბადებულ ახალშობილთა რიცხვი დაახლოებით 500 იყო, 2022 წელს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 1000-ს გადააჭარბა.
დღეის მდგომარეობით დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს.
ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება პარლამენტში ინიცირებული „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი წინაპირობაა, რაც თავის მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში.